Connect with us

თავის მოვლა

ახალშობილის ქუსლები: 3 საუკეთესო და სასარგებლო აბაზანა ფეხებისთვის

ქუსლებზე კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რადგან სხეულის სწორედ ეს ნაწილი ექვემდებარება ყველაზე დიდ დატვირთვას.

განსაკუთრებით, ეს საჭიროა გაზაფხულსა და ზაფხულში, როცა ქალბატონები სანდლებს იცვამენ. უხეში კანი ქუსლზე უამრავი ქალისთვის მთავარი პრობლემაა. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ნახეთქები ქუსლებზე.

ამ პრობლემასთან ბრძოლა მარტივი არაა. ნახეთქების გაჩენას ბევრი შესაძლო მიზეზი აქვს. მაგალითად, ავიტამინოზი, სოკო, შაქრიანი დიაბეტი და, ხშირად, ვიწრო და მოუხერხებელი ფეხსაცმელი.

ცნობილია, რომ კოჟრები და ნახეთქები არ უნდა მოიჭრათ. გაუხეშებული ქუსლის დასარბილებლად მხოლოდ პემზა ან სპეციალური ქლიბი უნდა გამოიყენოთ.

თუ პირველი ნახეთქები გაჩნდა, აუცილებლად უნდა მიიღოთ ანტიბაქტერიული საშუალება. ბუნებრივია, ქუსლების მოვლა აუცილებელია რეგულარულად. ამასთან, საჭიროა კვების დაბალანსებაც.

ქუსლის ნახეთქების წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა აბაზანები. განსაკუთრებით ეფექტურია მარილისა და სოდის კომბინაცია. ასეთი პროცედურა დაუყოვნებლივ დადებით შედეგს მოგცემთ ქუსლებზე.

ქუსლების დარბილება

1. ცაცხვისა და ღვინის აბაზანა

1 ჭიქა თეთრი ღვინო გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე. ადუღებისთანავე ჩაყარეთ 1 ჭიქა ცაცხვის ყვავილები. გააჩერეთ 2-3 წუთით. ჩაასხით ხსნარი ვარცლში და დაელოდეთ ოდნავ გაგრილებას. ფეხები დაახლოებით 30 წუთით უნდა ჩაალბოთ. შემდეგ მოიხეხეთ დარბილებული უხეში კანი პემზის გამოყენებით.

2. მწვანე ჩაის აბაზანა

აიღეთ 2 კოვზი მწვანე ჩაი და ჩაყარეთ დასაყენებელ ჩაიდანში. დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი. 7 წუთის შემდეგ გადაასხით ჩაი ვარცლში, ორთქლზე გააჩერეთ ფეხები. დაუმატეთ 2.5 ლიტრი წყალი და ჩაალბეთ ტერფები ხსნარში. პროცედურა 16-17 წუთს წაიღებს. მკურნალობის კურსი ორკვირიანია. 3-5-დღიანი შესვენების შემდეგ, გაიმეორეთ პროცედურა.

3. აბაზანა ვაშლის ძმრით

განსაკუთრებით სასარგებლოა სოკოვანი ინფექციების დროს. აიღეთ 6%-იანი ვაშლის ძმარი და გააზავეთ თბილ წყალში(2 ს.კ. ძმარი 1 ლ წყალზე).

თქვენ როგორ მკურნალობთ ქუსლებზე ნახეთქებს?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.