Connect with us

კულინარია

გამოყენებული ჩაის პაკეტები ბინძურ ნიჟარაში ჩააწყვეთ და ნახეთ, რა მოხდება

ჭიქა ჩაი დალიეთ? ერთჯერადი ჩაის პაკეტის გადაგდება არ იჩქაროთ. აიღეთ და ჭუჭყიან ნიჟარაში ჩააწყვეთ. არ დაიჯერებთ, მაგრამ ჩაის პაკეტი იდეალური საშუალებაა სამზარეულოს დასალაგებლად. ეს ეკოლოგიურად სუფთა საშუალება ნიჟარის გაწმენდაში დაგეხმარებათ. მასში არანაირი ქიმია არ შედის და ჯანმრთელობას და გარემოს ზიანს არ მიაყენებს.

როცა ამ მეთოდის შესახებ გავიგე, ჟოლოს ჩაის ვსვამდი. ვიფიქრე, ვცდი, იქნებ გამოვიდეს და ნიჟარის გამწმენდ საშუალებაზე ეკონომიას გავაკეთებ.

სამზარეულოში უჟანგავი ფოლადის ნიჟარა მაქვს, რომელიც იმ მომენტისთვის საკმაოდ დაბინძურებული მქონდა. სწორედ ამიტომ, ექსპერიმენტის ჩატარება და ჩაის პაკეტით ნიჟარის გაწმენდა გადავწყვიტე.

პაკეტი ნიჟარაში ჩავდე და მისი კედლების გაწმენდა ვცადე. ბუნებრივია, ჩაის პაკეტები გაიხა, მაგრამ უკვე წმენდის ბოლოს.

როგორი შედეგი მივიღე?

გახეული ჩაის პაკეტის ნარჩენები შევაგროვე და გადავყარე. შემდეგ ჩვეულებრივი ღრუბელი ავიღე, თბილი წყალი ჩავრთე და ნიჟარა ჩამოვრეცხე.

წარმოიდგინეთ როგორი გაოცებული ვიყავი, როცა ნიჟარა საკმაოდ სუფთა და ბზინვარე გახდა. მართალია, სადღაც მცირე ცხიმიანი ლაქა დარჩა, მაგრამ ეს არაფერია. ვთვლი, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა!

რატომ არის ეფექტური?

ცოტა ინფორმაცის მოძიების შემდეგ წავიკითხე, რომ დაყენებული ჩაი თავისი შემკვრელი თვისების წყალობით შესანიშნავი გამწმენდი საშუალებაა, რომელიც განსაკუთრებული ბუნებრივი ნაერთების წყალობით ცხიმის დაშლას ხელს უწყობს.

ეს მეთოდი ქვაბების დროსაც მუშაობს!

ერთჯერად ჩაის პაკეტების გამოყენების კიდევ ერთი მეთოდი ვიპოვე. ნიჟარა თბილი წყლით აავსეთ, მასში ცხიმიანი ქვაბი ჩადეთ. შემდეგ წყალში 4 ჩაის პაკეტი ჩადეთ. დილით ქვაბს ჩვეულებრივი ღრუბლით ადვილად გაწმენდთ.

ასე, რომ ჩაის პაკეტები არ გადააგდოთ!