Connect with us

ჯანმრთელობა

გოგრის წვენი, 17 რეცეპტი რომლებიც აფთიაქს ჩაანაცვლებენ

ბოსტნეული – გოგრა, ცხოველებსაც მოსწონთ და ადამიანებსაც. ის სრულად გამოიყენება: ქერქი, თესლი და ღეროც კი. გოგრისგან ძალიან ბევრი სახის საკვების მომზადება შეიძლება, რომელიც ბევრ დაავადებას კურნავს. ქვემოთ სამკურნალო რეცეფტებს გასწავლით, რომლებიც გოგრის წვენითა და რბილობით მზადდება.

ვიმკურნალოთ გოგრის წვენით

…დღეში ერთხელ, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ ნახევარი ჭიქა გოგრის წვენი თუ ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები გაქვთ.
…შარდ-კენჭოვანი დაავადებებისას: მიიღეთ 1/3 ჭიქა გოგრის წვენი, კვებამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ.
…თუ ნერვოზი გაქვთ ან უძილობა გტანჯავთ, მიიღეთ 1/2 ჭიქა გოგრის წვენი – 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად, ღამით.


…გოგრის წვენი არაჩვეულებრივად შველის სიცხესა და ცხელებას: დალიეთ გოგრის წვენი როგორც სიცხის დამწევი და საშუალება რომელიც წყურვილს მოგიკლავთ.
…შეკრულობისა და ჰიპერტონიის დროს: ჭამამდე 20 წუთით ადრე მიიღეთ 1/4 ჭიქა გოგრის წვენი, დღეში სამჯერ.
…პროსტატის ადენომის საწყის სტადიაზე და პროსტატიტის ქონისას: დღეში 3-4-ჯერ 0,5 ჭიქა გოგრის წვენი დალიეთ. მკურნალობის კურსი – 1 თვეა. პროფილაქტიკისთვის მკურნალობის კურსი სამ თვეში ერთხელ ჩაიტარეთ. პროსტატის მკურნალობა გოგრის თესლით შეიძლება: ყოველდღიურად ნახევარი ჭიქა მოხალული გოგრის თესლი მიირთვით.
…გაიკეთეთ ლოსიონი გოგრის წვენით სახის კანის დაზიანებულ ადგილებზე და აკნეზე.
…დაგეხმარებათ სწრაფად მოიშუშოთ დამწვრობები: გააკეთეთ კომპრესი და დაიდეთ დამწვრობის ადგილას.

ვმკურნალობთ გოგრის რბილობით

…ჰიპერტონისაას: გოგრის ნებისმიერი კერძი მიირთვით (შემწვარი გოგრა, გოგრის ფაფა, გოგორის პიურე და ა.შ.).
…რკინა-დეფეციტური ანემიისას: დღეში სამჯერ, საჭმლის მიღებამდე 2/3 ჭიქა გახეხილი, უმი გოგრის რბილობი მიირთვით.
…ქრონიკული შეკრულობისას და საკვების მონელების პრობლემებისას: გამოიყენეთ გოგრის რბილობი (წყალში ან ორთქლზე მოხარშული) – 1 ჭიქა ჭამის დროს დღეში ორჯერ.
…ანტიბიოტიკებით მკურნალობის, სხივური თერაპიის, ათეროსკლეროზისა და მისი პროფილაქტიკისთვის, ჰიპოვიტამინოზის დროს: გახეხეთ უმი გოგრის რბილობი, მიიღეთ 1 ჭიქა საკვების მიღებამდე დღეში ორჯერ.


…დამწვრობისას: მარლაზე სქელ ფენად გაანაწილეთ გახეხილი გოგრის რბილობი და დამწვარ ადგილზე დაიდეთ 30 წუთით. ასე დღეში ორჯერ გააკეთეთ.
…თავის ტკივილისას: იმ ადგილას სადაც თავი განსაკუთრებით გტკივათ, დაიდეთ რბილობის ფენა და დაიმაგრეთ ბინტით ან ცხვირსახოცით.
…ეგზემის დროს: დაზიანებულ ადგილებზე მიიდეთ გოგრის ნაჭერი ან გახეხილი გოგრის რბილობი, დაიმაგრეთ ბინტით და დაიტოვეთ 1 – 1,5 საათი.
…მასტოპათიის დროს: გახეხეთ მსხვილ სახეხზე გოგრის რბილობი და დაიდეთ მკერდზე, ზემოდან გადაიხვიეთ ცელოფნით და ჩაიცვით ბიუსტჰალტერი. კომპრესი რბილობის გახმობამდე დაიტოვეთ. გამოიცვალეთ დღეში ორჯერ.