Connect with us

კულინარია

გრაფი რაზუმოვსკის ცნობილი ნაყენი ცაცხვის ყვავილზე: ჩემს სახლში ამას სვამენ

ცაცხვის ყვავილის ნაყენი არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ სასმელიც არსებობს. ის საკმაოდ არომატულია, ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ლამაზი ჩალისფერი აქვს, ხოლო უფრო გამოხატული გემოს მისაღებად შემდეგ ინგრედიენტებს უმატებენ: ბალახები, სანელებლები, კენკრა, ხილი და ცაცხვის თაფლი.

სამკურნალო ნაყენი არაყზე

შეგახსენებთ, რომ ცაცხვის ყვავილობის სეზონი ახლოვდება და გირჩევთ, ორი შესანიშნავი სასმელის ნაყენი მოამზადოთ.

ეს არის კლასიკური სამკურნალო ნაყენი ცაცხვის ყვავილებით, ლიმონით და თაფლით, ასევე გრაფი რაზუმოვსკის ცნობილი ნაყენი. ამბობენ, რომ თავად ელისაბედ II გრაფის სასახლეს სწორედ ამ სასმელის გამო სტუმრობდა. გირჩევთ ორივე ვარიანტი სცადოთ.

კლასიკური ნაყენი ცაცხვის ყვავილებით

ამისთვის თითქმის არაფერი დაგჭირდებათ: ნახევარი ლიტრი არაყი, 1 მუჭა ცაცხვის ყვავილები და რამდენიმე კოვზი თაფლი. სურვილის მიხედვით გემო შეგიძლიათ ნახევარი ლიმონის, მწიკვი პიტნის და რამდენიმე მიხაკის თანაყვავილებით გაამდიდროთ.

ნაყენი ცაცხვის შესანიშნავ ფერს ინარჩუნებს. შეგიძლიათ გემოს აპერატივის სახით დალიოთ, ან სურდოს დროს მიიღოს. ის კარგად ათბობს და ძლიერი ოფლმდენი თვისება გააჩნია.

ინგრედიენტები:

  • 0,5 ლ არაყი
  • 2 ჩ/კ ცაცხვის ყვავილი
  • 2 ჩ/კ ცაცხვის თაფლი
  • 50 მლ წყალი
  • 0,5 ლიმონი

მომზადება:

1. ცაცხვის ყვავილები ქილაში ჩაყარეთ.

2. ალკოჰოლი დაასხით და ლიმონის თხელი ნაჭრები დაუმატეთ. თავსახური დაახურეთ და 1 კვირა დააყენეთ. ამის შემდეგ გაფილტრეთ.

3. თაფლი 50 მლ თბილ წყალში გახსენით. დაელოდეთ, სანამ ბოლომდე გაიხსნება და წვრილ-წვრილად ნაყენს დაუმატეთ. მნიშვნელოვანია: თაფლი 60 გრადუსზე მეტად არ გააცხელოთ.

4. სასმელი ბნელ ადგილას ნალექის წარმოქმნამდე (3-4 დღე) დააყენეთ.

5. კიდევ ერთხელ გაფილტრეთ.

6. ცაცხვის ნაყენი ლიმონით და თაფლით მზადაა. ჯანმრთელობას გისურვებთ!

გრაფი რაზუმოვსკის ნაყენი

ამ ნაყენის რეცეპტის ავტორობას იმპერატრიცა ელისაბედის ფავორიტს გრაფ რაზუმოვსკის მიაწერენ. ალექსანდრე თავისი სტუმართ-მასპინძლობით ცნობილი იყო და როგორც ირწმუნებიან, სტუმრებს იმპერატრიცის საფირმო სასმელით მასპინძლობდა, რომლის გემოც მას ძალიან მოწონდა.

ინგრედიენტები:

  • 1 ლ არაყი
  • 20 გრ ცაცხვის ყვავილები
  • 20 გრ ღვია
  • 10 გრ ანისული
  • 10 გრ პიტნა
  • 5 გრ დაფქული კოჭა
  • 15 გრ მოხალული შაქარი

მომზადება:

  1. დაჭყლეტილი ღვიის კენკრა ცაცხვის ყვავილს, ანისულს და პიტნას არყით დაუმატეთ.
  2. 3 კვირა დააყენეთ, პერიოდულად შეანჯღრიეთ.
  3. ამის შემდეგ კოჭა და მოხალული შაქარი დაუმატეთ.
  4. შაქრის ბოლომდე გახსნამდე აურიეთ და 2-3 დღე გააჩერეთ.
  5. გაფილტრეთ და ბოთლებში გადაასხით.

გრაფის ნაყენი მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება, ამიტომ მთელ ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.