Connect with us

ყვავილები

გამოცდილი მებაღის რჩევები საუკეთესო ნერგების გაზრდისთვის!

თებვერვლის დასაწყისში მებაღეები სააგარაკე სეზონისთვის იწყებენ მზადებას, რათა შედეგად მთელი წლის განმავლობაში საკუთარ ბოსტანში მოყვანილი ბოსტნეულითა და ხილით გაიხაროს. მაგრამ, ყველაფერი ასეთი იოლიც არ არის, ნერგების გახარებისას შეიძლება სხვადასხვა სირთულეებს გადავეყაროთ.

საკუთარი ხელით მოყვანილ ნერგებს ბევრი სირთულეების მოტანა შეუძლიათ, ამიტომ საჭიროა ნიუანსების ცოდნა! პრობლემა შეიძლება ნიადაგმა შექმნას, ან ტემპერატურამ და არასწორმა განათებამ. გარდა ამისა, ნათესები ხშირად ავადდებიან და ესეც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს! ერთმა დაავადებულმა მცენარემ შეიძლება დანარჩენებზეც იმოქმედოს, ამიტომ ჩვენი რედაქცია ამ სტატიაში ისეთ რჩევებს მოგაწვდით, რომლებიც თქვენც და თქვენს ნერგებსაც მოულოდნელი პრობლემებისგან გიხსნით.

ნერგები რაფაზე


რაფა ნერგებისთვის იდეალური ადგილია: ბევრი ბუნებრივი სინათლე, სიგრილე და მიკროკლიმატი რომელიც ფარდებს მიღმა იქმნება, ამგვარად თვითონ ნერგიც აღარ აფუჭებს ინტერიერს. ყველა შანსი არსებობს ამ ნერგების გასახარებლად, მაგრამ უცბათ ამჩნევთ, რომ რომელიმე მათგანი მოეშვა და ზრდა შეწყვიტა?! მოდით ვნახოთ რა შეიძლება იყოს მიზეზი:

1. ლპობა

ეს მაშინ ხდება, როდესაც მცენარე დარღვევებით იზრდება. როდესაც ქოთანზე დიდი ხნით ტოვებთ ცელოფანს, ამაზე ნერგები სწრაფად რეაგირებენ და სწრაფად ლპებიან. ძირითადი სიმპტომია – თესლის უმეტესი ნაწილის არ გახარება, მიზეზი კი მათი მიწაში ღრმად ჩათესვაა. შეამცირეთ მორწყვის რაოდენობა ორამდე და შექმენით 18- 20 გრადუსი ტემპერატურა. რაც შეეხება ნიადაგს ის ფიტოსპორინით დაამუშავეთ.

2. ფესვების ლპობა

ამ დაავადებას სოკოვანი სახე აქვს და შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ნერგებს შორის, აუცილებელია მისი დროული აღმოჩენა. ამ დაავადების დროს ფოთლები ყვითლდებიან, ღერო იწყებს მოშვებასა და ლპობას, ჩნდება საზღვარი რომელიც ჯანმრთელ და დაავდებულ ნაწილებს ერთმანეთისგან კვეთს. ამის მიზეზი შეიძლება ცუდი განათება, მაღალი ტემპერატურა, ნესტი და ნიადაგის მაღალი მჟავიანობა იყოს.  საეჭვო მცენარე აუცილებლად მოაცილეთ მის გარშემო არსებულ მიწიანად, ხოლო ნიადაგს კი დეზინფექცია გაუკეთეთ.

3. ჭკნობა

ყველაზე ხშირად ეს ნიადაგში პათოგენური მიკროორგანიზმებისა და სოკოს არსებობით, არასაკმარისი ტენისა და არადამაკმაყოფილებელი ტემპერატურული რეჟიმის გამო ხდება. ნერგები იწყებენ ხმობას, ზედა ნაწილი ჭკნება და მცენარე ნელ-ნელა ხმება. მოაშორეთ დაზიანებული ღეროები ისევე როგორ ზედა შემთხვევაში მოვიქეცით. კვალს ტორფი მოაყარეთ, ნიადაგი კი ფუნგიციტით (ფიტოსპორინი, ტრიქოდერმინი) დაამუშავეთ.

4. “შავი ფეხი”

შავი ფეხი ან რბილი ხრწნა. ის აავადებს პომიდვრის, წიწაკის, კიტრის, კომბოსტოს და ძალიან ბევრი სხვა კულტურის ნერგებს. მაშ მთლიანი ნათესების მოსპობა შეუძლია და მისგან გათავისუფლება ძალიან რთულია1 ამიტომ აჯობებს მისი გაჩენა უბრალოდ არ დაუშვათ! ეს ნიშნავს, რომ ნიადაგი თავის დროზე უნდა დაამუშავოთ, გაუკეთოთ დეზინფექცია, ყურადღება მიაქციოთ მის ტენიანობას და ტემპერატურას. თუ ნათესები ჭკნებიან, ღეროები თხელდებიან და შავდებიან, სასწრაფოდ უშველეთ ნერგებს: მოაცილეთ უიმედო ნერგები და მათ ადგილას ხის ნაცარი დაყარეთ.

ბევრი კამათობს იმის შესახებ თუ როდის უნდა დავრგოთ ნერგები. ყველაზე კარგი დრო მაშინ არის როცა, ნერგმა საკმარისი ძალები მოიკრიბა ღია ნიადაგში გადასვლისთვის. აქ ყველაფერი თქვენზე და თქვენს ზრუნვაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში დროს მეორეხარისხოვანი როლი აქვს.