Connect with us

ჯანმრთელობა

გაიწმინდეთ სხეული სუპერ სწრაფად

ამ მეთოდის დახმარებით ორგანიზმს ძალიან სწრაფად გაიწმენდთ.

ეტაპი № 1

მთელი დღის განმავლობაში გაფილტრული ან მტკნარი წყალი დალიეთ. თქვენ შეგიძლიათ წყალს ლიმონის წვენი და თაფლი დაუმატოთ. 1 ჭიქა სუფთა წყალი ყოველი საკვების მიღების წინ დალიეთ.

ეტაპი № 2

სააფთიაქო ბაყაყურა შეიძინეთ – ეს მცენარე ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლებს კარგად აჩქარებს, მას წმენდს და ღვიძლზე დადებით გავლენას ახდენს. ბაყაყურას ნახარში დღეში 2-4-ჯერ დალიეთ.

ეტაპი № 3

საუზმის დროს 1 დესერტის კოვზი სელის თესლის ჭამა საკმარისია, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა გააუმჯობესოთ. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ სელის თესლს საღამოს წყალში ჩაალბობთ. მიღებული წებოვანი მასა ნაწლავების ლორწოვან გარსს ნაზად ედება და მის მოძრაობას აუმჯობესებს.

ეტაპი № 4

ყოველი საკვების მიღებიდან 20 წუთის შემდეგ მწვანე ან ბალახების ჩაი დალიეთ. ასეთი ჩაი სისხლში შაქრის დონეს აუმჯობესებს, კუჭში ანთებით პროცესებს ამშვიდებს, ღვიძლსა და თირკმლებს წმენდს. სასურველია, რომ მწვანე ან ბალახების ჩაის დალევა ყოველდღიურ ჩვევად გქონდეთ.

ეტაპი № 5

ენერგეტიკული სალათი მოამზადეთ.

ამისთვის დაგჭირდებათ:

  • 200 გრ ბროკოლის კომბოსტო
  • 120 გრ მწვანილების ფხვნილი
  • 40 გრ ავოკადო
  • 20 გრ თესლი
  • 100 გრ ახალი კიტრი
  • 50 გრ ბრინზა
  • 50 გრ პიტნის და ოხრახუში მწვანილი
  • ლიმონის წვენი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადება:

ინგრედიენტები დააქუცმაცეთ და კარგად აურიეთ, ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი მოასხით. სალათი მზადაა! ასეთი სალათი ფოლიუმის მჟავის მარილებს შეიცავს, რომელიც ენერგეტიკული ბალანსის აღდგენას ხელს შეუწყობს.