Connect with us

ჯანმრთელობა

გულისცემა და ტაქიკარდია მენოპაუზის დროს: მიზეზები და პროფილაქტიკის საშუალებები

მენოპაუზას თან ახლავს სხვადასხვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ცვლილებები. საკვერცხეების ფუნქციის შეწყვეტის შედეგად შეიძლება განვითარდეს პათოლოგიური გადახრები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და მკურნალობასაც მოითხოვს.

მენოპაუზა 45-55 წლებს შორის დგება, საშუალოდ. დადგომის ასაკი კი რასის, ქვეყნის, პირადი და საოჯახო ისტორიის მიხედვით მერყეობს.

ამ პერიოდისთვის ძირითადი მახასიათებელია საკვერცხეების ფუნქციის შეწყვეტა. შედეგად გვაქვს ჰორმონალური ეფექტები, რომლებიც იწვევს ორგანულ ცვლილებებს გულ-სისხლძარღვთა დონეზე.

გულისცემის გახშირების მიზეზი მენოპაუზის დროს

ესტროგენები გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის დამცავ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, მენოპაუზის სტადიაში, ამ ჰორმონების არარსებობის პირობებში, გულისცემა შეიძლება გაძლიერდეს.

გარდა ამისა, სახეზეა იმ ჰორმონის დონის შემცირებაც, რომელიც ზრდის სისხლძარღვების გაფართოების ალბათობას. შედეგად, მათი შევიწროვებისას, გულის კუმშვების სიხშირე იმატებს. რამდენადაც სისხლძარღვებს ახლა ნაკლები დიამეტრი აქვს, გულს დიდი ძალისხმევა და დარტყმების რაოდენობის გახშირება უხდება.

ძირითადი სიმპტომი გახლავთ უფრო ძლიერი დარტყმები, ორ დარტყმას შორის უფრო ძლიერი პაუზებით. ასევე, ხანდახან, დარტყმა უფრო ძლიერი და ხშირია, ვიდრე ჩვეულებრივ. განსაკუთრებით ხშირ, ღია ეს მოვლენა ღამით, შეტევებისა და ჭარბი ოფლიანობის პერიოდში, რაც მენოპაუზის სტადიას ახასიათებს.

არსებობს არაჰორმონალური მკურნალობა, რომელიც მოიცავს კალციუმით მდიდარ და ცხოველური ცხიმებით ღარიბ კვების რეჟიმს. რეკომენდებულია გადამუშავებული ხორცის მოხმარების შეზღუდვა და C-ვიტამინის შემცველი ხილისა და ბოსტნეულის უფრო ხშირი მოხმარება.

მეორე  მხრივ, გიზიკური სავარჯიშოები ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ცხოველქმედების გაუმჯობესებას და იცავს ორგანიზმს ტაქიკარდიისა და გულისცემის გახშირებისგან. დამტკიცდა, რომ ცურვა სპორტის ყველაზე უფრო სასარგებლო სახეობაა ქალებისთვის, მენოპაუზის პერიოდში.

ასევე, არსებობს ჰორმონალური თერაპიაც, რომელსაც საფუძვლად ხელოვნური ესტროგენები უდევს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ არსებობს გარკვეული უკუჩვენებები: სარძევე ჯირკვლის კიბო, მიომატოზი, ღვიძლის უკმარისობა. ასევე, სისხლის შედედებადობის დარღვევა და დიაბეტი სისხლძარღვოვანი დაზიანებებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალმა, ამ პერიოდში მომხდარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში, მიმართოს ექიმს ორგანიზმის შეფასებისა და სრული დიაგნოსტიკისთვის, რათა თავიდან აიცილოთ ისეთი უსიამოვნებები, როგორებიცაა გახშირებული გულისცემა და ტაქიკარდია.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.