Connect with us

თავის მოვლა

გვირილის ნახარში თმისთვის: სილამაზისა და ჯანმრთელობის საუკეთესო რეცეპტი

ქალის გარეგნობის მთავარი დეტალია ლამაზი ვარცხნილობა, ხოლო ამისთვის აუცილებელია ჯანმრთელი, ძლიერი და მბზინავი თმა. არსებობს უამრავი ძვირადღირებული პროფესიონალური პროდუქტი თმის მოვლისთვის, თუმცა,  ხალხურ რეცეპტებშიც მოიპოვება ეფექტური საშუალებები.

გვირილა თმისთვის

აღნიშნული ყვავილი აქტიურად გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში, მასში არსებული სასარგებლო ქიმიური ნივთიერებების გამო. გვირილის სასარგებლო თვისებები მეტწილად განპირობებულია მისი შემადგენლობით:

  • კაროტინი;
  • ფლავონოიდები;
  • ორგანული მჟავები;
  • ვიტამინები;
  • ცილები;
  • ეთერზეთები;
  • ბისაბოლოლი;
  • ფისი;
  • ტანინები და სხვ.

გვირილა თმისცვენის წინააღმდეგ

ალოპეციას, აუცილებლად, შინაგანი მიზეზები აქვს, ამიტომ მისი მკურნალობა კომპლექსურად უნდა მოხდეს. აფთიაქის გვირილა ეხმარება თმისცვენისკენ მიდრეკილ თმას ფოლიკულების მდგომარეობის დარეგულირებასა და პათოლოგიური პროცესების შეჩერებაში. რეგულარული მოხმარების შემთხვევაში, გვირილა ზრდის თმის სიხშირეს, მის სიმკვრივესა და ელასტიურობას. თერაპევტული მიზნებით გამოიყენება გვირილის ნახარში თმისთვის. მას შემდეგი თვისებები აქვს:

  • გაღიზიანების აღმოფხვრა;
  • ქერტლის მოშორება;
  • სებორეასთან ბრძოლა;
  • გარე ფაქტორების ნეიტრალიზება;
  • ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერება;
  • ძირების გაძლიერებული კვება;
  • ანთებითი რეაქციების ჩახშობა;
  • ქსოვილების აღდგენის სტიმულირება.

გვირილა თმის ზრდისთვის

თმა ყოველთვიურად, მაქსიმუმ, 1-1.5 სმ-თი გრძელდება. ჯანმრთელი და ლამაზი თმის გასაზრდელად გამოიყენეთ აფთიაქის გვირილას ნახარში. ამ საშუალების სისტემატიზებული გამოყენება უზრუნველყოფს თმის სიგრძის შენარჩუნებას ბოლოების ხშირი მოჭრის აუცილებლობის არარსებობის ხარჯზე. გვირილის სარგებელი, ამ შემთხვევაში, მდგომარეობს შემდეგ თავისებურებებში:

  • ძირების გაძლიერება
  • “მძინარე” ფოლიკულების აქტივიზაცია;
  • ადგილობრივი იმუნიტეტის აღდგენა და მხარდაჭერა;
  • სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის სტიმულაცია;
  • ელასტიურობისა და სიმკვრივის მომატება თმის ღეროსთვის;
  • ბოლოების დაყოფასთან ბრძოლა;
  • თავის კანის დაბერების შენელება;
  • აგრესიული პირობებისგან დაცვა.

გვირილას ნახარში

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა წყალი
  • 4 ს.კ. გვირილა

მომზადება და გამოყენება

  1. დაასხით ნედლეულს მდუღარე წყალი და საშუალო ცეცხლზე გააჩერეთ 5 წუთით.
  2. დაახურეთ თავსახური და დააყენეთ 30 წუთით, გამოყენებამდე გადაწურეთ.
  3. დაუმატეთ ნახარში შამპუნს, ბალზამს ან ნიღბებს. საშუალება გააძლიერებს მათ სასარგებლო ზემოქმედებას და გააძლიერებს შედეგებს, თმას ოქროსფერ-თაფლისფერ ელფერს, სირბილეს, ელასტიურობასა და დამყოლობას ანიჭებს.

თქვენ გამოგიყენებიათ გვირილა კოსმეტოლოგიაში? როგორ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.