Connect with us

ჯანმრთელობა

დაავადების სუნი. რისი სუნი აქვს სხეულს ამა თუ იმ პათოლოგიის დროს

ადამიანის სხეულს მკვეთრად გამოხატული სუნი არ აქვს. გარკვეული არომატი საოფლე ჯირკვლების აქტიური მოქმედების, ჰიგიენის დაუცველობის ან ინფექციის გამო ჩნდება.

როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, ადამიანები მეორე ნახევარს სწორედ სხეულის სუნით ირჩევენ. ითვლება, რომ ყნოსვა შესაფერისი გენების მქონე პარტნიორის შერჩევაში გვეხმარება. ადამიანი ხომ ფერომონებს გამოყოფს: ნივთიერება, რომელიც საპირისპირო სქესის ინტერესს იწვევს.

ზოგჯერ სხეულის ესა თუ ის სუნი უბედურების სიგნალად უნდა აღიქვათ. ის შეიძლება საკმაოდ სერიოზულ დაავადებაზე განიშნებდეთ. ექიმები ირწმუნებიან, რომ ზოგიერთ დაავადებას საკუთარი „არომატი“ ახასიათებს. როგორი სუნი აქვს დაავადებებს და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახალი სუნის გაჩენის დროს.

ყნოსვის დატესტვა

ექიმებმა უკვე დიდი ხნის წინ დაიწყეს ადამიანიდან წამოსული უსიამოვნო არომატის გამოყენება, როგორც სხვადასხვა დაავადების პირველი დიაგნოზი. აუტანელი ქარვის სუნი აშკარა სიგნალია, რომ ნივთიერებათა პროცესები დარღვეულია. ეს ხშირად ამა თუ იმ პათოლოგიის ფონზე ვითარდება.

ბაქტერიები, რომლებიც კანზე სახლდებიან და „ჯანსაღ“ კოლონიებს ანადგურებენ, ხოლო ახალ ნარჩენ პროდუქტებს სულ სხვანაირი სუნი აქვთ.

აცეტონის სუნი აქვთ?

თუ ოფლს აცეტონის სუნი აქვს, სჯობს შემდეგი პათოლოგიების არსებობა შეამოწმოთ:

  • სხვადასხვა ენდოკრინოლოგიური პათოლოგია, რომელიც შაქრიან დიაბეტს უკავშირდება
  • საჭმლის მომნელებელ სისტემის პრობლემები;
  • ღვიძლის და თირკმლის მუშაობის დარღვევა;
  • მიკრობებით, ბაქტერიებით და ვირუსებით დაინფიცირება;

ეს ყველაფერი ორგანიზმის დისბალანსს იწვევს, რის გამოც საერთო დისფუნქცია აღინიშნება. ამასთან უნდა გახსოვდეთ, რომ შაქრიანი დიაბეტი სხეულზე აცეტონის სუნის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ამას ადამიანში ინსულინის უკმარისობის განვითარებას უკავშირებენ. გლუკოზა ცუდად დაშლას იწყებს, ხოლო მისი ჭარბი რაოდენობა სისხლის შემადგენლობის და ნივთიერებათა ცვლის გაუარესების მიზეზი ხდება: ამის გამო ორგანიზმში კეტონური სხეულების რაოდენობა იზრდება.

ჭარბ რაოდენობას ორგანიზმი აქტიურად გამოდევნის, მათ შორის ოფლთან ერთად: აქედან მკვეთრი აცეტონის სუნი ჩნდება. უნდა გესმოდეთ, რომ ასეთი მდგომარეობა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას უკავშირდება და ხშირად მოახლოებულ დიაბეტურ კომაზე მიგანიშნებთ.

აცეტონის სუნი შეიძლება თირკმლების მუშაობის დარღვევის დროს შენიშნოთ. ამ შემთხვევაში დამახასიათებელი „არომატის“ გარდა ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შეშუპება, შარდვის პრობლემები, ტკივილი წელის არეში, წნევის გაზრდა, აცეტონის სუნი პირის ღრუში.

თუ კანზე აცეტონის სუნს მადის შენარჩუნებით წონის უეცარი კლება, გაღიზიანება და უძილობა ახლავს, ეს ფარისებრი ჯირკვლის დარღვევაზე საუბრობს.

კატის სუნი

ზოგჯერ ადამიანს კატის განავლის სუნი ასდის. ამ შემთხვევაში ორგანიზმი შესაძლო პრობლემებზე მიგანიშნებთ. მაგალითად, შარდოვანას სუნი ჩნდება შემდეგი პრობლემების დროს:

  • თირკმლის და ღვიძლის დაავადებები
  • ენდოკრინული სისტემის პათოლოგია და ვეგეტაციური დისტონია
  • ტუბერკულოზი
  • სიმსუქნე
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევა

ასეთი „არომატის“ ყველაზე გავრცელებული მიზეზი თირკმლის პრობლემებია. მისი მუშაობის დარღვევაზე მთელი ორგანიზმი მტკივნეულად რეაგირებს. უნდა გესმოდეთ, რომ შარდოვანას სუნი ამ შემთხვევაში უფრო ძლიერი იქნება და სხვადასხვა საშუალებებით (მაგალითად, დეზოდორანტი) მასთან გამკლავებას ვერ შეძლებთ.

პრობლემის განვითარებას იწვევს ის, რომ ცილების ნარჩენი პროდუქტები ცხიმოვანი ჯირკვლებიდან გამოდის. ექიმები ამ შემთხვევაში ურიციდოზზე საუბრობენ, რაც შეიძლება ქრონიკული ნეფრიტის, პიელონეფრიტის და ურემიის შედეგი იყოს.

ძმრის სუნი

ადამიანის ოფლს ზოგჯერ ძმრის სუნი აქვს. აქ უნდა გახსოვდეთ, რომ მსგავსი სიმპტომის გაჩენას ძლიერი ოფლდენა ახლავს. ასეთი პრობლემის განვითარების მიზეზებს შორისაა:

  • ენდოკრინული სისტემის დარღვევა
  • D და B ვიტამინების დეფიციტი
  • ფილტვების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები
  • მასტოპათია

თუ ენდოკრინული სისტემის დარღვევაზე ვსაუბრობთ, ორგანიზმში შეიძლება იოდის დეფიციტი აღინიშნებოდეს. ეს დაუყონებლივ უსიამოვნო სუნს გამოიწვევს. ძმრის სუნით ტუბერკულოზის გამოცნობა შესაძლებელია, რადგან ამ დროში ისეთი სიმპტომებიც გამოვლინდება, როგორიცაა გამოხატული ხველა, დაღლილობა, სისუსტე და გაზრდილი ტემპერატურა. ქალებმა ასეთი სუნი უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ: ის შეიძლება მკერდის სერიოზულ პრობლემაზე საუბრობს.

სხვა ვარიანტები

როგორც კი სხეულის სუნი შეიცვლება და რაღაც აუტანელი გახდება, ექიმს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ. სხვადასხვა სუნი სხვადასხვა პათოლოგიაზე საუბრობს და ზოგიერთი მათგანის გამოცნობა საკმაოდ რთულია.

  • სხეულის სუნი და შესაძლო დაავადებები
  • თევზის – ნივთიერებათა ცვლის პრობლემები
  • ლპობის ან მოტკბო – დიფტერია
  • ცხვრის ბეწვის (სველი) – თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობის დარღვევა
  • გოგირდწყალბადის – წყლული, დისპეფსია
  • დამპალი ხორცის – ონკოლოგიური პრობლემები
  • სიბერის სუნის – ჰორმონალურ ფონთან დაკავშირებული პრობლემები
  • მწიფე ვაშლის – ჰიპოგლიკემიური კომის წინა მდგომარეობა (საჭიროა დაუყონებლივი ჰოსპიტალიზაცია)