Connect with us

სახლი და დიზაინი

გენიალური საშუალებები მილების გასაწმენდად: თმები, ცხიმი და ჭუჭყი აღარ შეგაწუხებთ

ყველამ იცის, რას ნიშნავს ნიჟარაში მილების გაჭედვა, აბაზანაში ჩახვეული თმა და სხვა სახის ნაგავი. შედეგად, წყალი ცუდად გაიწოვება. მილებში სიბინძურე გროვდება და სახლში კანალიზაციის სუნი დგება. არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა. დღეს ჩვენ ყველაზე ეფექტურ ხრიკებს გაგაცნობთ.

ხალხური საშუალებები

მარტივ დაბინძურებას გაწმენდს სოდა და ძმარი – 150 გ სოდა ჩაყარეთ სადრენაჟო ხვრელში და დაასხით 150 გ 9%-იანი ძმარი. მაშინვე დაახურეთ საცობი ხვრელს და 30 წუთში ჩარეცხეთ მდუღარე წყლით.

თმის, ჭუჭყის დამჭერი

არსებობს ჭუჭყის დამჭერი თანამედროვე საშუალებებიც, რომელიც სანტექნიის მაღაზიებში იყიდება. ესაა რგოლი ჯოხებით, რომლებიც ხვრელებში იდება. რგოლი ზემოთ რჩება, ხოლო ჯოხები თმებს იჭერს. 2 კვირაში რგოლი უნდა ამოიღოთ და გაწმინდოთ. ასეთი დამჭერის ფასი დაახლოებით 10 ლარიდან იწყება. გამოსადეგია მრავალჯერადი გამოყენებისთვის.

არსებობს ასეთი მოწყობილობაც:

ეს ჯოხი უფრო იაფია და შედგება გრძელი, ნეილონის მოქნილი ჩხირისგან, რომელსაც ჭრილები აქვს. არაა საჭირო ძვირადღირებული ქიმიის გამოყენება, რადგან ეს ჯოხი ყველაფერს იღებს მილიდან.

თმის, ცხიმისა და ნაგვის გასაწმენდი ჯოხები

როგორც კი დაინახავთ, რომ წყალი დიდხანს ჩერდება და უსიამოვნო სუნი ჩნდება, სცადეთ ეს ეფექტური საშუალება: ეს ჩხირები უსაფრთხო და არატოქსიკურია.

იგი ხსნის ცხიმს, შლის თმებს, საკვებ ნარჩენებს, კლავს ბაქტერიებს. საკმარისია, ერთი ჯოხი მოათავსოთ სადრენაჟო ხვრელში და რამდენიმე წუთში იგი იმოქმედებს. ერთი ჩხირი 1 თვის განმავლობაში გეყოფათ. ეს ჩხირები 12-ცალიან შეფუთვაში, Sani Sticks სახელით იყიდება და ინტერნეტ-მაღაზიებში 5 ლარამდე ღირს.

ხელნაკეთი მარტივი მოწყობილობები

ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლისგან შეიძლება სპირალისებრი, გრძელი ჩხირის გამოჭრა და ზემოდან მრგვალი ხვრელის გაკეთება თითისთვის. ამ საშუალებას ერთი თეთრიც არ სჭირდება. ლენტის კუთხეებში გააკეთეთ ჭრილები, რომლებიც თმასა და ჭუჭყს დაიჭერს.

ჟგუტებისგანაც შეიძლება გამწმენდი საშუალების დამზადება. ჟგუტზე გააკეთეთ ჭრილები, ზემოთა მხარეს კი შეკარით ისე, რომ თითით შეძლოთ მისი დაჭერა.

წყალი თავისუფლად გავა, თმა და მსგავსი წვრილი ნაგავი კი ჭრილებზე დარჩება.

თქვენ როგორ ებრძვით ამ პრობლემას?