Connect with us

საკითხავი

განათებულ ოთახში გძინავთ? ამას ჭარბი წონის გამოწვევა შეუძლია

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ განათებულ ოთახში ძილი ქალებში წონის მატებას იწვევს. სამხრეთი კაროლინის ეკოლოგიურ მეცნიერებათა ნაციონალური ინსტიტურის სპეციალისტების ნაშრომი გამოქვეყნებულია ჟურნალ Journal of American Medical Association (JAMA) Internal Medicine-ში.

საკვლევ მასალად მეცნიერებმა ქალების ფართომასშტაბური გამოკითხვა გამოიყენეს, რომელიც ჯერ კიდევ 2000-იან წლებში ჩატარდა. 44 ათასი 35-74 წლის ამერიკელი ქალბატონი გამოიკითხა და ექსპერტებს თავისი ჩვევების შესახებ მოუყვა. სხვა დეტალების გარდა, რესპოდენტებს ეკითხებოდნენ, რთავდნენ თუ არა ისინი შუქს დაწოლამდე.

მიღებული მონაცემების გაანალიზებით დადგინდა, რომ განათებულ ოთახში მძინარე ქალბატონთა 17% წელიწადში საშუალოდ 5 კგ-ს იმატებდა.

ამასთან, დამტკიცებულია, რომ სინათლის მომუშავე წყაროს წინაშე დაძინება ზრდის წონაში მატების რისკს 22%-ით, ხოლო სიმსუქნით დაავადების რისკს – 33%-ით.

-“ის, ვისაც ჩართული სინათლით სძინავს, ირღვევს შინაგან საათს და დღისა და ღამის რიტმს, რომელთანაც შიმშილის გრძნობა მჭიდროდაა დაკავშირებული. თუ ციკლი ირღვევა, ორგანიზმი იწყებს გლუკოკორტიკოიდების(სტრესის ჰორმონების) ინტენსიურად გამომუშავებას იმის ნაცვლად,  რომ უზრუნველგვყოს საჭირო სიმშვიდით ძილის ჰორმონით, მელატონინით.

ამასთან, იმისათვის, რომ ორგანიზმი მწყობრიდან გამოვიდეს და დარწმუნდეს, რომ ღამის რეჟიმში არ გადაერთოს, საკმარისია ის მცირეოდენი სინათლეც, რომელიც ბავშვის ოთახიდან ან ქუჩის ლამპიონებიდან შემოდის.”-წერია სტატიაში.

მეცნიერები ხაზს უსვამენ: კვლევის შედეგებს უნდა მიენდოთ, თუმცა იგი ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს. საჭიროა კიდევ რამდენიმე კვლევის ჩატარება, მათ შორის, ელექტრო-მოწყობილობების გამოყენებით, რომლებიც აკონტროლებს წონის მატებას, რათა უშუალო კავშირზე ვისაუბროთ.