Connect with us

ჯანმრთელობა

დავლიოთ თუ წავისვათ? 5 მითი კოლაგენის შესახებ, რომლისაც გვჯერა

კოლაგენი გვხვდება ყველგან – კოსმეტიკაში, ბადებში, შამპუნებში, რომელი ავირჩიოთ და რომელი გადავდოთ?

ჩვენ უკვე ავტომატურად ვკითხულობთ კრემის ეტიკეტზე „ააქტიურებს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას“ და სადღაც ქვეცნობიერ დონეზე ვხვდებით, რომ ეს ძალიან სასარგებლოა. მაგრამ რა ვიცით კოლაგენის შესახებ? საკმარისია ეს ცოდნა, რომ მარკეტოლოგს ბრმად ვენდოთ და ზღვის კოლაგენი საკვები დანამატის სახით მივიღოთ? ჩვენ გამოვავლინეთ 5 ყველაზე გავრცელებული მითი კოლაგენის შესახებ.

რა არის კოლაგენი? ეს ცილაა, რომელიც შემაერთებელი ქსოვილების შემადგენლობაში შედის. ორგანიზმში კანის ელასტიკურობასა და სიმკვრივეზე არის პასუხისმგებელი.

მითი 1: თუ კანზე სათანადოდ ვზრუნავ, ვიტამინების დალევა საჭირო არაა

ჩვენი კანი შედგება 3 ფენისგან: გარე ეპიდერმისი, დერმა და უფრო ღრმა ჰიპოდერმა. ყველაზე ძვირადღირებული კრემიც მხოლოდ ზედაპირულ დონეზე მოქმედებს და დერმამდე მიღწევა არ შეუძლია. ნებისმიერი საშუალება, რომელსაც გარედან ისვამთ, სახის ფერს აუმჯობესებს, წვრილ ნაოჭებს აქრობს და კანის ზედაპირს ატენიანებს. სიმკვრივის, ლამაზი ოვალის შესანარჩუნებლად და ღრმა ნაოჭების გასაქრობად დერმის დონეზე უნდა იმუშაოთ. დანამატებში შემავალი ჰიდროლიზირებული კოლაგენი დერმისკენ მიემართება, სადაც ჩვენი საკუთარი კოლაგენი იწარმოება და აქ თავის განვითარებას აგრძელებს. ნებისმიერი კოლაგენის საკმარისი რაოდენობა კანის მდგომარეობას აუმჯობესებს, მის ელასტიკურობას ზრდის და სახის ფერს შიგნიდან აახლებს.

მითი 2: კოლაგენს ორგანიზმი თავად აწარმოებს და დამატებით მისი მიღება აუცილებელი არაა

დიახ, კოლაგენი, ჩვენს ორგანიზმში იწარმოება. ჩვენი სხეულის ცილების 25-35% კოლაგენია. ეს შესანიშნავი კომპონენტია, რომელიც ძვლების, სახსრების მყესების და კანის ჯანმრთელობას მხარს უჭერს. 20 წლის შემდეგ მისი წარმოება ყოველწლიურად მცირდება. კოლაგენის ნორმალური წარმოება ხელს უშლის ცუდ ჩვევებს, მოწევას, ალკოჰოლს, სტრესს და ძილის უკმარისობას. სიტყვაზე, ზრდასრული ცხოვრების ყველა სიამოვნება, რომლის გაკონტროლებაც რთულია. 50 წლისას წარმოებული კოლაგენის რაოდენობა 2-ჯერ მცირდება. კანი მნიშვნელოვნად იწელება და ელასტიკურობას კარგავს. მსოფლიოში ჩატარებული ათობით კვლევა ამტკიცებს, რომ ქალები, რომლებიც კოლაგენს იღებენ, ახალგაზრდობას იხანგრძლივებენ და ღრმა ნაოჭებს ნაკლებად უჩივიან.

მითი 3: კოლაგენი ბადებში მხოლოდ კანისთვის არის საჭირო

ნებისმიერი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი სისხლში მოხვედრისას მთელ ორგანიზმზე გავლენას ახდენს. ასე ჰიდროლიზირებული კოლაგენი არა მხოლოდ კანს აუმჯობესებს. კოლაგენში შემავალი ამინომჟავები თმის სილამაზეც არიან პასუხისმგებელნი. კოლაგენი იმავე პრინციპით მოქმედებს, როგორც ნაოჭებთან. ის თმას ტენით ავსებს, მის სტრუქტურაში აღწევს, მას უფრო მკვრივს და ჯანმრთელს ხდის. კოლაგენი თმის მთავარი საშენი მასალის კერატინის წარმოებას ხელს უწყობს. ამასთან, კოლაგენი ფრჩხილებს, ძვლებს და მყესებს აძლიერებს.

მითი 4: კოლაგენი შიგნით ხვდება და მომენტალურად მოქმედებს

ბევრი საკვებ დანამატს შაკიკის აბებად აღიქვამს: მიიღო, წყალი მიაყოლა და რამდენიმე წუთში ყველაფერი კარგადაა. უნდა გახსოვდეთ, რომ საკვები დანამატი სამკურნალო საშუალება არაა და მისი მოქმედება სამედიცინო აბებისგან განსხვავდება. კოლაგენი დროს მოითხოვს, რომ პროცესი გააქტიურდეს, წარმოება და ათვისება მოაწესრიგოს. საშუალოდ, ხარისხიანი შედეგის დასანახად საკვები დანამატი 6 კვირა უნდა მიიღოთ. პირველ შედეგს უკვე მესამე კვირას დაინახავთ – დატენიანებული კანი, უფრო თანაბარი სახის ფერი. აი, ნაოჭების გასწორებას და სიმკრივეს უნდა დაელოდოთ.

მითი 5: ყველა კოლაგენი ერთნაირია

ეს ასე არაა, უფრო სწორად, საერთოდ არაა. რწმუნება, რომ ყველა კოლაგენი ერთნაირია, იგივეა ირწმუნებოდეთ, რომ სახის კრემი და შრატი ერთნაირად მოქმედებს. საკვებ დანამატებში კოლაგენს სამი წყაროდან იღებენ: ღორის, ძროხის და თევზის წყაროდან. ამ სამი სახეობის მთავარი განსხვავება ათვისების სისწრაფეა. დამტკიცებულია, ზღვის კოლაგენის (თევზიდან მიღებული) ათვისება 1,5–ჯერ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე სხვა სახეობის, მაგრამ ეს ჰიდროლიზირებული კოლაგენის მოლეკულურ წონაზე გავლენას ახდენს. თევზთან შემთხვევაში მოლეკულები უფრო ნაკლებია, ისინი უჯრედებში სწრაფად აღწევენ და კანის სასარგებლოდ მოქმედებას სწრაფად იწყებენ.

კიდევ რამდენიმე ფაქტი კოლაგენის შესახებ

უდაოდ, შეიძლება დავასკვნათ, რომ კოლაგენი სასარგებლოა, თუმცა მეცნიერები ამ მნიშვნელოვან საკითხზე არა ერთი წელია კამათობენ. ჩვენი ორგანიზმი ძალიან ჭკვიანი სისტემაა, რომელიც ჯანმრთელობას ესთეტიკურ პრობლემებზე წინ აყენებს. დიდი ალბათობით, საკვები დანამატებიდან მიღებული კოლაგენი მიმართული იქნება არა ნაოჭების გაქრობაზე, რომელსაც ორგანიზმი ბიოლოგიურ ნორმად მიიჩნევს. ასაკთან ერთად კოლაგენი მცირდება და ეს ძვლების მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. დიდი ალბათობით, საკვები დანამატი სწორედ მათ აღსადგენად იქნება მიმართული. პრინციპში, ცუდი ესეც არაა. თუმცა ეს დამტკიცებული არაა და კვლავ სადავო რჩება. მეცნიერთა მეორე ბანაკი ირწმუნება, რომ კოლაგენს საკმარისი რაოდენობით მიღებისას შეუძლია როგორც ჩონჩხის, ასევე კანის მხარდაჭერა, ნაოჭების გასწორება და ახალგაზრდობის გახანგრძლივება.

მაქსიმალური ეფექტისთვის მხოლოდ ერთი კოლაგენის მიღება საკმარისი არაა. კვლევამ დაადასტურა, რომ კოლაგენი D ვიტამინის დეფიციტის დროს პრაქტიკულად არ აითვისება. კოლაგენი შეიძლება წლები დალიოთ, მაგრამ ეფექტი D ვიტამინის დეფიციტის გამო ვერ დაინახოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.