Connect with us

კულინარია

დიასახლისმა ლიმონი ჩაჭრა და მარილით გაავსო. შედეგის ნახვის შემდეგ მეც ასე გავაკეთე

მარილიანი ლიმონი ხმელთაშუა ზღვისპირეთის სამზარეულოს აუცილებელი ელემენტია. მათ, ვისაც ცხელ ქვეყნებში არაერთხელ უმოგზაურია, ეს დანამატი თითქმის ყველა ხორციან კერძში უნახავს. თუ პიკანტურ სალათებსა და დახვეწილ გარნირებზე ექსპერიმენტების ჩატარება გიყვართ, ეს სტატია თქვენთვისაა!

მარილიანი ლიმონის მომზადების 2 მეთოდი არსებობს: სანელებლებით და მის გარეშე. საკუთარი გემოვნებით აირჩიეთ და მომზადებას სწრაფად შეუდექით!

ლიმონი მარილით

ინგრედიენტები:

  • 8 ლიმონი
  • 150 გრ ზღვის მარილი
  • ¾ ჩ/კ დაფქული ილი
  • 3 ჩ/კ დაფქული ქინძი
  • 2 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 2 ჩ/კ დიდი კამის თესლი
  • 1 დაფნის ფოთოლი

მომზადება:

1. ლიმონი ჯაგრისით კარგად გარეცხეთ და თითოეული ნაყოფზე 2 პარალელური ჩანაჭერი გააკეთეთ.

2. თითოეული ჩანაჭერი 1 ჩაის კოვზი მარილით გაავსეთ. შემდეგ ლიმონი სტერილურ მინის ქილაში კარგად ჩატუმბეთ.

3. ლიმონს ზღვის მარილი დააყარეთ: 1 ჩაის კოვზი 4 ლიმონზე. მომზადების ამ ეტაპზე ქილაში სანელებლები ჩაყარეთ, თუ რეცეპტს მათი დამატებით ამზადებთ.

4. ქილას თავსახური დაახურეთ და ლიმონი ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.

5. 3 დღეში ქილა გახსენით და ლიმონი მაქსიმალურად ჩატუმბეთ ისე, რომ წვენმა ის სრულად დაფაროს.

ერთ თვეში ლიმონი მზად იქნება! სანამ მრავალფეროვან კერძებს დაუმატებთ, ციტრუსი აუცილებლად წყალში უნდა გარეცხოთ.

ეს შესანიშნავი რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.