Connect with us

ჯანმრთელობა

გამომცხვარი ხახვი 100 დაავადების საწინააღმდეგოდ! სასარგებლო დესერტი ნაცნობი ექიმის რჩევით

ჩვენი ოჯახის ექიმის ცოლი სტუმრებს ყოველთვის სასარგებლო დესერტით უმასპინძლდება. ახლა მეც ახლობლებისთვის ხახვს ვაცხობ!

ალბათ იცით, რომ ნედლი ბოსტნეული და ახალი მწვანილი ჯანმრთელობისთვის ძალიან ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს. არსებობს კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც გამომცხვარი სახით უფრო სასარგებლოა, ვიდრე ნედლი სახით და ეს კარტოფილი არაა. პირდაპირ გეტყვით, ეს ხახვია. ის ნედლი სახითაც ჯანმრთელობისთვის ძალიან ღირებული პროდუქტია, მაგრამ ბევრი ადამიანია პირში დარჩენილი უსიამოვნო გემოს გამო გვერდს უვლის.

ხახვის სასარგებლო თვისებების ცოდნით ბევრი შეცდომით ფიქრობს, რომ ცხობის პროცესში მისი სასარგებლო თვისებები მცირდება. ეს სიმართლეს არ წარმოადგენს, რადგან მხოლოდ ეთერზეთები ორთქლდება, ხოლო მისი სამკურნალო თვისებები უფრო ძლიერდება.

როგორ გამოვაცხოთ ხახვი ღუმელში

100-150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ხახვი პირდაპირ ფურცლებიანად 15-30 წუთით აცხვეთ. საუკეთესო ეფექტის მისაღებად საშუალო ზომის ნახევარი ხახვი დილით, უზმოზე და მეორე ნახევარი დაძინებამდე 2-3 საათით ადრე შეჭამეთ. ასევე შეგიძლიათ სოკოსთან ან ხორცთან ერთად გარნირის სახით გამოიყენოთ. ძალიან გემრიელი კომბინაცია გამოგივათ.

გამომცხვარი ხახვის სასარგებლო თვისებები

გამომცხვარი ხახვის როლი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თვისება გლუკოზის დონეს ამცირებს და არეგულირებს. გამომცხვარი ხახვი გოგირდს შეიცავს, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობაზე და საკმარისი რაოდენობის ინსულინის წარმოებაზეა პასუხისმგებელი.

ხახვი შეიცავს რკინას, რომელიც ადამიანს ორგანიზმის სისტემის და ორგანოების სწორი მუშაობისთვის სჭირდება.

პნევმონიის და ბრონქიტის დროს გამომცხვარი ხახვი როგორც ზრდასრულების, ასევე ბავშვების სამკურნალოდ აქტიურად გამოიყენება.

გამომცხვარი ხახვი ხშირად უნდა მიიღოთ, თუ სისხლის შედედების პრობლემები გაქვთ.

ინფარქტის ან ინსულტის შემდეგ ექიმები გამომცხვარი ხახვის ყოველდღე მიღებას გირჩევენ. ის სისხლძარღვებს წმენდს და ათეროსკლეროზის ფოლაქებს მოგაშორებთ.

ამასთან არტერიულ წნევას არეგულირებს და შაკიკს კურნავს.

გამომცხვარი ხახვი შეგიძლიათ არა მხოლოდ ჭამოთ, არამედ მალამოს სახით გამოიყენოთ. ხახვის ფაფა წყლულებზე და ჭრილობებზე დაიდეთ, რომ ქსოვილების შეხორცების პროცესი დააჩქაროთ.

ასეთ ხახვის კომპრესს კარგი ანტიბაქტერიული მოქმედება გააჩნია. შეგიძლიათ ექიმის მეთვალყურეობის შემთხვევაში ბუასილის სამკურნალოდ გამოიყენოთ.

გამომცხვარი ხახვის რეგულარული გამოყენებით უამრავ უსიამოვნებას მოიშორებთ.