Connect with us

საკითხავი

ბანანის ქერქის გამოყენების 12 უჩვეულო მეთოდი

ბანანი ფაფის, ბლითის, სმუზის და სხვა კერძების დანამატის სახით იდეალური საშუალებაა. ბანანის ჭამის ან გამოყენებისას ქერქს ჩვეულებრივ ვაგდებთ და სხვადასხვა სფეროში მის გამოყენებაზე არც კი ვფიქრობთ. რა შეიძლება გავაკეთოთ ბანანის ქერქით?

1. მეჭეჭების მოშორება

ბანანის ქერქი მეჭეჭების მოსაშორებელი ხალხური საშუალებაა. ქერქის შიდა მხარე მეჭეჭებზე დაიდეთ, პლასტირით დააფიქსირეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ. მეჭეჭის გაქრობამდე პროცედურა გაიმეორეთ. რამდენიმე მეჭეჭის მოშორებას შეიძლება 1 კვირა დასჭირდეს, ზოგისთვის კი 1 თვე დაგჭირდებათ.

2. კბილების გათეთრება

ეს ნამდვილი სიახლეა. როგორც აღმოჩნდა, ბანანის ქერქის დახმარებით სახლის პირობებში კბილების გათეთრებას შეძლებთ. გაწმენდის შემდეგ ქერქის შიდა მხარით კბილების ზედაპირი გაიწმინდეთ, რომ ემალს ლაქები მოაშოროთ და კბილის პასტის ქიმიური ნივთიერებების პოტენციური ზიანი გაანეიტრალოთ. ეფექტი ბანანის ქერქში კბილებისთვის სასარგებლო მინერალების მაღალი კონცენტრაციის წყალობით მიიღწევა.

3. ხორცის დარბილება

ბანანის ქერქში „დამარინადებული“ ხორცი უფრო ნაზი გახდება.

4. მცენარეების გამოკვება

მცენარეების გამოსაკვებად ბანანის ქერქის გამოყენების ყველაზე მარტივი მეთოდი – უბრალოდ მიწაში ჩარგეთ. ამისთვის ქერქი დანით ან მაკრატლით გაჭერით. ამის შემდეგ მცენარე ფოთლებით და ყვავილებით გაივსება. ბანანის ქერქი 10 დღეში მიწაში დაიშლება, რის შემდეგაც მას ბაქტერიები შეჭამენ.

5. მწერის ნაკბენზე ქავილის შესამსუბუქებლად

რამდენიმე წუთის განმავლობაში ბანანის ქერქი მწერის ნაკბენის ან შხამიანი სუროს დამწვრობის ადგილას დაიდეთ. როგორც ლიმონი, ბანანის ქერქი უსიამოვნო შეგრძნებას შეამცირებს.

6. ხიჭვის ამოსაღებად

თუ ხელთ არსებული საშუალებებით ხიჭვის ამოღებას ვერ ახერხებთ, ბანანის ქერქის ნაჭერი შიდა მხრიდან ხიჭვს დაადეთ და 24 საათით დააფიქსირეთ. ფერმენტები ხიჭვს კანის ზედაპირზე გამოიტანენ, სადაც მის მარტივად მოშორებას შეძლებთ.

7. აკნეს განკურნება

ბანანის ქერქის ნაჭრით სახის კანი დაიმასაჟეთ, რბილი მხარე შეიზილეთ. ასეთი მასაჟი რამდენიმე დღეში ერთხელ ჩაატარეთ. პილინგის მსგავსად ბანანის ქერქში შემავალი ნატურალური ხილის მჟავები და მკვებავი ნივთიერებები კანს რბილად აქერცლავს, გამოკვებავს, დაატენიანებს და ბზინვარებას მიანიჭებს. ზოგიერთი ადამიანი რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ნაოჭების შემცირებასაც აღნიშნავს.

8. ფეხსაცმლის გასაპრიალებლად

ბანანის ქერქში შემავალი ბუნებრივი ზეთების და ცვილის დახმარებით ტყავის ფეხსაცმლის გაწმენდას და გაპრიალებას შეძლებთ. ფეხსაცმელი ქერქით გაწმინდეთ, შემდეგ ქაღალდის პირსახოცით ან მშრალი ქსოვილით გააპრიალეთ.

9. ნაოჭების გაჩენის შეფერხება

ბანანის ქერქის დახმარებით არა მხოლოდ მცენარეები, არამედ სახის კანიც აყვავილდება. რბილი ქერქით სახის კანის გაწმენდა საკმარისია, რომ კანი დატენიანებული გახდეს. წვრილი ნაოჭების მოშორებაში დაგეხმარებათ. სახის ბანანით გაწმენდიდან ცოტა ხანში შეგიძლიათ კრემი წაისვათ.

10. ვერცხლის აქსესუარების გასაპრიალებლად

ბანანის ქერქი შეგიძლიათ ვერცხლის აქსესუარების გასაწმენდად გამოიყენოთ. ქერქი დააბლენდერეთ და კბილის პასტის კონსისტენციის მისაღებად წყალი დაუმატეთ. შემდეგ რბილი ქსოვილით და ცოტა პასტით ვერცხლის გაწმენდა დაიწყეთ. მუქი ნადები სწრაფად გაქრება. ამის შემდეგ წყალი გადაავლეთ და ზედაპირი ბზინვარების აღსადგენად რბილი ქსოვილით გააპრიალეთ.

11. ბუგრების მოსაშორებლად

ბუგრებს ბანანის ეშინიათ. მცენარის დასაცავად ბანანის ქერქი გაჭერით და მცენარის ირგვლივ მიმოფანტეთ.

12. სისხლჩაქცევების შესახორცებლად

სისხლჩაქცევების სწრაფად შესახორცებლად ბანანის ქერქით გაიწმინდეთ. ისინი შეხორცების პროცესს დააჩქარებენ.