Connect with us

ჯანმრთელობა

გასაპვნა შეწყვიტეთ! ინტიმური ორგანოების მოვლის 9 წესი

ჯანმრთელობა ნებისმიერი ნორმალური ადამიანის მთავარი პრიორიტეტია. ამასთან ინტიმური ორგანოების ჯანმრთელობა სხვა ორგანოებთან შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი არაა. აი, როგორ უნდა იზრუნოთ ვაგინაზე ისე, რომ პრობლემები არ შეგექმნათ და მხოლოდ ისიამოვნოთ.

1. პრეზერვატივი ახალ პარტნიორთან

პრეზერვატივი იყო და რჩება ერთადერთ საშუალებად, რომელიც სასქესო გზებით გადამდები დაავადების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ასევე ვაგინის შიგნით მჟავე-ტუტე ბალანსის მხარდაჭერას ხელს შეუწყობთ და კარგი ბაქტერიების შემცირებას შეაფერხებთ.

2. გინეკოლოგთან ვიზიტი არ გამოტოვოთ

ბევრ ქვეყანაში ჯანმრთელობის პროტოკოლი გინეკოლოგთან ვიზიტს ყოველ სამ წელიწადში ერთხელ მოითხოვს, თუ უსიამოვნო სიმპტომი არ გაქვთ და ორსულად არ ხართ. თუმცა ბევრი სპეციალისტი ირწმუნება, რომ ყოველწლიური ვიზიტი უფრო უკეთესი იქნება, თუ მემკვიდრეობითი დაავადება ან დაავადების ისტორია გაქვთ.

3. წასასმელი გამოიყენეთ

ერთადერთი ნაკლი – საწოლი შეიძლება დასვაროთ, თუმცა ვაგინალური სიმშრალე უფრო მეტ პრობლემას იწვევს. ეს კი მთელი რიგი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, ორსულობით დაწყებული ანტიდეპრესანტების მიღებით დამთავრებული. ამ პრობლემის უგულებელყოფა არ ღირს. გარდა ამისა, ასე სექსის ხარისხი გაუმჯობესდება!

4. ბამბის თეთრეული ჩაიცვით

არ დაფიქრებულხართ, ნებისმიერი მასალის ქვედა სავლებს შუაში ბამბის ზოლი რატომ აქვს? სწორია: ის ჰაერს ატარებს და გამონადენს იწოვს, რაც ვაგინის ჯანმრთელობას ხელს უწყობს.

5. არ გაისაპნოთ

ეს გავრცელებული შეცდომაა. ვაგინა კარგი ბაქტერიების წყალობით თავადაც კარგად იწმინდება. საპონი და მით უმეტეს შხაპგელი დაინფიცირების და ანთების რისკს ზრდის.

6. ველოსიპედს მოერიდეთ

უფრო სწორად, მისი ტარების დროს ფეხებს შუა უსიამოვნო შეგრძნებას. სჯობს სპეციალური შორტი შეიძინოთ გამაგრებით, რომ თქვენი ინტიმური ადგილი არ დაიტანჯოს.

7. ანტიბიოტიკები ჭარბად არ გამოიყენოთ

ეს ინტიმურ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. ანტიბიოტიკები არა მხოლოდ ცუდ, არამედ კარგ ბაქტერიებსაც ანადგურებენ. მათი მიღების დროს ფლორის აღმდგენი პრეპარატებიც ინიშნება.

8. წინიდან უკან

ეს წესი დაბანასა და სექსზეც ვრცელდება. არ შეიძლება ანუსიდან საშოში გადახვიდეთ, პრეზერვატივის შეცვლის გარეშე! ბაქტერიული ფლორა ამ ადგილებში ძალიან განსხვავდება.

9. კეგელის ვარჯიში შეასრულეთ

ის კუნთებს აძლიერებს, შინაგანი ორგანოების ჩამოწევისგან დაგიცავთ, შარდის ბუშტის ფუნქციებს აუმჯობესებს. ასევე ორგაზმს აუმჯობესებს. დღეში 10 ვარჯიშის შესრულება სამი მიბრუნებით და კუნთების 5 წამიანი დაჭიმვა საკმარისია. ეს დიდ დროს არ წაგართმევთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.