Connect with us

ჰოროსკოპი

ბიჭებს ასაკით უფროსი ქალები მოსწონთ – ზოდიაქოს რომელ ნიშნებს იზიდავთ დიდი ასაკობრივი სხვაობის ურთიერთობა

ბიჭებს ასაკით უფროსი ქალები მოსწონთ - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს იზიდავთ დიდი ასაკობრივი სხვაობის ურთიერთობა

არათანასწორი ქორწინება იმდენი არსებობს, რამდენიც ქალსა და მამაკაცს შორის სასიყვარულო ურთიერთობაა. მხოლოდ ორმა იცის, თუ რა ხდება მათ სულში, როცა ისინი სტატუსით და ასაკით განსხვავებულ პარტნიორს ირჩევენ.

ბიჭებს ასაკით უფროსი ქალები მოსწონთ

ასეთ წყვილებზე დაკვირვება საშუალებას იძლევა გამოვიტანოთ დასკვნა, რომ არათანაბარი ქორწინების დროს პარტნიორის არჩევაზე გავლენას ცნობილი ადამიანებიც ახდენენ. ასე დაიბადა ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც პარტნიორებს შორის ტრადიციულ ასაკობრივ სხვაობას უგულებელყოფენ, თუ მათ დიდი სიყვარული იპყრობთ. ვინ არიან ისინი?

1.მერწყული

ერთ-ერთი ყველაზე გონიერი ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც სხვის შეცდომებზე სწავლა უყვარს. სწორედ ამიტომ მამაკაცი მერწყული პარტნიორად მასზე უფროს ქალს ხშირად ირჩევს, რომ ახალი გამოცდილება ყოველგვარი ფსიქოლოგიური ტრავმების და სტრესის გარეშე მიიღოს.

2.თევზები

კიდევ ერთი მშვიდობის მოყვარე ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც კლუბის ქაოსს ოჯახის სიმშვიდე ურჩევნია. მამაკაცი თევზები სამუშაო დღის შემდეგ მყუდრო ბუდეში მისვლაზე, პარტნიორის თბილ გვერდზე მიწოლასა და მოდუნებაზე ოცნებობენ. ზუსტად უფროსს ქალებს ასეთი მყუდროების შექმნა შეუძლიათ.

3.ქალწული

სახლში მშვიდობის და სიწყნარის ქონის სურვილი მამაკაც ქალწულებს გონიერი ქალების ძიებისკენ უბიძგებს, ვისთანაც ემოციურ და ფსიქოლოგიურ კავშირს დაამყარებენ. როგორც წესი, ეს ქალები ასაკით უფროსები არიან.

4.სასწორი

ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობის ძებნა მამაკაცი სასწორი იმ აზრამდე მიჰყავს, რომ მსგავსი რამ შესაძლებელია მხოლოდ უფროს ქალთან არის. ამასთან, დიდი ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია, თუ საწოლში მათი ტემპერამენტი ერთმანეთს დაემთხვევა.

და პირიქით: უფროსი კაცები უფრო ახალგაზრდა ქალებს ირჩევენ

1.ლომი

დახვეწილ და მეფურ ლომ ქალს თაყვანისცემა და ძვირფასი საჩუქრები სჭირდება. ვინ უზრუნველყოფს ამ ყველაფრით? რა თქმა უნდა, შემდგარი და შეძლებული მამაკაცი. და ისინი, როგორც წესი, ასაკით უფროსები არიან.

2.სასწორი

ქალ სასწორს მისი შეხედულების მიხედვით მამაკაცის აღზრდის სურვილი და დრო არ აქვს. მას მსგავსი ახლავე და სრული შემადგენლობით სჭირდება. ასეთი ვარიანტს მხოლოდ უფროსი მამაკაცები იძლევიან.

3.მერწყული

თავისუფლების მოყვარე ქალი მერწყული ტოტალურ კონტროლს და ეჭვს ურთიერთობაში ვერ იტანს, ამიტომ გონიერ მამაკაცებს ირჩევენ, რომლებიც საკუთარ პარტნიორს ენდობიან. ეს კი მხოლოდ წლების შემდეგ მოდის.

4.თხის რქა

მხოლოდ ის მამაკაცი, რომელიც სტაბილურობას და ურთიერთობის სიმყარეს დააფასებს და ამით ქალ თხის რქას უზრუნველყოფს, წყვილში სიამოვნებით მიღებული იქნება. და მნიშვნელობა არ აქვს, ის 10 თუ 20 წლით უფროსი იქნება. მთავარია – ქორწინებაზე საერთო შეხედულება.

სინამდვილეში, ისეთი წვრილმანი რამ, რაც ასაკია, სიყვარულსა და ბედნიერ ურთიერთობას ხელს არასდროს უშლის, თუ გრძნობა ნამდვილი და ძლიერია. მსგავსი ტენდენცია თქვენში ან ახლობლებში შეგიმჩნევიათ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *