Connect with us

ჯანმრთელობა

ეთერზეთები რომლებიც თვალებთან არსებულ მიმიკურ ნაოჭებს მოგაშორებთ

თვალის გარშემო არსებული კანი, ყველაზე მგრძნობიარეა.
ჩვენ, ყველას გვჭირდება იმ ნაოჭებთან ბრძოლა, რომლებიც თვალებთან გვიჩნდება. ეთერზეთები კი ბუნებრივ მეთოდს გვთავაზობენ მათგან გასათავისუფლებლად.

გვირილა

საუკუნეების მანძილზე, გვირილის ეთერზეთი სიბერესთან ბროძოლისთვი გამოიყენებოდა, ის როგორც თვალის, ასევე სახეზე არსებული ნაოჭების პროფილაქტიკისთვის გამოგადგებათ.

გვირილა კანის მგრძნობელობის დაქვეითებისა და აკნეს შემცირებისთვისაც გამოიყენება.  გვირილას მომადუნებელი სურნელი აქვს, ის ადამიანს დეპრესიასა და შფოთვასთან გამკლავებაშიც ეხმარება.

არგანის ზეთი

არგანი – ეთერზეთი მაროკოდან. ცნობილია როგორც სასწაულმოქმედი ზეთი და მას დიდი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის. მისი ანტიასაკობრივი თვისებების გამო ის აღიარებულია! ეს ეთერზეთი ამცირებს სახეზე ნაოჭების რაოდენობას, მათ შორის თვალების გარშემოც!

ყურძნის კურკები

რაც შეეხება თვალების გარშემო არსებული კანის მოვლას, ყურძნის წიბწების ზეთიც ფანტასტიურ სამუშაოს ასრულებს. ის აკავებს ტენს კანში და ამაგრებს მშრალ და ნაოჭიან კანს.
გარდა ამისა ის ხელს უშლის შრამის წარმოქმნას მისი გამაახალგაზრდავებელი ეფექტის გამო.

ლავანდის ეთერზეთი

საუკეთესო ეთერზეთი თვალებს გარშემო ნაოჭების მოსაშორებლად. მას დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ასევე აუმჯობესებს კანის ელასტიურობასა და რეგენერაციის უნარს.

რეცეფტი თვალის შრატისთვის

აიღეთ 2 ჩაის კოვზი საბაზო ზეთი (არგანი, ჟოჟობა ან ავოკადო). დაუმატეთ რამდენიმე წვეთი სტაფილოს წვენი. 1 კაფსულა ვიტამინი E – თუ 45 წელზე ნაკლების ხართ. 2 კაფსულა ვიტამინი E – თუ 45 წელს გადაცილებული ბრძანდებით. დაამატეთ 2-4 წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთი.

აურიეთ საბაზო ზეთი, სტაფილოს თესლის ზეთი და E ვიტამინის კაფსულა. დაუმატეთ თქვენი ეთერზეთი. კარგად აურიეთ და ფრთხილად დაიდეთ თვალის გარშემო. დაიტოვეთ ცოტა და ნარჩენები კი მოიშორეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.