Connect with us

სახლი და დიზაინი

გაზონი ზარმაცებისთვის! უკვე 7 წელია სარეველა ბალახის პრობლემა აღარ მაწუხებს

ბევრი დიასახლისისთვის, მოვლილი გაზონი აგარაკზე იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლამაზი ყვავილებით სავსე კლუმბები. გასაკვირი არცაა რადგან მწვანე ბალახის საფარი იდეალურად იწოვს მტვერს, რისი წყალობითაც, სახლის ბინადრებსა და სტუმრებს სუფთა ჰაერით სუნთქვის საშუალება აქვთ. ამასთან, გაზონის არსებობა ზრდის ჰაერის ტენიანობას, რაც სიცხეში ნამდვილი ხსნაა. ასევე, ბევრს უბრალოდ ბალახზე წამოგორებაც უყვარს..

და დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ გაზონის უჩვეულო გაწყობაზე, უფრო სწორად, ბალახის არასტანდარტულ სახეობაზე. გასაკვირია, რომ ძალიან იშვიათად იყენებენ სამყურას ბალახის ნაცვლად, არადა ამ გასაოცარ მცენარეს უამრავი უპირატესობა აქვს სხვა ბალახებთან შედარებით.

სამყურა გაზონისთვის

სამყურა გამოირჩევა უპრეტენზიობით, რისი წყალობითაც მისი გაზრდა მარტივად შეიძლება ნებისმიერ ნიადაგში. ბალახის დიდი სიმჭიდროვე კი არ აძლევს ტენს აორთქლების საშუალებას, რაც დიასახლისებს მორწყვის აუცილებლობისგანაც ათავისუფლებს. თუმცა, ეს სამყურას გაზონის უპირატესობების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია.

სამყურას უპირატესობები

1. სამყურას აყვავება იზიდავს ფუტკრებს ახლო-მახლო ტერიტორიებიდან. მეფუტკრეებისთვის ასეთი გაზონი განსაკუთრებით მომგებიანია, რადგან ის ფუტკრებისთვის შესანიშნავ საკვებს წარმოადგენს. ასევე, ფუტკრებისა და პეპლების მოზიდვა ხელს შეუწყობს ახლომდებარე ბუჩქებისა და ხეების დამტვერვასა და გამრავლებას. არ გჭირდებათ ფუტკრები? მაშინ მოცელეთ სამყურა აყვავებამდე.

2. მსგავსი დაფარვა ესთეტიკურად გამოიყურება, სქელი, რბილი და ლამაზია ყვავილობის დროსაც. ასეთ გაზონზე სასიამოვნოა ჩამოჯდომაც და წამოგორებაც. ამასთან, სამყურა შეგიძლიათ სხვა მცენარეებთან ერთად დარგოთ.

3. სამყურა იდეალურია გამოუცდელი ან დაკავებული მეპატრონის ეზოში, რადგან ის ძალიან უპრეტენზიოა. მცენარეს არაფერი ემუქრება, თუ მისი მორწყვა დაგავიწყდებათ, ასევე, მას არც სასუქი სჭირდება. იგი ერთნაირად კარგად გრძნობს თავს ეზოს როგორც მზიან, ისე ჩრდილიან მხარესაც.

4. მცენარის ღეროები უძლებს დატვირთვას და მარტივად აღდგება, თუ მფლობელები მიეჩვივნენ მასზე წამოწოლას.

5. სამყურა – ნამდვილი სასუსნავია შინაური ცხოველებისთვის(ქათმების, იხვებისა და ღორებისთვისაც კი). სხვათაშორის, ამ მცენარეს სიამოვნებით შეექცევიან ზაზუნებიც და ზღვის გოჭებიც.

და მაინც, როგორც ნებისმიერ ბალახს, სამუყურასაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები გაზონის ამპლუაში:

1. იგი სწრაფად მოიცავს ტერიტორიას და შეავიწროვებს სხვა მცენარეებს. ეს იმ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, თუ ბალახს შემოუსაზღვრელ ტერიტორიაზე რგავთ, მკვეთრი ჩარჩოების გარეშე.

2. მოცელილი სამყურა ულამაზოდ გამოიყურება – მოჭრილი ღეროები სხვადასხვა მხარესაა მიმართული. საბედნიეროდ, 1 კვირაში ბალახი ისევ ამოიზრდება.

3. სამყურას დადგმა არაა რეკომენდებული ფერდობზე, რადგან მისი დაფარვა საკმაოდ სრიალაა. ამიტომ, მსგავს გაზონზე მარტივად დაეცემით, თანაც არაერთხელ.

თუ სამყურას ნაკლები არ გაშინებთ, მაშინ დროა, მის დარგვას შეუდგეთ, რადგან ამისთვის ოპტიმალური პერიოდი სწორედ მაისის შუა რიცხვებია, როცა მიწა კარგად თბება. ასევე, უმჯობესია, მისი დარგვა დაიწყოთ ნოტიო ნიადაგში ან დარგვის შემდეგ მორწყოთ.

უნდა აღვნიშნოთ, რომ სამყურა სწორი რაოდენობით უნდა დარგოთ, რათა ოპტიმალურად სქელი მწვანე საფარი მიიღოთ. ჩვენი გამოთვლებით, 0.5 კგ თესლი 1 ჰექტარ მიწას ფარავს.

ხოლო იმისათვის, რომ დარგვა გამარტივდეს, წინასწარ შეურიეთ სამყურას თესლი ქვიშას. ასეთ შემთხვევაში, საფარი თანაბარი იქნება.

თქვენ რომელი გაზონი გაქვთ ეზოში? გაგვიზიარეთ გამოცდილება.