Connect with us

ჯანმრთელობა

გემრიელი ხალხური საშუალებები ხველის და სურდოს სამკურნალოდ: რეცეპტები

დადგენილი მოსაზრებით მედიკამენტი რაღაც მწარე და უსიამოვნოა, მაგრამ აუცილებელი არაა ასე იყოს. დღეს გთავაზობთ რეცეპტებს, რომლებიც ამტკიცებენ: როგორც მინიმუმ ხველის და სურდოს მკურნალობა არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელი ნატურალური მედიკამენტით შეიძლება.

ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ: პრაქტიკულად ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას უკუჩვენება გააჩნია. მოცემული რეცეპტები არ გამოიყენოთ, თუ რომელიმე ინგრედიენტზე ალერგია გაქვთ. სერიოზული ქრონიკული დაავადების დროს მკურნალ ექიმთან კონსულტანციის გარეშე ხალხური რეცეპტების გამოყენება არ ღირს.

რძე კვერცხთან და თაფლთან ერთად ღამით ხველის დროს

1 ჭიქა თბილ (არა ცხელ!) ძროხის რძეს 1 ახალი, უმი ქათმის კვერცხი და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ, კარგად აურიეთ. ძილის წინ 2 მიღებად დალიეთ: 0,5 ჭიქა ნარევი 15-30 წუთიანი ინტერვალით.

კოჭის ჩაი ლიმონთან ერთად ხველის სამკურნალოდ

1/4-1/3 ჩ/კ დაქუცმაცებულ ახალ კოჭის ფესვს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 5-10 წუთით დააყენეთ, ლიმონის ნაჭერი და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. ხველის დროს დღეში 2-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

თაფლი კარაქთან და ვანილის შაქართან ერთად ხველის დროს

200 გრ თაფლი, 100 გრ ხარისხიანი კარაქი და 100 გრ ვანილის შაქარი კარგად აურიეთ. მაცივარში შეინახეთ. 1 ჩ/კ სამკურნალო საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

ჟოლოს ჩაი სურდოს დროს

1 ს/კ ჟოლოს ხმელ კენკრას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ და 20 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ და 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ. სურდოს დროს ოფლმდენი საშუალების სახით 0,5 ჭიქა ჩაი დღეში რამდენჯერმე, ჭამის მიუხედავად დალიეთ.

სტაფილოს წვენი ხველის დროს

ახალ გაწურული სტაფილოს წვენი ძროხის რძეს 1:1 პროპორციით აურიეთ. ¼ ჭიქა შემთბარი ნარევი დღეში 4-6-ჯერ დალიეთ. რეცეპტის მეორე ვარიანტი: ახალ გაწურული სტაფილოს წვენი თაფლს თანაბარი პროპორციით აურიეთ და 1 ს/კ ნარევი დღეში 4-5-ჯერ დალიეთ.

ლეღვი რძეში ხველის საწინააღმდეგოდ

2-3 ს/კ ლეღვის ჩირს 1 ჭიქა რძე დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. 1 ჭიქა ასეთი რძიანი ნახარში დღეში 1-2-ჯერ დალიეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.