Connect with us

საკითხავი

გოგონამ ასეთი სათამაშო მოიგონა იმისთვის, რომ ბავშვებს წვეთოვანი სისტემის აღარ ეშინოდეთ

საავადმყოფო შეიძლება ბავშვებს საშიშ ადგილად ეჩვენებოდეთ. განსაკუთრებით, მათ აშინებთ წვეთოვანი გადასხმის სისტემები. პატარა ელამ ეს პრობლემა გადაჭრა: Medi Teddy – ესაა ფუმფულა დათუნია, რომელიც შტატივზე მაგრდება.

ელამ იცის, რასაც აკეთებს. 7 წლის ასაკში, გოგონას იდიოპათური თრომბოციტოპენიკური პურპურის დიაგნოზი დაუსვეს – ესაა დაავადება, რომელიც ანადგურებს თრომბოციტებს და ზრდის ტრავმებისა და სისხლდენის რისკს. შედეგად, იგი ყოველ 8 კვირაში წვეთოვან გადასხმას იკეთებდა.

-“როცა პირველი ინფუზია მქონდა, გაოცებული და ცოტათი შეშინებულიც ვიყავი წვეთოვანი გადასხმის ნემსის ზომითა და სამედიცინო ინფუზიის მოწყობილობით. ეს ყველაფერი რომ არ დამენახა, მოვიფიქრე, შტატივზე სათამაშო დამეკიდებინა. იმედია, ჩემი Medi Teddy ისევე დაგეხმარებათ, როგორც მე დამეხმარა!” – ყვება პატარა.

სწორედ იმის დამსახურებით, რომ ელამ ინფუზიის პაკეტი დათუნიათი დამალა, მან თავისი შიშის გადალახვა შეძლო. -“Medi Teddy-ს მიზანია, დამალოს საბავშვო ინფუზიური, სისხლით სავსე პაკეტი გადასხმის დროს.”

ეს გამოგონება, რა თქმა უნდა, ბევრ ბავშვს ემსახურება, თუმცა არც ზრდასრულებს აწყენდათ. ელას დედა და თვითონ პატარა გოგონა, რომელიც ახლა 12 წლისაა, GoFundMe-ზე აგროვებდნენ ფულს 500 ფუმფულა დათუნიის დასამზადებლად, რომლებიც შემდეგ ჰოსპიტალიზებულ ბავშვებს შორის გავრცელების მიზნით.

დღეისათვის, მან 19 000 დოლარი მოაგროვა: შესანიშნავი წარმატებაა ასეთი პატარა გოგონასთვის. ყოჩაღ ელას!