Connect with us

თავის მოვლა

დედაჩემი 58 წლის ასაკში 40 წლისას გავს. ახალგაზრდობის საიდუმლო – სასწაულმოქმედი ნიღაბი!

დედაჩემი 58 წლის არის მაგრამ, 40 წლისას გავს. მისი ახალგაზრდობის საიდუმლო რეცეფტი კი განსაკუთრებულ ნიღაბშია, რომლის რეცეპტიც ჩვენს ოჯახში თაობიდან – თაობას გადაეცემა. მისი ინგრედიენტები იმდენად უბრალოა, რომ ნებისმიერ დიასახლისს მოეპოვება, ამასთანავე, პროცედურა ძალიან ცოტა დროს მოითხოვს, მისი შედეგი კი ნამდვილად მოგნუსხავთ და გაგაოცებთ!

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი 40 წელს გადაცილებულთათვის

როდესაც კანი კარგ მდგომარეობაშია, ის მბზინვარე და მიმზიდველია, იმისთვის, რომ ასეთი მდგომარეობა შეინარჩუნოთ, თქვენი სახე პერიოდულად ნიღბებით უნდა გაანებივროთ. სილამაზის ეს საშუალება სახლის პირობებშიც იოლი მოსამზადებელია, ყველა ინგრედიენტი ძალიან სასარგებლოა და ამასთანავე ნატურალურიც. უბრალოდ ნუ დაიზარებთ და მიყევით მოცემულ ინსტრუქციას!

დაგჭირდებათ:

  • 1 ლიმონი
  • 5 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი

მომზადების წესი:

დაჭერით ლიმონი, წვენი სუფთა და მოსახერხებელ ჭურჭელში გადაასხით. შემდეგ წვენი – შვრიის ფანტელებს შეერიეთ. ურიეთ ერთგვაროვანი, ბლანტი მასის მიღებამდე.

გამოყენების წესი:

მიღებული მასა სახეზე მაკიაჟის ფუნჯის მეშვეობით დაიდეთ. იმისთვის, რომ სახის კანი დაატენიანოთ და გააახალგაზრდავოთ, ნიღაბი გასუფთავებულ სახეზე, დაძინებამდე 20 წუთით ადრე უნდა დაიდოთ, მოარიდეთ თვალის გარშემო არეს. სასურველია ნიღაბი კვირაში ორჯერ გაიკეთეთ.

თუ ნიღბის გამოყენებას დღის განმავლობაში გადაწყვეტთ, იზრუნეთ იმაზე, რომ კანი მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ აღარ მოხვდეს. ამისთვის მზისგან დამცავი ან ტონალური კრემი გამოიყენეთ.

ასევე მსურს კიდევ ერთი, არაჩვეულებრივი რეცეპტი გაგიზიაროთ, რომელიც შვრიის ფანტელითა და თაფლით მზადდება. შვრია არაჩვეულებრივად აწყნარებს და კვებავს კანს!

სახის ნიღაბი შვრიით, თაფლითა და რძით

დაგჭირდებათ:

  • 5 სუფრის კოვზი შვრია
  • 1 სუფრის კოვზი რძე
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი მდურარე წყალი

მომზადების წესი:

დაასხით შვრიას რძე, მდურარე წყალი და დაელოდეთ როდის დარბილდება. შემდეგ დაუმატეთ თაფლი და ყველაფერს კარგად მოურიეთ, რათა მასას ერთგვაროვანი გახდეს.

გამოყენების წესი:

ნიღაბი გაწმენდილ სახის კანზე დაიდეთ – კოსმეტიკური ფუნჯით ან ღრუბლით, მოერიდეთ თვალების არეს. ეს ნიღაბნი სახეზე 10 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ სახის ფერთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ და კანის დატენიანება გესაჭიროებათ, ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა! ასეთი ნიღაბი ამშვიდებს, ატენიანებს და აახლებს კანს!

გარდა გამაახალგაზრდავებელი ეფექტისა, მოცემული ნიღბები სახიდან არასასურველ ლაქებს მოგაშორებთ. დაინახავთ, რომ თქვენი კანის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

როგორც კოკო შანელი ამბობდა: “20 წლის ასაკში ის სახე გაქვთ – რომელიც ბუნებამ მოგცათ; 30 წლის ასაკში – სახე რომელიც ცხოვრებამ გამოძერწა, ხოლო 50 წლის ასაკში – გაქვთ სახე რომელიც თავად დაიმსახურეთ”. გიყვარდეთ საკუთარი თავი და ნუ დაგეზარებათ მისთვის დღეში თუნდაც 20 წუთის დათმობა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.