Connect with us

ჯანმრთელობა

გამოიყენეთ მიხაკი სწორად, რათა სოკო, ხველა და ანთება წარსულში დარჩეს

გამოცდილი ექიმი: უფრო მეტი სარგებელი რომ მიიღოთ, უბრალოდ მოხარშეთ. ამ საშუალების გამოყენებით სოკოვანი დაავადება, ხველა და ანთება გაქრება

ამ სურნელოვან სანელებელს სამზარეულოში ყველა იყენებს. მიხაკს მწნილების გაფუჭების თავიდან ასაცილებლად, სურნელოვანი ნამცხვრების გამოსაცხობად, გლინტვეინის და პუნშის მოსამზადებლად იყენებენ. იცით თუ არა, რომ მიხაკი სამკურნალო მიზნითაც გამოიყენება? მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს.

მიხაკის სასარგებლო თვისებები

მიხაკი მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით. მას ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მიხაკი შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორიცაა: რკინა, მანგანუმი, კალიუმი, სელენი და მაგნიუმი. ასევე შეიცავს ბევრ ვიტამინს: A, C, K და ბეტა კაროტინი.

მიხაკის გამოყენების 10 მეთოდი

1. ანალგეტიკი და ანტისეპტიკი

მიხაკი კბილის და ღრძილის ტკივილს, ასევე ყელის ანთებას აქრობს. ამისთვის მიხაკის რამდენიმე კოკორს ცოტა მდუღარე წყალი დაასხით და დააყენეთ. მზა ნაყენი პირის ღრუში გამოივლეთ.

ანალოგიური მიზნით მიხაკის ზეთი გამოიყენება, რომელიც დაზიანებულ ღრძილებსა და კბილებზე უნდა წაისვათ. ჭრილობის და დამწვრობის დროს მიხაკი კარგად დაგეხმარებათ.

2. სისხლის ცირკულაცია

მიხაკი სისხლს ტოქსინებისგან წმენდს, მიმოქცევას აუმჯობესებს და მთელი ორგანიზმის მუშაობას არეგულირებს. იმუნიტეტის გასაზრდელად შესანიშნავი საშუალებაა. ამ შედეგის მისაღწევად მიხაკი ჩაის სახით უნდა დალიოთ. 1 ლ წყალი აადუღეთ და 1 ჩ/კ მიხაკი დაუმატეთ. კიდევ 10 წუთით ადუღეთ. დააყენეთ, გადაწურეთ და სასმელი დალიეთ, მაგრამ დღეში 3 ჭიქაზე მეტი არ უნდა დალიოთ.

3. ლორწო გამოაქვს

მიხაკის ჩაი ხველების საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა. მას ამოსახველებელი მოქმედება აქვს, ფილტვებში ლორწოვანის რაოდენობას ამცირებს.

4. ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს

მიხაკი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, მონელების პროცესზე პასუხისმგებელი ლორწოვანის და სითხის რაოდენობას ზრდის. ეს ცხიმის სწრაფ წვას ხელს უწყობს.

5. გაციების პროფილაქტიკა

ეპიდემიის დროს საჯარო ადგილებში ყოფნისას პირში მიხაკის კოკორი ჩაიდეთ. ასე თავს გაციებისგან დაიცავთ და იმუნიტეტის სტიმულირებას მოახდენთ.

6. საჭმლის მონელებას აუმჯობესებს

მიხაკი საკვების გადამამუშავებელი ფერმენტების წარმოების გაზრდით საჭმლის მონელებას არეგულირებს. გულისრევას, შეკრულობას და კუჭის დისკომფორტს მოგაშორებთ. ასევე წყლულს განკურნავს. ამისთვის ზეთის სახით მიიღეთ. უბრალოდ 1 ს/კ მიხაკის ზეთი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. სასმელი დღეში 3-ჯერ, 1 თვის განმავლობაში დალიეთ.

7. ფარისებრი ჯირკვალი

მიხაკი ფარისებრი ჯირკვლისთვის ძალიან სასარგებლოა. ის ჰიპოთირეოზის და ჰიპერთირეოზის პროფილაქტიკას ემსახურება. ამისთვის ჩაის სახით მიიღეთ.

8. ქალური ციკლის რეგულირება

მიხაკი ქალის შესანიშნავი მხსნელია. თუ მენსტრუაციული ციკლის დარღვევა გაწუხებთ, სამკურნალო ნაყენი უნდა მოამზადოთ. 500 მლ წყალი აადუღეთ, 7-8 თავი მიხაკი და 2 ჩ/კ მიხაკის კოკორი დაუმატეთ. 10 წუთით ხარშეთ, გადაწურეთ და 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი დაუმატეთ. ჭამამდე, ნახევარი საათით ადრე, 150 მლ დალიეთ.

ციკლის ნებისმიერი დარღვევის დროს უმჯობესია ექიმს მიმართოთ. გახსოვდეთ, ეს საშუალება ორსულებისთვის უკუჩვენებულია.

9. სოკო

მიხაკის ზეთი ფრჩხილის ან კანის მიკოზის დროს დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ეს საშუალება ფრჩხილებს აძლიერებს.

10. უძილობა

სანელებელი ძილის პრობლემას მოგაშორებთ. სწრაფად დასაძინებლად მშრალი მიხაკით სავსე პატარა ტომარა ლოგინთან ახლოს დაიდეთ. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სუნი გსიამოვნებთ და არ გაღიზიანებთ.

თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!