Connect with us

ჯანმრთელობა

ენდომეტრიოზი: სიმპტომები და მკურნალობა

ნებისმიერ უსიამოვნო შეგრძნებას და ნიშანს ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეთ, რადგან ეს შესაძლოა დაავადების მაჩვენებელი იყოს, რომელთა უმეტესობა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, მაგალითად ენდომეტრიოზი.

რა არის ენდომეტრიოზი

მენსტრუაციული სისხლდენის დროს საშვილოსნოდან არა მხოლოდ სისხლი, არამედ ენდომეტრიუმიც გამოდის. ეს ლორწოვანი გარსი საშვილოსნოს შიგნიდან ფარავს და ყოველი ციკლის დროს ჰორმონების ზემოქმედებით გამოდის.

ენდომეტრიოზი სპეციფიკური ჰორმონალური დაავადებაა, რომელსაც ენდომეტრიუმის პათოლოგიური წანაზარდი არა მხოლოდ საშვილოსნოში, არამედ ქალის სხვა ნაწილებშიც ახასიათებს.

სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით, დაავადება „ყველაზე ხშირად დიაგნოზირებულთა“ სამეულშია. მხოლოდ მიომას ან საშვილოსნოს ანთების დიაგნოზს უფრო ხშირად სვამენ.

მსგავსი პათოლოგია ყველაზე ხშირად მშობიარობამდე ასაკის ქალებს აწუხებთ. ასეთი დიაგნოზით გინეკოლოგებს 40-45 წლის ასაკში (პაციენტების 27%) მიმართავენ. საინტერესოა, რომ მრავალშვილიანი დედები ენდომეტრიოზის წინაშე არც თუ ისე დაუცველები არიან. აი, უნაყოფობა ამ პათოლოგიის გვერდი გვერდ მიდის.

მოზარდი გოგოები და ისინი, ვინც სქესობრივი ცხოვრებით ჯერ არ ცხოვრობს, ასევე შეიძლება დაავადებულნი იყვნენ, რადგან ყოველ მეორეს, რომელმაც მენჯის ქვედა არეში ტკივილის გამო ოპერაცია გადაიტანეს, ენდომეტრიოზის დიაგნოზი დაუსვეს.

მენოპაუზის დაწყებაც გარანტიას არ გაძლევთ, რომ ამ დაავადებას მოიშორებთ.

როგორც უკვე ითქვა, ის თითქმის ასიმპტომიურ დაავადებას წარმოადგენს, ანუ მისი დიაგნოზირება საკმაოდ რთულია. დაგროვებული სტატისტიკა ასეთია: 10-დან 7 ქალს, რომელიც გინეკოლოგს მენჯის არეში ტკივილით მიმართავს, ეს დაავადება დაუდგინეს. ამ მონაცემებს კი ჭეშმარიტად ვერ ჩავთვლით, რადგან ბევრი უბრალოდ ტკივილს იტანს და ექიმს არ მიმართავს.

ენდომეტრიოზი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს: ენდომეტრიოზის სახეები

მსგავს უსიამოვნებას რამდენიმე „ლოკაცია“ აქვს. სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებულია დიაგნოზის დასმის სიმარტივე და თერაპია. მარტივი კლასიფიკაცია ასეთია:

გენიტალური: ის შეიძლება იყოს შინაგანი და გარეგანი. შინაგანი გენიტალური საშვილოსნოში და მის მილში ფორმირდება. გარეგანი სასქესო ორგანოებზე შეინიშნება. დაავადებას განვითარების ოთხი სტადია აქვს (პირველი – მინიმალური, მეორე – მსუბუქი, მაგრამ მკურნალობას რთულად ექვემდებარება, მესამე – ზომიერი, უფრო რთული სამკურნალოა, მეოთხე – რთული, ქირურგიული ჩარევით და ორგანოს მოშორებით სრულდება)

ექსტრაგენიტალური: ლორწოვანი ქსოვილები შეიძლება შარდის ბუშტში, ფილტვებში, თირკმლებში, ნაწლავების კედლებსა და პოსტოპერაციულ ნაწიბურზეც გაჩნდეს. ის ორი სახისაა: პერიტონეალური და ექსტრაპერიტონეალური. პირველი აზიანებს მუცლის ღრუს, საშვილოსნოს მილს და თავად საკვერცხეებს. ექსტრაპერიტონეალურს ექიმები გარე სასქესო ორგანოებზე აღმოაჩენენ (შესაძლოა საშოშიც). არასწორი მკურნალობის შემთხვევაში დაავადება უფრო გართულდება.

ენდომეტრიოზის მთავარი ნიშნები

პრაქტიკოსი გინეკოლოგების მიმოხილვის თანახმად, დაავადების მიმანიშნებელი კონკრეტული ნიშანი არ არსებობს. სიმპტომები თითოეული ქალისთვის ხშირად ინდივიდუალურია. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ვერც პაციენტი და ვერც ექიმი რაიმე ნიშანს ვერ ხედავს და „უსიამოვნო აღმოჩენა“ გამოკვლევის პროცესში ვლინდება.

ყველაზე ხშირად გვანიშნებს:

ძლიერი სპაზმური ტკივილი (დისმენორეა), რომელიც მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე იწყება და მენსტრუაციის 1-3 დღე შეიძლება გაგრძელდეს. ტკივილი შეიძლება მენსტრუაციული ციკლით არ იყოს გამოწვეული. ქალების დაახლოებით 16-24% მშობიარობამდე ასაკის ქალები განიცდიან ტკივილს, რომელიც ხშირად ენდომეტრიოზმის მიერ დაზიანებულ ადგილებში ანთებითი პროცესებით არის გამოწვეული.

ტკივილი სქესობრივი აქტის დროს (დისპარეუნია) – კიდევ ერთი სახიფათო ნიშანი. ის ხშირად აწუხებთ ქალებს, რომელთაც მოგვიანებით საშოზე ან რექტოვაგინალურ სეგმენტზე ენდომეტრიუზი აღმოუჩინეს.

ტკივილი წელის არეში, მენსტრუაცია მკაფიო ციკლის გარეშე და ძალიან ჭარბი გამონადენი – ამ ნიშნებმა უნდა შეგაშფოთოთ და გინეკოლოგთან ვიზიტის მიზეზი უნდა გახდეს.

უნაყოფობა: ქალების დაახლოებით 40%ს, რომელთაც უნაყოფობის დიაგნოზი დაუსვეს, ენდომეტრიუზიც აწუხებს. ბავშვის ჩასახვის ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება, თუ ენდომეტრიოზი უკვე გაწუხებთ.

მენორაგია: თვიური, რომელიც დაახლოებით 1 კვირა ან უფრო დიდხანს გრძელდება და რომლის დროსაც ქალი 150 მლ სისხლზე მეტს კარგავს – კიდევ ერთი პათოლოგია, რომელსაც მენორაგია ეწოდება. ამ დაავადებით პაციენტთა 2-16 %-ს ასევე ენდომეტრიოზიც აწუხებს.

ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა: როგორ უნდა დავსვათ დიაგნოზი

ექიმის მიერ რამდენიმე პროცედურის და დეტალური გამოკვლევის ჩატარების გარეშე მსგავსი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. პირველ რიგში, გინეკოლოგმა უნდა დაათვალიეროს, რამდენიემ კითხვა დაგისვათ, რომელიც ტკივილის ბუნებას განსაზღვრავს. პაციენტი ადრე დიაგნოსტირებული დაავადების, ოპერაციების, შესახებ არ უნდა გაჩუმდეს, ასევე უახლოესი ნათესავების გინეკოლოგიური დაავადების შესახებ, რადგან ამას დიაგნოზის დასმისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

არსებობს რიგი საშუალებები, რომლებიც პრაქტიკოს ექიმს დაავადების გამოვლენაში ეხმარება:

  • გინეკოლოგიური სარკით დათვალიერება
  • ვაგინალური გამოკვლევა
  • ორგანოების ულტრაბგერითი დიაგნოზი, რომელზე დაავადება შეიძლება ლოკალიზებული იყოს.
  • რექტოვაგინალური გამოკვლევა და რექტალური გამოკვლევა
  • ჰისტეროსკოპია და კოლპოსკოპია
  • ლაპაროსკოპია

ბოლო ორი მეთოდი მხოლოდ იმ პაციენტებისთვისაა, რომელთაც მენჯის არეში მწვავე ტკივილი აწუხებთ და რომელიც უკვე ნახევარი წელია გრძელდება. მათი ჩატარების პროცესში აუცილებელ მასალას იღებს, რომელზეც ანალიზებს ჩაატარებს და დაავადების არსებობს ან არ არსებობას დაადასტურებს.

როგორ ვიმკურნალოთ ენდომეტრიოზი

სამკურნალოდ ერთი ალგორითმი არ არსებობს, რადგან მეთოდის არჩევაზე ბევრი ფაქტორი გავლენას ახდენს:

  • ასაკობრივი კატეგორია, რომელსაც პაციენტი მიეკუთვნება;
  • წინა ორსულობის არსებობს და ისტორია მათი მიმდინარეობის შესახებ;
  • დაავადების სირთულე, რომელიც დაავადებას ადასტურებს;
  • სხვა დაავადებების არსებობა;
  • მკურნალობის შემდეგ პაციენტი დაფეხმძიმებას აპირებს თუ არა;

ექიმმა არა მხოლოდ პაციენტის გამოჯანმრთელების მიზანი უნდა დაისახოს, არამედ მკურნალობა ისეთ დონეზე უნდა ჩაატაროს, რომ შემდეგ პაციენტს არ შეაწუხოს სხვა შედეგებმა, როგორიცაა ადჰეზია, კისტა ან დეფექაციის მტკივნეული აქტი.

მკურნალობის ეფექტურობა შემდეგი მეთოდებით დადასტურებულია:

  • კონსერვატიული თერაპიული მეთოდი: გამოიყენება მხოლოდ ახალგაზრდა გოგოების სამკურნალოდ, რომელთაც ბავშვის გაჩენა სურთ;
  • მედიკამენტოზური თერაპიული მეთოდი: ეს ჰორმონალური თერაპიაა და ესტროგენი-ჰისტროგენური საშუალებები გამოიყენება;
  • ანთების საწინააღმდეგო თერაპია;
  • ქირურგიული ჩარევა, რომელიც საოპერაციო ორგანოს შენარჩუნების საშუალებას იძლევა;
  • ქირურგიული ჩარევა, რომელიც საშვილოსნოს და/ან საკვერცხეების მოშორებით მთავრდება (გამოიყენება 40 წელს ზემოთ ქალებში);
  • ზემოთ აღნიშნული რამდენიმე მეთოდის კომბინაცია;

ბალახებით მკურნალობა ენდომეტრიოზის დროს: ეფექტურია თუ არა?

ფიტოთერაპია დაავადებასთან ბრძოლის კიდევ ერთი მეთოდია. პრაქტიკოსი გინეკოლოგები გაფრთხილებენ, რომ ბალახებით ენდომეტრიოზის მკურნალობა შეუძლებელია, მათ უბრალოდ ნიშნები შეიძლება შეამსუბუქონ, ტკივილი გააქრონ და მენსტრუაციული ციკლი დაარეგულირონ.

ფიტოთერაპია ხორციელდება შემდეგ მცენარეების გამოყენებით:

  • მრავალძარღვა: მცენარეს ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს. გამოიყენება წვენი, ნაყენი, ექსტრაქტი, ახალი ფოთლები გამოიყენება საკვებში;
  • კოთხუჯი: გამოიყენება მცენარის ფესვები. 1 ს/კ მცენარის ფესვისგან ნაყენს 1 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ და 3 საათით აყენებენ;
  • კრაზანა: ამ ბალახის ნაყენი (1 ს/კ მშრალ, წინასწარ დაქუცმაცებულ მცენარეს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში მინიმუმ 2 საათით დააყენეთ) 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ გამოიყენება.

შეიძლება თუ არა დაორსულება ენდომეტრიოზის დროს?

ენდომეტრიოზი არ იწვევს ისეთ გართულებებს, რომელიც ჩასახვასთან შეუთავსებელია. სამწუხაროდ, ის დაფეხმძიმების შანს მნიშვნელოვნად ამცირებს. ზოგიერთ გინეკოლოგს ჰქონდა შემთხვევა, როცა ასეთი პათოლოგიის მქონე ქალი დაფეხმძიმდა. ასეთი ორსულობა ხშირად მუცლის მოშლით სრულდება, ამიტომ ენდომეტრიოზით დაავადებული პაციენტი არა მხოლოდ ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს, არამედ ექიმის რეკომენდაცია მკაცრად უნდა დაიცვას.

ძალიან მნიშვნელოვანია ექიმმა დაავადების დიაგნოზი დროულად დაუსვას იმ პაციენტს, რომელსაც დაფეხმძიმება სურს, რადგან ნებისმიერი მკურნალობა, რომელიც ორგანიზმის სტიმულაციაზე მიმართული დაორსულების მცდელობას უშედეგოს ხდის, სანამ მთავარი პრობლემა არ მოგვარდება.

ენდომეტრიოზის სრულად განკურნების შემდეგ 15-56% შემთხვევაში ქალები თერაპიის დასრულებიდან 6-13 თვეში ფეხმძიმდებიან. სწორედ ამიტომ, ქალს თერაპიის შემდეგ 1 წელი და რამდენიმე თვის ლოდინი უწევს, რომ სასურველ ორსულობა დადგეს, თუ ეს არ მოხდა, კვლავ თერაპიის დაწყება მოგიწევთ.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ უკვე ნახევარი წლის შემდეგ უმეტეს შემთხვევაში ქალი დაორსულებას ახერხებს. ამ ვადის გასვლის შემდეგ დამატებითი გამოკვლევების ჩატარება ღირს, რადგან უნაყოფობის მიზეზი შეიძლება სხვა, ადრე არა დიაგნოზირებული დაავადება იყოს. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.