Connect with us

ჯანმრთელობა

ბანანი – ძლიერი იარაღი 21-ე საუკუნის შავი ჭირის წინააღმდეგ. გირჩევთ, ჩართოთ ის კვების რაციონში დღეიდანვე

დღეს ათეროსკლეროზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ის იმის გამო ვითარდება, რომ სისხლძარღვების შიდა კედლებში ცხიმები და ქოლესტერინის ფოლაქები გროვდება. ეს სისხლს ნორმალურ მიმოქცევასა და უჯრედისთვის ჟანგბადის მიწოდებაში ხელს უშლის. ასევე სისხლძარღვები ნაკლებად ელასტიური ხდება.

უკვე წლებია ცდილობენ, ასეთი პრობლემის წარმოქმნის მიზეზის გარკვევას და მისი გადაჭრის პოვნას. ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ბანანის რეგულარული მოხმარება ათეროსკლეროზის სწორ პროფილაქტიკას წარმოადგენს.

ბანანი და ათეროსკლეროზი

ყველაფერი დიდი რაოდენობით კალიუმშია. ამ ელემენტის ორგანიზმზე გავლენა მღრღნელებზე ექსპერიმენტის ჩატარებით გამოიკვლიეს. შედეგმა აჩვენა, რომ კალიუმის დეფიციტი სისხლძარღვების ბლოკირებას ხელს უწყობს.

სწორედ ამიტომ, ყურადღება უნდა მიაქციოთ პროდუქტებს, რომლებიც ამ ნივთიერებას დიდი რაოდენობით შეიცავენ: ბანანი, ავოკადო, პარკოსანი პროდუქტი, კარტოფილი. ასევე კალიუმი სისხლძარღვების ელასტიურობის შენარჩუნებაში ეხმარება.

გარდა ამისა, ბანანით ორგანიზმი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას მიიღებს. მისი მიღება ღირს მხედველობის გასაუმჯობესებლად და თვალის დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობისთვის. ასევე ყვითელი ნაყოფი შეგიძლიათ გამოიყენოთ კოსმეტიკური მიზნით: თმის ცვენის, კანის სიმშრალის და ფრჩხილების მტვრევის დროს.

მრავალრიცხოვანმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ მენსტრუაციის დროს ბანანი მტკივნეულ შეგრძნებას ამცირებს და წნევას არეგულირებს. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.