Connect with us

თავის მოვლა

ბოტოქსის ნაცვლად ჩვეულებრივი სახამებელი გაგიქრობთ ყველა ნაოჭს!

გაითვალისწინეთ რომ ამ ნიღბების გამოყენება არ შეიძლება დაზიანებულ კანზე. სახამებელი ჰიპოალერგიული პროდუქტია და მასზე ყველას ინდივიდუალური რეაქცია აქვს.

რისგან შედგება სახამებლის ნიღაბი?

სახამებლის პოვნა ნებისმიერ სამზარეულოში შეიძლება. ამ პროდუქტს ჩვენი ორგანიზმისთვის უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია. მისი ნიღბები სასარგებლოა სიმკვრივის, გათეთრების, ასაკობრივი ცვლილებების, სიწიტლისა და შეშუპებებისთვის. ნიღბები ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით უნდა ჩამოიბანოთ. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი ან გადაისვით ყინულის კუბი.

მიმიკური ნაოჭების წინააღმდეგ

პატარა ქვაბში ადუღებამდე მიიყვანეთ 50 მილიგრამი წყალი. სანამ ის ადუღდება აურიეთ სუფრის კოვზი სახამებელი – 100 მილიგრამ წყალთან და ადუღებულ წყალში ჩაასხით, ფრთხილად ურიეთ. ადუღების შემდეგ ნარევი დატოვეთ და დააცადეთ გაგრილება. როდესაც ბოლომდე გაცივდება მასში ჩაასხით 1 სუფრის კოვზი არაჟანი და 4-5 კოვზი ახალგამოწურული სტაფილოს ან გოგრის წვენი. კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მირებამდე. წაისვით სახეზე მასა და გაიცერეთ 30 წუთი.

მშრალი კანისთვის

შემადგენლობის ადუღების შემდეგ, გააცივეთ წინა რეცეპტის მასა და მასში ნებისმიერი მცენარეული ზეთი ჩაასხის. წაისვით 15-20 წუთი. დარჩენილი მასა კი მაცივარში შეინახეთ რამდენიმე დღის განმავლობაში.

ცხიმიანი კანისთვის

ეს მასა ცხიმოვან მბზინვარებას მოგაცილებთ და კანს სიგლუვეს მოანიჭებს. ათქვიფეთ სახამებელი უმ კვერცხის ცილასთან. თანდათანობით დაუმატეთ რამდენიმე კოვზი თბილი წყალი, დაუმატეთ 5-7 კოვზი ლიმონის წვენი და აურიეთ. დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით. პროცედურები 2 კვირის განმავლობაში, დრეგამოშვებით ჩაიტარეთ. შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ სურვილისამებრ.

პიგმენტური ლაქებისთვის

კარგად აურიეთ 1 სუფრის კოვზი სახამებელი წვრილად გახეხილ ახალ კიტრთან ერთად და ლიმონის წვენთან (2-5 წვეთი) 20 წუთით და ჩამობანვის შემდეგ ყინულის ნატეხი გააიტარეთ სახეზე.

კანის გათეთრებისთვის

3 წილ სახამებელზე აირეთ 1 წილი სოდა და 2 – გლიცერინი. აურიეთ და წაისვით 25 წუთი. ნარჩენები შეიძლება ხელსახოცით მოიცილოთ ან ჩამოიბანოთ.

ნებისმიერი ტიპის კანისთვის

1 სუფრის კოვზი სახამებელი აურიეთ კვერცხის ცილასთან და 1 კოვზ კეფირთან ერტად, წაისვით 30 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ ყოველ მეორე დღეს – სამი კვირის განმავლობაში.