Connect with us

სხვა

დედამ სამი იდენტური ტყუპი გააჩინა: ამის შანსი 200 მილიონიდან ერთია

ინგლისელ ბეკი-ჯოს უკვე ყავს პატარა გოგონა – ინდიანა, ამიტომ, როდესაც გულისრევები დაეწყო, მიხვდა, რომ კვლავ ორსულად არის. თუმცა, მან არ იცოდა როგორი სიურპრიზი ელოდა.

“ძლიერი გულისრევები და თავის ტკივილები მქონდა, ამიტომ ექოსკოპიაზე ჩავეწერე და გავიგე, რომ სამ ტყუპზე ვარ ორსულად” – ამბობს ბეკი-ჯო. – “ეს ყველაზე დიდი შოკი იყო ჩემს ცხოვრებაში!”

ორსულობის 31-ე კვირას, ბეკი-ჯო სამშობიაროში გადაიყვანეს, მოვიდა მშობიარობის დრო. მაგრამ, როკო, რომანი და როჰანი ძალიან სუსტები დაიბადნენ.

ბეკი-ჯო: “დაბადებისას როკო 1,5 კილოს იწონიდა, რომანი – 1,53-ს, ხოლო როჰანი კი – 1,6 კილოს”

ჩვილები სასწრაფოდ სარეანიმაციო განყოფილებაში გადაიყვანეს. იქ მათ სახლში, დედასთან გაშვებამდე – 3 გრძელი კვირა გაატარეს. სასუნთქი აპარატის მილებისა და წვეთოვნების მოხსნის შემდეგ, დედამ როგორც იქნა შეძლო თავისი პატარების სახის დანახვა.

სამივე ბიჭი აბსოლუტურად იდენტურად გამოიყურებოდა!

სამი იდენტური ტყუპის გაჩენის ალბათობა 1:60 000-დან 1: 200 000 000-მდეა. ბეკი-ჯოს ტყუპები, ყველაზე პატარები არიან, დიდი ბრიტანეთში ბუნებრივი გზით გაჩენილ ტყუპებს შორის.

ბეკი-ჯო ვერ იჯერებდა, რომ იდენტური ტყუპები გააჩინა, ამიტომ ბიჭების დეენემი ლაბორატორიაში გაგზავნა. შედეგებმა დაამტკიცეს, რომ ბეკის ნამდვილად იდენტური ტყუპები ყავდა.

” ანალიზის პასუხი ძალიან გამიკვირდა, ვფიქრობდი, რომ განსხვავებულები იქნებოდნენ, თუმცა მეორეს მხრივ, მე ერთადერთი ვარ ვინც მათ ერთმანეთისგან ანსხვავებს”.

მიუხედავად ბიჭების იდენტურობისა, დედა მათ უპრობლემოდ არჩევს:

“როჰანი ძალიან ხმაურიანია და სულ ყვირის. როკო ჩვეულებრივ წყნარია, თუმცა ზოგჯერ ისიც ხმაურობს.  რომანი ხშირად წუწუნებს და გაყოფა არ უყვარს. ისინი მუდმივად ერთსა და იმავე სათამაშოსკენ მიცოცავენ და ცდილობენ სხვებზე ადრე ჩაიგდონ ხელში.
ინდიანას ძალიან უყვარს ძმები და საერთოდ არ ეჭვიანობს.”

სამი ბავშვის მოვლა – იოლი არ არის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ბეკის პატარა გოგონაც ყავს. მაგრამ, ბეკის 17 წლის დაც ყავს, რომელიც მის დასახმარებლად თითქმის ყოველ საღამოს მიდის.

ტყუპებს კვირაში დაახლოებით 130 პამპერსი და ოთხი შეკვრა სველი ხელსახოცი ჭირდებათ. ბავშვთა კვების ერთი შეკვრა კი ზუსტად 2 დღე ყოფნით, სარეცხი დარეცხვას დღეში სამჯერ საჭიროებს.

ტყუპების გაჩენამდე ბეკი-ჯო სამშობიაროს ექთნობაზე ოცნებობდა და მიუხედავად იმისა, რომ მას ამ გეგმის დროებით გადაწევა მოუწია, ტყუპების გაჩენის შემდეგ მას უფრო მეტად სურს ამ ოცნების ასრულება.