Connect with us

კულინარია

აწი კარტოფილს მხოლოდ ასე მოვამზადებ! მაგიდაზე მიტანიდან რამდენიმე წუთში ქრება

მარტივი რეცეპტი, ხელმისაწვდომი ინგრედიენტები და მცირეოდენი ფანტაზია – ყველაფერი, რაც კარტოფილისგან უგემრიელესი კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ. აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უგემრიელესი კერძით. როდესაც ის პირველად თავად დავაგემოვნე მეგობრის სახლში, მაშინვე კალამი და ფურელი მოვიმარჯვე რეცეპტის ჩასაწერად. ახლა უკვე რეგულარულად ვანებივრებ ჩემს შვილებს მათთვის ძალიან საყვარელი გამომცხვარი კარტოფილით.

ინგრედიენტები:

  • 400 გრამი კარტოფილი
  • 125 გრამი გამდნარი კარაქი
  • 250 გრამი ხმელი ყველი
  • 1/4 ჩ.კ. დაფქული შავი წიწაკა
  • 200 გრამი ქათმის ფილე
  • 150 გრამი ხახვი
  • 450 მლ არაჟანი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი

მომზადება:

1. საცხობ ფორმას კარგად შეაზილეთ მცენარეული ზეთი.

2. გაანაწილეთ მის ფსკერზე მსხვილ სახეხზე გახეხილი კარტოფილი. დაამატეთ მარილი და პილპილი.

3. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში წვრილად დაჭრილი მოხარშული ქათმის ფილე, არაჟანი, გამდნარი კარაქი და პატარა ზომის კუბიკებად დაჭრილი ხახვი.

4. მიღებული ნარევი მოასხით ზემოდან კარტოფილს და თანაბრად გაანაწილეთ მის ზედაპირზე.

5. საცხობი ფორმა შეფუთეთ ფოლგით.

6. 220 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ კერძი 40 წუთით.

7. მომზადებამდე 5 წუთით ადრე გამოიღეთ კერძი ღუმელიდან, ზემოდან მოახეხეთ მოცემული რაოდენობით ყველი და კვლავ დააბრუნეთ გამოსაცხობად.

8. გემრიელად მიირთვით!

გთავაზობთ მარტივ ვიდეო ინსტრუქციასაც:

როგორც ხედავთ, კარტოფილისგან უგემრიელესი კერძის მომზადება რთული სულაც არ არის. გაუმასპინძლდით ამ კერძით მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ისინი ბედნიერები და კმაყოფილები იქნებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

 

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.