Connect with us

ჯანმრთელობა

ბიუჯეტური ხილი, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამცირებს

რამდენიმე ათეული წლის წინ ადამიანები არც ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე ჯანმრთელობაზე. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ამაზე ნერვიულობა ღირს. „ცუდი“ ქოლესტერინი – მიზეზი, რის გამოც ვითარდება ისეთი დაავადება, როგორიცაა სისხლძარღვების ათეროსკლეროზი. ის ინფარქტს და ინსულტს იწვევს, რომელიც ადამიანს ცხოვრებას ართმევს.

ორგანიზმში ქოლესტერინის დონის კონტროლი აუცილებელია. თუ ქოლესტერინის დონე მაღალია, მის შემცირებაზე უნდა იზრუნოთ. ცოტამ თუ იცის, რომ ამ საქმეში საკმაოდ იაფი დამხმარე არსებობს. ვაშლი ქოლესტერინის შემცირებას ხელს უწყობს. მთავარია, რეგულარულად მიირთვათ.

ბიუჯეტური ხილი, რომელიც ქოლესტერინს ამცირებს

ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ დღეში 2 ვაშლი „ცუდ“ ქოლესტერინთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ისინი კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს ეყრდნობიან. კვლევის მონაწილეები ყოველდღე ამ ხილს მიირთმევდნენ. შედეგად, სისხლძარღვების ათეროსკლეროზის გამომწვევი ქოლესტერინის დონე მცირდება.

კვლევის მონაწილეები დღეში 2 ვაშლს მიირთმევდნენ. ასეთი რაოდენობა საკმარისია, რადგან ხილი ბევრ პოლიფენოლს და პექტინს შეიცავს (სასარგებლო უჯრედისი, რომელიც სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის ათვისებას აფერხებს).

ვაშლის სარგებელი ორგანიზმზე

ვაშლს ბევრი სხვა სასარგებლო თვისება აქვს. ხილი ორგანიზმიდან ზედმეტ წყალს და მარილს გამოდევნის. ჰიპერტონიის დროს ვაშლის მიღება აუცილებელია. ვაშლი უნდა მიირთვან მათაც, ვინც ბევრი სისხლი დაკარგა. ვაშლი ხომ ბევრ რკინას შეიცავს. სწორედ ამიტომ, ეს ხილი ჰემოგლობინის დონეს ზრდის.

ვაშლი საჭმლის მომნელებელ სისტემას აწესრიგებს. ორგანული მჟავები, რომლებიც ამ ხილში გვხდება, კუჭის წვენის გამომუშავებას სტიმულირებს. მასში შემავალი მცენარეული უჯრედები ორგანიზმიდან შხამიან ნივთიერებებს გამოდევნის. სწორედ ამიტომ, ვაშლი მოწამლული პაციენტების რაციონში უნდა შედიოდეს.

ვაშლი ვიტამინების წყაროა, ამიტომ მისი რეგულარულად მიღება აუცილებელია. ამრიგად, ორგანიზმს დაეხმარებით. ხილი იაფია, ამიტომ მისი შეძენა არ გაგიჭირდებათ. იდეალური ბიუჯეტური ვარიანტი მათთვის, ვინც ჯანმრთელობაზე ზრუნავს.