Connect with us

ჯანმრთელობა

„ბორო პლიუსი“ – იაფი საშუალება, რომელიც ბევრ სარგებელს შეიცავს. ახლა უკვე ვიცი, ჩემს კანს რა სჭირდება

დღეს ისეთ საშუალებაზე მინდა გიამბოთ, რომელიც ქებას ნამდვილად იმსახურებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური კრემია, რომელიც ბევრ პრობლემას მოგაშორებთ. აიურვერდულ ბალახებზე დაფუძნებული შემადგენლობა, ნატურალური ინგრედიენტები, ანტისეპტიკური ეფექტი – ამ მალამოს ყველა სამკურნალო თვისების გაგების შემდეგ მიხვდებით, თუ კოსმეტიკის ჩანთაში ყოველთვის რატომ მაქვს.

კრემი „ბორო პლიუსი“

უნივერსალური – ეს სიტყვა სწორედ მასზეა. კრემის მოქმედების სფერო შთამბეჭდავია. პირადად, მე ანტისეპტიკურ საშუალებად ვიყენებ. ბავშვებსა და ზრდასრულებში ჭრილობების და ნაკაწრების სწრაფად შეხორცებას ხელს უწყობს. თუმცა ეს მისი შესაძლებლობების ძალიან მცირე ნაწილია.

როგორ გამოვიყენოთ „ბორო პლიუსი“

1. სახის კანის სიმშრალის და აქერცვლის დროს

მშრალი კანის მოსავლელად ამაზე უკეთესი არაფერი არსებობს. კრემი აქერცლილ კანს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში შესანიშნავად უმკლავდება. შეგიძლიათ კოსმეტიკური პროცედურების (სხვადასხვა პილინგი და წმენდა) შემდეგ შემახორცებელ საშუალებად გამოიყენოთ.

2. ხელის კანის დასაცავად

ხელის კანს კვებავს, კუტიკულას უვლის და არბილებს.

3. პრობლემური კანის, აკნეს და ფერიმჭამელების სამკურნალოდ

მალამო საკმაოდ ცხიმიანია, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ! ღამით კანზე თხელ ფენად წაისვით და ზედმეტი ნარჩენი სალფეთქით მოიშორეთ. კურკუმა, ოთხფურცელა მარწყვა-ბალახი, ალოე, ძირტკბილას ექსტრაქტი – ყველა ეს ბუნებრივი კომპონენტი კანის ნებისმიერ ნაკლს გაუმკლავდება.

4. დახეთქილი ტუჩების შესახორცებლად, ჰერპესის სამკურნალოდ

კრემი დახეთქილ ტუჩებს სწრაფად შეხორცებაში დაეხმარება. ის ჰერპესის სამკურნალოდაც ეფექტურია. ტუჩებს გასაოცარ სირბილეს ანიჭებს და ძალიან კარგად ატენიანებს.

5. დამწვრობის დროს

კრემი დამწვრობის დროს შეუცვლელია! კანს არა მხოლოდ სწრაფად აღდგენაში ეხმარება, არამედ მტკივნეულ შეგრძნებას ამცირებს და ეპიდერმისს ამშვიდებს. კრემში შემავალი სანდლის ხე სწორედ რომ დამწვრობის დროს განსაკუთრებით ეფექტურია.

6. გაპარსვის შემდგომი გაღიზიანების და ალერგიის დროს

არანაირი სიწითლე და გამონაყარი! ასეთ უსიამოვნებებს ერთ ღამეში მარტივად მოიშორებთ.

7. დახეთქილი ქუსლების საწინააღმდეგოდ

თუ ყოველ საღამოს „ბორო პლიუსის“ კრემს წაისვამთ, ქუსლები ძალიან რბილი გახდება. გარდა ამისა, კრემს სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

კრემის შესახებ ძალიან ბევრი ადამიანი დადებით შეფასებას იძლევა და ამასთან ინტერესდებიან, თუ მწვანე და იისფერ ვერსიას შორის რა განსხვავებაა. შემადგენლობით ორივე თითქმის ერთნაირია, მხოლოდ სუნით და სიმკვრივით განსხვავდებიან. იისფერი „ბორო პლიუსი“ უფრო მკვრივი და ცხიმიანია, ზამთარში სახის კანის მოსავლელად იდეალურია. ამასთან უფრო მკვეთრი სუნი აქვს.

მწვანე „ბორო პლიუსს“ უფრო მსუბუქი კონსისტენცია აქვს, ამიტომ პრობლემური კანის სამკურნალოდ იდეალურია. მას არც თუ ისე ცხიმიანი შემადგენლობა აქვს. აი, მთელი განსხვავება!

ამ ხელმისაწვდომი საშუალების კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შეგიძლიათ დიდხანს გამოიყენოთ. მალამო ნელა იხარჯება და ძალიან ეკონომიურია!

„ბორო პლიუსზე“ მთელი საქები ოდა გამოვიდა, მაგრამ ეს ცარიელი სიტყვები არაა. სცადეთ და თავად დარწმუნდით!