Connect with us

საკითხავი

ბრძნული პრიტჩა წარსულის, მომავლის და აწმყოს შესახებ

ბევრ ადამიანს აქვს ე.წ. „გადახდა“ გარკვეული მიმართულებით.

არიან ისეთები, რომლებიც წარსულით ცხოვრობენ, განიცდიან დროზე, რომელმაც უკვე ჩაიარა, ან წლები საკუთარ თავს ჩადენილი დანაშაულის ან უთქმელი სიტყვის გამო საყვედურობენ.

არიან ისეთები, რომლებსაც ამ დღის სწრაფად გასვლა სურთ და ხვალინდელ დღეს მოუთმენლად ელოდებიან. დღე, თვე, წელი დიდი მიზნისთვის ბრძოლაში ან რაიმე სასურველი მდგომარეობის მიღწევაში გადის. მხოლოდ დიდი დროის გასვლის შემდეგ ხვდება ადამიანი, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ მომავალია. ის აწმყოს უგულებელყოფდა და არ იცის, როგორ მიიღოს სიამოვნება დღევანდელი დღით.

ამისთვის არსებობს ბრძნული პრიტჩა (იგავი).

სამი მოხუცი კამათობდა იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის: მისი წარსული, აწმყო თუ მომავალი.

პირველი მოხუცი თვლიდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წარსულია:

„სწორედ წარსული ქმნის ხასიათს. წარსული მიჩვენებს, თუ ვინ ვარ სინამდვილეში. როცა ვეჭვობ, შევძლებ კი რაიმეს მიღწევას, მხარდაჭერას წარსულში ვეძებ. ჩემი წარსული ქმედებები, მიღწევები, მიღებული გაკვეთილები ძალას და იმედს მაძლევს, რომ წინსვლა გავაგრძელო“.

მეორე მოხუცმა თავის ხმა მომავალს მისცა:

„წარსული შეუქცევადია. უკვე ვეღარ შევძლებთ იმის შეცვლას, რაც მოხდა. სამაგიეროდ ჩვენ მომავალზე გავლენის მოხდენა შეგვიძლია. ჩვენ ჩვენი მიზნებით, ოცნებებით, მისწრაფებებით ვცხოვრობთ. მომავლის სურვილი რომ არა, დილით გაღვიძება და ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა მოგვინდებოდა? ადამიანის ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი მიღება სურს და როგორი სურს რომ გახდეს.

აქ მესამე მოხუცი ჩაერია:

„თქვენ ლაპარაკობთ იმაზე, რაც არ არის. ამ მომენტისთვის არც წარსული და არც მომავალი არაა. წარსული უკვე მოხდა. ის, რისი მიღებაც მისგან შეგიძლიათ, დასკვნებია. ამ დასკვნების დახმარებით უფრო ბრძენი და დაკვირვებული გახდებით. მომავალი ჯერ კიდევ არაა და ვერავინ დაგპირდებათ, რომ ის იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც წარმოგიდგენიათ. ჩვენ მასზე გავლენის მოხდენა შეგვიძლია, მაგრამ ყველაფერი მასზე არაა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, არ არის არც მომავალი და არც წარსული. არსებობს მხოლოდ აწმყო. ის, თუ როგორ ცხოვრობთ აწმყოში, თქვენი ნამდვილი ცხოვრებააა. ყველაზე მნიშვნელოვანი დღე და საათი არის დღეს და ახლა.

მოხუცები გაჩუმდნენ.

და აქ კარი მესამე მოხუცის ცოლმა შემოაღო:

„კვლავ ფილოსოფოსობ, უსაქმურო. წადი, თხა მოწველე და სახურავი შეაკეთე. თავად ამბობ, რომ აწმყოთი უნდა ვიცხოვროთ. აწმყო არა მხოლოდ მსჯელობა, არამედ რეალური საქმეა. ის ყოველთვის ლამაზი და სასიამოვნო არაა, მაგრამ ეს ცხოვრებაა“.