Connect with us

ჯანმრთელობა

დამტკიცებულია: ეს პროდუქტები ამცირებს გლაუკომისა და მხედველობის დაკარგვის რისკს

2016 წელს -ში გამოქვეყნებული კვლევის მსვლელობისას შესწავლილ იქნა ურთიერთკავშირი დიეტური ნიტრატების მომხმარებლებსა და პირველად ღიაკუთხოვან გლაუკომას შორის. მკვლევარები დაინტერესდნენ ნიტრატების დიეტური მოხმარებით, რამდენადაც ესაა აზოტის ოქსიდის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც სისხლის ცირკულაციისა და გლაუკომის მკურნალობისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს.

კვლევაში გამოყენებულ იქნა ორი კვლევის მონაცემები, მათში მონაწილეობა 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მკვლევარებმა შეაფასეს კავშირი დიეტური ნიტრატების მოხმარებას შორის(მონაწილეთა თქმით). ასევე, შეაფასეს ისიც, დაუდგინდათ თუ არა ამ ადამიანებს გლაუკომას დიაგნოზი 25-წლიანი კვლევის განმავლობაში.

კვლევაში განიხილეს კვების პროდუქტთა 4 ჯგუფი: მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ყვავილოვანი ბოსტნეული, ფესვნაყოფიანები და პომიდვრის პროდუქტები.

კვლევამ აჩვენა, რომ ჯგუფს, ყველაზე მაღალი დიეტური მოხმარებით(240მგ/დღეში), 21%-ით შეუმცირდა გლაუკომას განვითარების რისკი, ხოლო მხედველობის ნაადრევი დაკარგვის რისკი – 44%-ით.

ეს ერთადერთი კვლევა არაა, რომელმაც მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის მნიშვნელობა გამოავლინა გლაუკომის რისკის შემცირებაში. იმ ქალების ფართომასშტაბური კვლევის ფარგლებში, რომლებიც კვირაში არანაკლებ 1 ულუფა მწვანე კომბოსტოსა და სხვა მწვანილებს მიირთმევდნენ, დადგინდა, რომ ამ უკანასკნელებში გლაუკომას გაჩენის რისკი 69%-ით დაბალი იყო მათთან შედარებით, ვინც კვირაში ერთ ულუფაზე ნაკლებ ბოსტნეულს მიირთმევდა. ასევე, გლაუკომას გაჩენის რისკი შეამცირა ატმისა და სტაფილოს მოხმარებამაც.

A, C ვიტამინებისა და კაროტინოიდების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტის მოხმარება, ხანში შესულ ქალებში, ასევე, ჩაითვალა გლაუკომას პროფილაქტიკად.

ბოსტნეულის მოხმარება მნიშვნელოვანია თქვენი საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. დიეტაში ნებისმიერი ელემენტის რაოდენობის გაზრდამ(მაგ. მხოლოდ რუკოლას მოხმარებამ) შეიძლება გადააჭარბოს ნიტრატების მოხმარების რეკომენდებულ დღიურ ზღვარს. ამიტომ, კარგი რეკომენდაციაა – უბრალოდ მიირთვით სხვადასხვა მწვანე ბოსტნეული დაბალანსებული დიეტის მისაღებად.

ბოსტნეულის კლასიფიკაცია ბუნებრივი ნიტრატების შემცველობის მიხედვით:

  • ძალიან მაღალი: ნიახური, კრეს-სალათი, სალათი, წითელი ჭარხალი, ისპანახი და რუკოლა;
  • მაღალი: ნიახური, პეკინური კომბოსტო, მუხუდო, კოლრაბი, ხახვი-პორეი და ოხრახუში;
  • ზომიერი: კომბოსტო, კამა, თალგამი და მწვანე კომბოსტო;
  • დაბალი: ბროკოლი, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, კიტრი, გოგრა და ვარდკაჭკაჭა;
  • ძალიან დაბალი: არტიშოკი, სატაცური, ლობიო, ბადრიჯანი, ნიორი, ხახვი, მწვანე ლობიო, ბარდა, წიწაკა, კარტოფილი, გოგრა, ბატატი და პომიდორი, ასევე, სოკოებიც.