Connect with us

თავის მოვლა

ახალგაზრდობა და სილამაზე სულ რაღაც თეთრებად

ჩვენ ლუქს კატეგორიის სილამაზის პროდუქტები მოგვწონს, მაგრამ ზოგჯერ მათი შეძენა შეუძლებელია. ამ სიტუაციაში დაგეხმარებათ თეთრებად ღირებული საშუალებები, რომელთა თვისებების შესახებ ნაკლებად არის ცნობილი.

სალიცილის მჟავის სპირტიანი ხსნარი

ფასი: დაახლოებით 0,9 ლარი

ეს მჟავა პრობლემური, ანთებისკენ მიდრეკილი კანისთვის განკუთვნილ თითქმის ყველა პროდუქტში შედის. ბამბის ჩხირის დახმარებით ლოკალურად, აკნეზე წაისვით – ასე აკნეს გააშრობთ, დეზინფექციას გაუკეთებთ და სწრაფ შეხორცებას ხელს შეუწყობთ.

თუთიის მალამო

ფასი: დაახლოებით 1,5 ლარი

ამ ლეგენდარული მალამოს რეპუტაცია შთამბეჭდავია: ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მას აკნეს სამკურნალოდ, ჭრილობის შესახორცებლად და კანის სხვა უსიამოვნო პრობლემების დროს იყენებენ. ასევე ლოკალურად ანთებაზე გამოიყენეთ, გამოშრობა აცადეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ – დილით თქვენი პრობლემა გაქრება, ან როგორც მინიმუმ მნიშვნელოვნად შემცირდება.

წიწაკის ხსნარი

თუ თმის ცვენა გაწუხებთ ან უბრალოდ მათი ზრდის დაჩქარება გსურთ, ყურადღება წიწაკის ხსნარს მიაქციეთ. მხოლოდ თმის ძირებზე ფრთხილად წაისვით. სახის კანზე და მით უმეტეს თვალში მოხვედრას მოერიდეთ. თავზე საშხაპე ქუდი დაიხურეთ და პირსახოცით შეიფუთეთ. სასიამოვნო სითბოთი 1,5 საათით ისიამოვნეთ და თავი დაიბანეთ. ეს ნაყენი სისხლის მიმოქცევის დაჩქარების ხარჯზე თმის მძინარე ბოლქვებს „გააღვიძებს“, თმას გააძლიერებს და მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

ქოქოსის ზეთი

ფასი: დაახლოებით 10 ლარი

სანამ თმის ძირებში წიწაკის ხსნარი მოქმედებს, მთელ სიგრძეზე და ბოლოებში შეგიძლიათ ხელისგულით გახურებული ქოქოსის ზეთი წაისვათ. შესანიშნავი არომატის გარდა, რომელიც თქვენს თმაზე დარჩება, ზეთი თმას გამოკვებავს, დაარბილებს და ბზინვარეს გახდის. ქოქოსის ზეთი შეგიძლიათ არა მხოლოდ თმაზე, არამედ კანზეც გამოიყენოთ. სუფთა სახით ან ჩვეულებრივ რძესთან არეული მაქსიმალური გამოკვებისთვის კანზე წაისვით. ქოქოსის ზეთით სახის მასაჟი მშრალი, ჩამოწელილი კანის მფლობელებს მოუხდებათ. პრობლემური კანის მფლობელებმა კი ქოქოსის ზეთის სხეულსა და თმაზე წასმით უნდა შემოიფარგლონ.

ბადიაგა

ფასი: დაახლოებით 2,5 ლარი

ბადიაგას ღრუბლის ფხვნილი დაეხმარება მათ, ვისაც პოსტ აკნეს ნაწიბურების, სისხლჩაქცევების მოშორება და უბრალოდ კანისთვის ბზინვარების მინიჭება სურს. ბადიაგა წყალში პასტის მსგავსი მასის მიღებამდე გახსენით და კანზე წაისვით. თვალის და ტუჩის ირგვლივ კანს მოერიდეთ, 7-10 წუთით გაიჩერეთ და ცივი წყლით ჩამოიბანეთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცედურას მსუბუქი ჩხვლეტა და სიწითლე ახლავს, რომელიც კიდევ რამდენიმე საათი გაგრძელდება. ლოგიკურია, რომ პროცედურა ძილის წინ ან დასვენების დღეებში გაიკეთოთ, რომ კანს დამშვიდების დრო მისცეთ.

აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი)

ფასი: დაახლოებით 0,7 ლარი

ჩვენი ბებიები ამ აბებს კონსერვების გაკეთების დროს იყენებდნენ, ჩვენ კი მისგან შესანიშნავ გამწმენდ-მათეთრებელ ნიღაბს ვაკეთებთ. ამისთვის 2 აბი ფხვნილის სახით დაფშვენით და 1 ს/კ უშაქრო წიწიბურას იოგურტი დაუმატეთ. ნარევი კანზე წაისვით (თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ). ნიღაბი 15 წუთში ჩამოიბანეთ. შედეგით გაოცებული დარჩებით – კანი სუფთა და გლუვი გახდება.

E ვიტამინი კაფსულებში

ფასი: დაახლოებით 1 ლარი

უნივერსალური მკვებავი საშუალება, რომელიც არა მხოლოდ შიგნით მისაღებად გამოდგება. შეგიძლიათ რბილი კაფსულა ნემსით გახვრიტოთ და მშრალ კანზე, მათ შორის ტუჩზე, ფრჩხილებსა და იდაყვებზე წაისვათ. თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, ფრჩხილები გაძლიერდება, მტვრევას შეწყვეტს, ხოლო კუტიკულა ბევრად უფრო მოვლილი გამოჩნდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.