Connect with us

ჯანმრთელობა

დღეში 1 ჭიქა გაზირებულ სასმელს 6 სავალალო შედეგამდე მივყავართ. კარგად დაფიქრდით, სანამ შვილებისთვის შეიძენთ

ამ სასმლის მოხმარებიდან 20 წუთის შემდეგ, სისხლში შაქარი სწრაფად იმატებს. კიდევ 20 წუთში ღვიძლი სისხლში კიდევ უფრო მეტი შაქრის გამოდევნით რეაგირებს. დაელოდეთ 5 წუთიც და დაიწყება დოფამინის, სიამოვნების ჰორმონის ხანმოკლე გამოტყორცნაც, კიდევ 15 წუთის შემდეგ, სისხლში შაქრის დონე მკვეთრად მცირდება და თქვენ ისევ გწყურდებათ ეს მზაკვარი სასმელი.

მიხვდით, რომელ სასმელზეა საუბარი? ტკბილი გაზიანი სასმელი – მცირე სიხარულია, რომელიც ნებისმიერ დროსაა ხელმისაწვდომი. რთულია, ეს ბუშტუკებიანი წყლის დალევა აუკრძალოთ ან ბავშვს, ან საკუთარ თავს. გარდა ამისა, გემოები იმდენად მრავალფეროვანია…

სამწუხაროდ, ტკბილი გაზიანი სასმელი უწყინარი სიამოვნება არაა. ჩვენ დეტალურად გაგაცნობთ მსგავსი სახის სასმლის შემადგენლობას და მისი მოხმარების შესაძლო შედეგებს.

რას შეიცავს ტკბილი გაზიანი სასმელი

მაშ ასე, ტკბილი გაზიანი სასმელი – ესაა:

  • საშუალოდ 150 ცარიელი კკალ 1 ჭიქაში;
  • 30-55 მგ დამატებითი კოფეინი იმავე 1 ჭიქაში;
  • საღებავები(მათ შორის, დამწვარი შაქარი – კანცეროგენად აღიარებული);
  • სულფიტები, რომლებიც თავის ხშირ ტკიბილებსა და ალერგიას იწვევს;
  • ბენზოლი კონცენტრაციაში, რომელიც აღემატება საკვები პროდუქტისთვის დაწესებულ ნორმას;
  • ფოსფორის მჟავა, რომლის სიჭარბეც კალციუმის მიმოცვლის დარღვევას, კბილის პრობლემებსა და ოსტეოპოროზს გამოიწვევს;
  • დამატკბობელი ასპარტამი(“დიეტურ” სასმელში), რომლის სიჭარბეც იწვევს დიაბეტს, გულის ფუნქციონირების დარღვევას, ემოციურ აშლილობებს.
  • ნატრიუმის ბენზონატი – კონსერვანტი, რომელიც ხელს უწყობს პარკინსონის დაავადებისა და ღვიძლის ცეროზის განვითარებას.

ტკბილი გაზიანი სასმლის ზემოქმედება ორგანიზმზე

შემადგენლობაზე უბრალოდ მცირე წარმოდგენის შექმნაც საკმარისია იმისათვის, რომ გაიგოთ, რამდენად მავნეა ეს პროდუქტი ორგანიზმისთვის. თუმცა, თუ მისი მიღების შესაწყვეტად ეს სია არ კმარა, გთავაზობთ მისი მავნე გავლენების ჩამონათვალს ორგანიზმზე.

1. შინაგანი ორგანოების გაცხიმოვნება

ვისცერალური ცხიმი რამდენჯერმე უფრო საშიშია, ვიდრე ჩვეულებრივი კანქვეშა ცხიმების სიჭარბე, რამდენადაც იგი შინაგან ორგანოებს ხელს უშლის ფუნქციონირებაში. მისი მოშორება უკიდურესად რთულია, მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და ხანგრძლივ დიეტას.

2. ინსულინის მიმართ რეზისტენტულობა

სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებები აუცილებლად გამოიწვევს ინსულინის მიმართ უჯრედის რეზისტენტულობას და ტვინსა და დანაყრების ჰორმონს, ლეპტინს შორის კონტაქტის დარღვევას. ქრონიკულად დარღვეული ნივთიერებათა მიმოცვლა და სიმსუქნე – ამ პროცესის შედეგია.

3. დიაბეტი და გულის დაავადებები

200 მლ ტკბილი გაზიანი სასმლის ყოველდღიური მოხმარება დიაბეტის გაჩენის რისკს 85%-ით ზრდის. დიაბეტი, სიკვდილიანობის რაოდენობით, მეოთხე ადგილზე მყოფი დაავადებაა, ამ სიაში კი გულის დაავადებები ლიდერობს.

4. ტვინის ცხოველქმედების დარღვევა

მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ შაქრის შემცვლელი ასპარტამი აბსოლუტურად უსაფრთხოა. თუმცა, დამოუკიდებელი სამომხმარებლო კვლევებისას ჩატარებული ანალიზები საწინააღმდეგოს ამტკიცებს. შედეგებმა აჩვენა, რომ იგი ნერვული უჯრედების განადგურებას იწვევს.

5. კიბო

კარამელის საღებავი, რომელიც სასმელს ყავისფერს აძლევს, მიიღება შაქარზე მაღალი ტემპერატურით ზემოქმედების გზირთ, ამიაკთან და სულფატთან ერთად. საბოლოო პროდუქტი იწვევდა ფილტვების, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოსა და ლეიკემიას ლაბორატორიულ ვირთებში. მეცნიერებმა რამდენჯერმე მოითხოვეს კიდევაც მსგავს სასმელებზე შემდეგი სახის წარწერის გაკეთება: “მოხმარება იწვევს კიბოს”.

6. კბილების განადგურება

ჩინელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ აბსოლუტურად ყველა გაზიანი სასმელი, მათ შორის ისინიც, რომლებიც შაქარს არ შეიცავს, ანადგურებს კბილის ემალს. 100-იდან 75 სკოლის მოსწავლეს აღენიშნება კბილის ემალის საერთო ეროზია. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყველა მათგანი რეგულარულად მოიხმარს გაზიან სასმელს.

ის, თუ რა მოხდება უახლოეს მომავალში, პირდაპირაა დამოკიდებული ჩვენს ჩვევებზე. მთავარია გესმოდეთ და გახსოვდეთ, რომ ბევრი ჩვევა, კერძოდ, გაზიანი სასმლის მოხმარება, აახლოვებს სიკვდილს.

ჩვეულებრივი წყალი წყურვილის მოკვლის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, თუ მაინც ვერ ამბობთ მკვეთრ გემოზე უარს, მოამზადეთ ლიმონათი მინერალური წყლის, ლიმონისა და პიტნისგან. იყავით ჯანმრთელი და არ დაგავიწყდეთ ამ სასარგებლო ინფორმაციის გაზიარება მეგობრისთვის.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.