Connect with us

თავის მოვლა

ეკო – შამპუნი ცხიმიანი თმისთვის, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე

შამპუნის გაკეთება სახლი პირობებშიც შეიძლება. მისი დახმარებით თავის კანის ჯანმრთელობას გაიუმჯობესებთ, გაიმაგრებთ თმის ძირებს და ააჩქარებთ მის ზრდას.  თუ თავის კანთან პრობლემები ან ალერგია გაქვთ, მაშინ შემდეგ შამპუნს გირჩევთ:

ნატურალური შამპუნი ცხიმიანი თმისთვის

გახსოვდეთ, რომ ნატრიუმის ბიკარბონატი კანის ძლიერი მწმენდავი საშუალებაა. გარდა ამისა მას სუნების განეიტრალება შეუძლია რადგან рН-ს არეგულირებს. ეს კი ნიშნავს, რომ სახის კანს უფრო ღრმად წმენდს.

რა უნდა გავაკეთოთ:

აურიეთ 1 ჩაის კოვზი საკვები სოდა 3/4 ჭიქა თბილ წყალში. შემდეგ გადაივლეთ სველ თმაზე. ფრთხილად დაიზილეთ თავის კანი 1-2 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადაივლეთ წყალი.
მბზინვარებისთვის შეიძლება 1/4 ჭიქა სუფთა ვაშლის ძმარი – 1 ჭიქა ცხელ წყალში გახსნათ. შეიზილოთ თმაში და გაიჩეროთ 5 წუთი თუ ეს შესაძლებელია, შემდეგ კი ჩამოიბანოთ.
შეიძლება როზმარინის ზეთის გამოყენებაც. ჩაყარეთ როზმარინი მდუღარე წყალში 10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ, შემდეგ გაწურეთ და როდესაც იდეალური ტემპერატურას მიაღწევს, თმაში შეიზილეთ.

შამპუნი კონდიციონერი ცხიმიანი თმისთვის:

1 სუფრის კოვზი სუფთა თაფლი საკვებ სოდაში დაამატეთ, მეორე სუფრის კოვზი კი ძმარში (კონდიციონერი).
მეორე ვარიანტი –  დაამატეთ 2 სუფრის კოვზი კოლოიდური ვერცხლი ძმრის კონდიციონერში.

აურიეთ კოლოიდური ვერცხლი ახალ კიტრს, ლიმონის წვენს და გამოიყენეთ ის ნატურალური კონდიციონერის სახით.
ქოქოსის ზეთი – ნატრიუმის ბიკარბონატს დაუმატეთ და დაასხით ძალიან ცხელი წყალი და აურიეთ.