Connect with us

ჯანმრთელობა

გამონაყარი ზურგზე: საიდან ჩნდება და როგორ უნდა მოვიქცეთ

გამონაყარი მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის. მათი გაჩენა ნიშნავს, რომ ორგანიზმში რარაც მოხდა და მას ჩვენი დახმარება ჭირდება. დღეს ზურგზე არსებულ გამონაყარზე და მასთან ბრძოლის შესახებ ვისაუბრებთ.

რატომ ჩნდება გამონაყარი ზურგზე

ამ პრობლემას ძირითადად ორი ტიპის მიზეზი აქვს: გარე და შიდა. გარე ფატორებში ჰიგიენის ნორმების დარღევვა, არასწორად შერცეული სამოსი ან ცუდი ეკოლოგია იგულისხმება. შიდა პრობლემები კი ენდოკრინული სისტემის მუშაობის დარღვევებს, მედიკამენტების მოხმარების უკუჩენებს ან სტრესსა და კვების დარღვევებს უკავშირდება.

ზურგზე გამონაყარის გაჩენის გარე მიზეზები

არასაკმარისი ჰიგიენა: ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი. ამ მონაკვეთში კანში საკმაოდ ბევრი ცხიმოვანი ჯირკვლებია, რის გამოც ამ ადგილებში ბაქტერიები სწრაფად მრავდება და გამონაყარს იწვევს. თუამ მონაკვეთს საკმარისად ხშირად დაიბანთ ბაქტერიები გამრავლებას ვერ მოასწრებენ და გამონაყარიც გაქრება!

შეუფერებელი სამოსი: სინთეტიკური ქსოვილის სამოსი, ან ზედმეტად მოტკეცილი სამოსი ოფლის გამოყოფას უწყობს ხელს, რის გამოც ბაქტერიები და ამონაყარი ჩნდება.

გრეძელი თმის არასწორი მოვლა: გრძელი თმა რომლის დაბანაც არასაკმარისად ხშირად ხდება, შეიძლება ზურგზე გამონაყრის გაჩენის მიზეზად იქცეს. თუმცა ამის მიზეზი შეიძლება ხშირი ბანვაც გახდეს – ჭუჭყიანი წყალი და შამპუნი ფორებს ბიდნავენ და შეიძლება ეს აკნეს გაცენის მიზეზად იქცეს.

შეუფერებელი კოსმეტიკა: ისევე როგორც სახის შემთხვევაში ხდება – შეუსაბამო კოსმეტიკის გამოყენებამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს და გამონაყარი გაგიჩინოთ.

ზურგზე გამონაყარის გაჩენისშიდა მიზეზები

გენეტიკა: თუ თქვენ დედას ან მამას ეს პრობლემა ჰქოდა, დიდი ალბათობით მას თქვენც შეეჯახებით.
განსაკუთრებული კვება: ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი – არასწორი კვება. რაციონი რომელშიც ზედმეტად ბევრი ცხიმიანი საკვები, მარტივი ნახშირწყლები და შაქარია – აკნეს განვიტარებას პროვოცირებს.

სტრესი: ძლიერი ემოციური დატვირთვა გავლენას ახდენს ენდოკრინული სისტემის მუშაობაზე, რასაც გამონაყარის გაჩენამდე მიყვანა შეუძლია.

შიდა ორგანოების დაავადებები: დიაბეტი, ღვიძლის, შარდ-სასქესო სისტემის, საკვების მომნელებელი და ენდოკრინული სისტემის მუშაობის დარღვევები – ეს ყველაფერი შეიძლება გამონაყრის მიზეზი იყოს, ამიტომ თუ აკნე 1 თვეზე დიდხანს გაწუხებთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ჰორმონალური დისბალანსი: ამ მიზეზით ზურგზე არსებული გამონაყარი ძირითადად სქესობრივი მომწიფების ასაკში მყოფ მოზარდებს უჩნდებათ. ჰორმონალური ცვლილებების გამო ზურგზე გამონაყარი ციკლის დროს შეიძლება ქალბატონებსაც გაუჩნდეთ.

როგორ გავთავისუფლდეთ ზურგზე არსებული გამონაყარისგან

შხაპის მიღება: აუცილებლად მიირეთ შხაპი ყოველი ფიზიკური აქტივობის შემდეგ, ასევე ღამე. შეგიძლიათ სველი, ანტიბაქტერიული ხელსახოცებიც გამოიყენოთ.
გადადით ჰიგიენის ანტიბაქტერიულ საშუალებებზე: ანტიბაქტერიული შხაპი ან საპონი ყოველდღიურად ან რეგულარულად არ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ, თუ ზურგზე გაგიჩნდათ გამონაყარი ეცადეთ სწორედ ამ საშუალებებით დაიბანოთ სანამ გამონაყარი არ გაქრება.
უარი თქვით გრძელ თმაზე: გაიკეთეთ მოკლე ვარცხნილობა ან აიწიეთ თმა. მთავარია თმის ზურგის კანტან კონტაქტი მაქსიმალურად შეამციროთ.
გადადით თავისუფლალ სამოსზე და ნატურალურ ქსოვილებზე: იმ შემთხვევაში თუ გამონაყარი სინთეტიკური ქსოვილებით ან ჭარბი ოფლიანობით არის გამოწვეული ეს ნაბიჯი დაგეხმარებათ.
გადახედეთ თქვენს რაციონს: მოაშორეთ რაციონს მსუბუქი ნახშირწყლები, შაქარი, შემწვარი საკვები.

თუ ეს მოთოდები ვერ გშველით, მიმართეთ ექიმს: დერმატოლოგს ან ენდოკრინოლოგს.