Connect with us

ვიდეო

ბალახები პოდაგრის, სახსრებში შარდის მჟავის კრისტალიზაციის შესამსუბუქებლად

უამრავი ბალახი არსებობს, რომელიც პოდაგრას შეამსუბუქებს და ანთებას და ტკივილს შეამცირებს.

ზოგიერთ ადამიანში პოდაგრა მემკვიდრეობით ნივთიერებათა ცვლის დარღვევას წარმოადგენს. თუმცა ჩვეულებრივ შარდის მჟავის დონის მატებას სხვა რაღაც იწვევს და ტკივილის შეტევებს იწვევს. დაახლოებით 1 მლნ ადამიანს პოდაგრა აწუხებს. უდაოდ, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა.

პოდაგრის წარმოშობის მიზეზები

საკვებზე ალერგიამ შეიძლება პოდაგრა გამოიწვიოს. როცა გარკვეული საკვების მიმართ მგრძნობიარე ადამიანი ამ პროდუქტებს რაციონიდან იღებს, აღმოაჩენს, რომ მისი პოდაგრაც გაქრა.

პოდაგრა ხშირად ჭარბი წონის მქონე ადამიანებში გვხვდება. პოდაგრის მქონე ადამიანების თითქმის ნახევარს როგორც მინიმუმ რეკომენდებულზე 15%-ით მეტი წონა აქვს.

პოდაგრის სხვა მიზეზები

  • სტრესი შარდის მჟავის დონეს ზრდის
  • დაზიანება
  • კანდიდა ან ანტიბიოტიკების გამოყენება
  • ვიტამინების, განსაკუთრებით B5, A და E ვიტამინების დეფიციტი
  • ქიმიოთერაპია – უჯრედების დარღვევის გამო ექსტრემალური რაოდენობის შარდის მჟავის გამოყოფა ხდება.
  • ჰიპოთირეოზი ხშირად პოდაგრასთან კავშირშია.
  • ატმოსფერული წნევის შემცირებამ შეიძლება შეტევა გამოიწვიოს.

ბუნებრივი მეთოდით პოდაგრის შემამსუბუქებელი ბალახები

კოჭის ფესვები

კოჭის ფესვების ჩაი მოამზადეთ და დღეში 1-2-ჯერ დალიეთ. ზომიერი, მაგრამ რეგულარული მიღების შემთხვევაში პოდაგრის მკურნალობისას ტკივილი და შეშუპება შემცირდება. ნახევარი ჩ/კ კოჭის ფხვნილი აიღეთ, 1 ჭიქა წყალი აადუღეთ და კოჭის ფხვნილს დაასხით.

ჰარპაგოფიტუმი

ანთების საწინააღმდეგო ბალახი, რომელიც პოდაგრის ძლიერი ტკივილის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. ამასთან ერთ-ერთი მთავარი ბალახია, რომელსაც ართრიტის შესამსუბუქებლად იყენებენ.

თუ თან დიაბეტი გაწუხებთ ან სისხლის გამათხელებელ საშუალებას სვამთ, ამ ბალახის მიღება არ ღირს. თუ მისი გამოყენება ნებადართულია, ჩაი მოადუღეთ.

ნახევარი ჩ/კ დაქუცმაცებული მცენარე აიღეთ. 1 ჭიქა წყალი აადუღეთ. დაქუცმაცებული ბალახი წყალს დაუმატეთ და 10 წუთით დააყენეთ. ამ ბალახის ჩაი დღეში ერთხელ დალიეთ.

ვარდკაჭაჭა

ბალახი ართრიტის და პოდაგრის სამკურნალოდ უკვე 2000 წელია ფართოდ გამოიყენება. ვარდაკაჭაჭას ფესვების ფხვნილი მოამზადეთ და 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით.

შეგიძლიათ ცივი სახვევი გაიკეთოთ. ეს სახვევი პოდაგრით დაზიანებულ სახსარზე გამოიყენეთ და ცოტა ხნით გაიჩერეთ, რომ ტკივილი და ანთება შეამციროთ.

წითელი სამყურა

ტრადიციულად იყენებენ პოდაგრის სამკურნალო სტანდარტულ საშუალებად, ასევე ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად და ფსორიაზის, ეგზემას  სამკურნალოდ. ამასთან კვლევამ აჩვენა, რომ წითელი სამყურა სისხლს ათხელებს.

სწორედ ამიტომ, მისი მიღება არ ღირს, თუ ანტიკოაგულანტურ პრეპარატებს იღებთ. თუმცა მცენარე მდიდარია იზოფლავონებით. პოდაგრის სამკურნალოდ მისი სარგებლის მიზეზები ჯერ შესწავლილი არაა.