Connect with us

საკითხავი

დიეტოლოგებმა დაასახელეს დესერტი, რომელიც შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ და არ გასუქდეთ

ერთი წესი არსებობს: დიეტის დროს ტკბილეულის მიღება აკრძალულია. მაგრამ ნებისმიერ წესს გამონაკლისი აქვს.

როცა მხოლოდ ახალ, უგემოვნო საჭმელს ჭამთ, დიეტის დაცვა სულ უფრო და უფრო გიჭირთ. თქვენ მუდმივად გემრიელ კერძებზე ფიქრს იწყებთ.

დიეტოლოგების თქმით, დესერტზე სრულად უარის თქმა არ ღირს – საკმარისია სწორად შეარჩიოთ.

მთავარი წესი – დაბალი შაქარის შემცველი დესერტი აირჩიეთ. მაგალითად, მუქი შოკოლადი.

ის ინსულინის დონის სწრაფ ცვლილებას არ იწვევს და კიდევ უფრო მეტი ტკბილეულის ჭამის სურვილი არ შეგაწუხებთ.

მწარე შოკოლადი რძიანთან შედარებით უფრო ნაკლებ შაქარს, მაგრამ უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან.

მუქ შოკოლადს ბევრი უპირატესობა აქვს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროფილაქტიკა, კარგი ქოლესტერინის დონის მომატება და არტერიული წნევის შემცირება.

ასეთივე წესი რეცეპტებსაც ეხება – რძიანი შოკოლადი მუქით ჩაანაცვლეთ.

ოპტიმალური ვარიანტია – შოკოლადი კაკაოს 65% ან მეტი შემცველობით.

ასეთ შემთხვევაშიც კი მთელი ფილა შოკოლადის ჭამა ცუდი გადაწყვეტილებაა. შეგიძლიათ დღეში რამდენიმე კვადრატი შოკოლადი მიირთვათ.

დიეტის დროს თავს რომელი ტკბილეულით ინებივრებთ?