Connect with us

ჯანმრთელობა

ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ენერგეტიკულ სასმელებს ანაცვლებენ

1. ციტრუსები

ბევრ ქვეყანაში დილაობით გრეიფრუტის ან ფორთოხლის წვენს სვამენ. ეს ხილი, წლის ცივი პერიოდების ჩემპიონებს წარმოადგენენ, რადგნ ისინი გამხნევებენ და ენერგიით გავსებენ. მათ კანში შემავალი ეთერზეთები კი ნერვულ სისტემას ამშვიდებენ. მაქსიმალური ეფექტის მირება გსურთ? გათალეთ ფორთოხალი, დატკბით მისი არომატით და შემდეგ შეჭამეთ ხილი ან წვენი გამოწურეთ და დალიეთ. გახსოვდეთ, რომ წვენში ვიტამინები მისი მომზადებიდან 10 წუთის განმავლობაში ნარჩუნდება.

2. ეხინაცეა

ეს ჯადოსნური მცენარე ორგანიზმის ძალებს აღადგენს, აძლიერებს იმუნიტეტს და იმუნური სისტემის მცენარეულ მოდულატორს წარმოადგენს. ის რბილად ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირყვალს და ხელს უწყობს ისეთი ჰორმონების გამომუშავებას, რომლებიც ანტიალერგიული და ანტირევმატული მოქმედებით გამოირჩევიან. აფთიაქში რამდენიმე ვარიანტს იპოვით – აბებს, სპირტის ნაყენს და მშრალ ეხინახეას – ნაყენის მოსამზადებლად.

3. ელეუთეროკოკი

მატონიზირებელი და გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე. მის ნაყენს ექიმები სტრესების, ნევროზების, მადის არ ქონის დროს ნიშნავენ. 2 სუფრის კოვზ მშრალ ელეუთეროკოს 1 ჭიქა მდურარე წყალი დაასხით და გააჩერეთ, შემდეგ გაწურეთ და დღის განმავლობაში დალიეთ. ის ყავაზე უკეთ გაგამხნევებთ და თან უარყოფითი ეფექტები არ გააჩნია,

4. ლიმონიკი

მისი სააფთიაქო ნაყენები როგორც წესი ლიმონიკის ფოთლებისა და ნაყოფისგან მზადდება. ეს მცენარე ჩემპიონია თავის ტვინის ქერქზე ზემოქმედებაში. თუ დღის განმავლოაბში თავს მოდუნებულად გრძნობთ და ვერ კონცენტრირდებით – სწორედ ეს ნაყენი გჭირდებათ. ნაყენი მაღლა წევს არტერიულ წნევას, ასე, რომ ეცადეთ არ გადააჭარბოთ შეფუთვაზე დატანილ დოზას.

5. ჟენშენი

ჟენშენის ნაყენი ნებისმიერ აფთიაქში იყიდება და იაფიც ღირს. თუმცა ეს საშუალება შესანიშნავი ენრგო სტიმულატორი და იმუნური სისტემის გამაძლიერებელი საშუალებაა. თუ გრძნობთ რომ ავად ხდებით, ეს ნაყენი გაიხსენეთ. ექიმები დეპრესიებისა და გადაღლილობის დროს ჟენშენის გამოყენებას გვირჩევენ. სასიამოვნო ბონუსები: ჟენშენის ფესვი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, ხსნის შეშუპებას, ორგანიზმს სტრესებთან და ფიზიკურ დატვირთვასთან გამკლავებაში ეხმარება.

6. ლიმონი + კოჭა

2 ნაჭერ კოჭას და ლიმონს მდურარე წყალი დაასხით და რამდენიმე წუთით დააყენეთ, შემდეგ დალიეთ. ჭიქაში ახალი მდუღარე წყალი ჩაასხით და კვლავ დააყენეთ. თუ ენერგიის შევსება გსურთ ამ არომატული სასმლის რამდენიმე ჭიქის დალეა შეგიძლიათ. კოჭა – ერთ-ერთი ყველაზე ვიტამინებით გამდიდრებული მცენარეა, ის იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს. იყავით ფრთხილად: ითვლება, რომ კოჭა მადას აძლიერებს.

7. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის ტონუსში თითქმის ისევე მოყავხართ, როგორც ყავას. მისი ძილის წინ დალევა სასურველი არ გახლავთ! შესაბამისად მეტაბოლიზმის გასაძლიერებლად მიდი ძილის წინ დალევა, კარგი იდეა ნამდვილად არ გახლავთ!

8. ქაცვი

ქაცვის სეროტონინს შეიცვა – ამ ნივთიერებას ბედნიერების ჰორმონს უწოდებენ. განწყობის გასაუმჯობესებლად, ჩაიში ცოტაოედენი ქაცვის წვენი ჩაასხით. ბეტა-კაროტინი თვალის ვიტამინებია, პოლიგაჯერებული ცხიმოვანი მჟავები კი სისხლძარღვების ელასტიურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

9. კრაზანა

ყველაზე ეფექტური მცენარეული ანტიდეპრესანტი. ის ამცირებს კორტიზოლის – სტრესის ჰორმონის დონეს. აძლიერებს ნორეპინეფრინის, სროტონინის და დოპამინის გამომუშავებას, ისინი ანტისტრესული ჰორმონები გახლავთ. საუკეთესოდ მოქმედებს კიტრისუნას (კიტრის ბალახი (ბოტ.) სამკურნალო ბალახი Borago officinalis), კრაზანასა და ვერბენის ჩაი. მის მოსამზადებლად 1-1 სუფრის კოვზი ბალახეული ჭიქაში ჩაყარეთ და მდუღარე წყალი დაასხით. შემდეგ ნაყენი გაწურეთ და დალიეთ. მაქსიმალურ ეფექტს ნაყენის მირების 6 კვირიანი კურსის შემდგომ იგრძნობთ. გახსოვდეთ, რომ ამ ნაყენის ანტიდეპრესანტებთან ერთად მირება არ შეიძლება.

10. ლევზეას ფესვი

ბუნებრივი ადაპტოგენი, ორგანიზმს ბუნების ცვლილებების გადატანაში, იმუნური სისტემის გაძლიერებაში, მეხსიერებისა და ყურადღების გაუმჯობესებაში ეხმარება. ლევზეას (მარალის) ფესვი, ჟოლოს ფოთლები, შავი მოცხარის, მარწყვის, კრაზანის და ბეგქონდარა ერთმანეთში თანაბარი პროპორციებით აურიეთ. ეს ჯადოსნური სასმელი უდიდესი მატონიზირებელი ეფექტით გამოირცევა, ის აღადგენს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს განწყობას.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.