Connect with us

საკითხავი

დედა მატრონას რჩევები და სწავლება ქრისტიანებს, რომლებიც ცხოვრების რადიკალურად გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ

ყოველდღე წმინდა ვედენსკის კუნძულოვანი მონასტრის ეზოში ასობით მორწმუნე გროვდება, რომლებიც აქ წმინდა მატრონას გასახსენებლად და პატივსაცემად მოდიან. ის ამბობდა, რომ მასთან მოსულიყვნენ, როგორც ცოცხალთან, და ქრისტიანები ამ მითითებას იცავენ. თითოეული „სტუმარი“ საკუთარი პრობლემით და გაჭირვებით მოდის და გულწრფელად დახმარების იმედი აქვს.

აი, რამდენიმე რჩევა წმინდა მატრონასგან მორწმუნეებს:

ადამიანებმა, რომელთაც ხშირად კოშმარები ესიზმრებათ, ამაზე საერთოდ არ უნდა ინერვიულონ. ეშმაკი გიგზავნით მათ, რომ შეცდომაში შეგიყვანოთ, გონება როგორღაც დაგიბინდოთ და ხელი შეგიშალოთ. უბრალოდ, ასეთი მოვლენა უგულებელყავით.

დედა მატრონას ხშირად სთხოვდნენ რჩევას უსარგებლო ნერვიულობის და თავშეკავების უუნარობის საკითხზე. ის ყველას პასუხობდა: უბრალოდ ემოციების გაკონტროლება უნდა შეძლოთ.  ომში თითქოს ეს ყველაფერი არაა? უბრალოდ მოთმინება უნდა ისწავლოთ.

მატრონა ცალკე ყურადღებას ჯადოქრობას და სხვადასხვა მკითხაობას უთმობდა. წმინდანი ამბობდა, რომ ვერ იპოვის გამოსავალს ის, ვინც ნებაყოფლობით ეშმაკთან კავშირში შევა.

მათ დახმარება არასდროს უნდა სთხოვოთ. ისინი გარეგნულ უსიამოვნებებს მოაგვარებენ, მაგრამ ეს თქვენს სულს ზიანს მოუტანს.

ჯვარი ხშირად უნდა გადაიწეროთ. ჯვარი ძლიერ ციხესიმაგრეს ჰგავს, რომელსაც თქვენი დაცვა შეუძლია.

ლოცვა არ დაგავიწყდეთ. შემთხვევითი სიკვდილიც მაშინ მოდის, როცა ადამიანი თავის ცხოვრებას ულოცველად ატარებს. დაბადებიდან ჩვენს მხრებზე ანგელოზი და დემონი ზის. თითოეულს თავისი წიგნი აქვს. ერთ წიგნში ჩვენი ცოდვები ფიქსირდება, მეორეში კი კეთილი საქმეები.

როცა ეკლესიაში ლოცულობთ, კონცენტრირება სცადეთ, სხვა ადამიანებს არ ეკონტაქტოთ. სჯობს დახუჭული თვალებით ილოცოთ ან საჭირო წმინდანის ხატს უყუროთ.

როცა ქრისტიანები ეკითხებოდნენ, საჭიროა თუ არა ექიმთან სიარული, წმინდა მატრონა დადებითად პასუხობდა. ჩვენი სხეული ჩვენი სულის ერთგვარი სახლია და მას მუდმივად რემონტი სჭირდება, ამიტომ მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია.

იმ დროს, როცა გგონიათ რომ არაფერი გიშველით, მატრონა ღმერთის იმედის ქონას გირჩევთ, რომელიც ყველაფერს თავის ადგილას თავად მიუჩენს. როგორც მშობლები ბავშვებს ციგით ასეირნებენ, ასევე ყოვლისშემძლე მორწმუნეს ცხოვრების გზაზე ატარებს.