Connect with us

ჯანმრთელობა

დღეში 2 ჭიქა ამ სასმელის დალევით წონაში დაიკლებთ და სისხლში შაქრის დონეს შეამცირებთ. მხოლოდ თესლი და მდუღარე წყალი

ყველამ იცის, რომ ჩვილებს კამის წყალს კუჭ-ნაწლავის პროფილაქტიკის მიზნით უნიშნავენ. აღმოჩნდა, რომ კამის წყალი უფროსებისთვის არა ნაკლებ სასარგებლოა!

ეს ჯადოსნური სასმელი გახდომასა და სისხლში შაქრის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ. კამის წყალი დიაბეტის შესანიშნავ პროფილაქტიკად შეგიძლიათ ჩათვალოთ. რეკომენდებულია, სასმელი რეგულარულად დალიოთ გულის უკმარისობის, ღვიძლის ციროზის და მუცლის შებერილობის დროს.

კამის პატარა თესლები შეიცავენ ეთერზეთებს, ოლეინის და ლინოლეურის მჟავებს, ფლავონოიდებს, კაროტინებს და A და C ჯგუფის ვიტამინებს. ახლა გასაგებია, თუ რატომ აქვს  ამ საშუალებას ასეთი ძლიერი მოქმედება.

კამის წყალი სახლის პირობებში

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ კამის თესლი
  • 1 ლ მდუღარე წყალი
  • თერმოსი
  • საწური

მომზადება:

  1. კამის თესლებს მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში რამდენიმე საათით დააყენეთ. თუ თერმოსი არ გაქვთ, შეგიძლიათ ქილას კაპრონის თავსახური დაახუროთ, ფოლგაში გაახვიოთ და პოლიეთილენის პაკეტში მოათავსოთ.
  2. 1 საათის შემდეგ სასმელი გადაწურეთ. დღეში 2 ჭიქა სასმელი დალიეთ: 1 ჭიქა დილით, 1 ჭიქა საღამოს.
  3. მუცლის შებერილობის და კოლიკის დროს სასმელის დოზა შეგიძლიათ დღეში 3-4 ჭიქამდე გაზარდოთ.

კამის სასმელი განსაკუთრებით სასარგებლოა ჭარბი წონის მქონე ხალხისთვის. უნიკალური ნივთიერებების შემადგენლობით კამის თესლი დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის და შიმშილის შეტევების დროს, ამასტან სისხლის შაქრის დონეს დაარეგულირებს. ასე გახდომის პროცესი დაჩქარდება და გამარტივდება.

თქვენს ახლობლებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ, თუ როგორ მოამზადონ კამის წყალი. რეცეპტი ძალიან მარტივია, მაგრამ სასმელის სარგებელი მყისიერად გამოვლინდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.