Connect with us

ტესტები

აქტიური ტესტი იმის გასაგებად, თუ როგორ გხედავენ და აღგიქვამენ სხვები

ახლა ინტერნეტ სივრცეში ბევრ საინტერესო ტესტს იპოვით, რომელთა დახმარებით შეგიძლიათ საკუთარ თავზე ცოტა რამ გაიგოთ და დროც სასიამოვნოდ გაიყვანოთ. შესაძლოა ასეთ ტესტებს სკეპტიკურად უყურებდეთ, მაგრამ მათ გაივლით, რომ საკუთარ თავზე ერთი–ორი საინტერესო თვისება გაიგოთ. ზოგადი დახასიათება დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ გხედავენ სხვები გვერდიდან. გაინტერესებთ გაგება?

ადამიანის ზოგადი დახასიათება

ის, თუ როგორ აღგიქვამენ სხვები, ყოველთვის თქვენს რეალურ მეს არ ასახავს. მაგრამ ასე საკუთარ თავზე გვერდიდან შეხედვას და რაიმე განსაკუთრებული თვისების კორექტირებას შეძლებთ. მაგალითად, შეიძლება გაუცნობიერებლად ყოველთვის წარბშეკრული დადიოდეთ და ხალხს ჩაკეტილი და რაღაცით უკმაყოფილო ეგონოთ.

პიროვნების ტესტის გასავლელად წარმოიდგინეთ სიტუაცია. პარკში თქვენს წინ 4 გოგო სეირნობს. მათ უკან გზაზე ლამაზი სამაჯური დევს. ცხადია, რომ ერთ–ერთ გოგოს დაუვარდა. რომელი გოგო გამოგხედავთ? აირჩიეთ ერთ–ერთი და ნახეთ, როგორ აღგიქვამენ სხვები!

გოგო 1

გოგონა უკან ბრუნდება და ღიმილით გპასუხობთ, რომ სამაჯური მისი არაა. გთავაზობთ, კაფემდე ერთად გაისეირნოთ და ყავა დალიოთ.

თქვენ გსურთ, ადამიანს პირველი წუთიდან ენდოთ. ადამიანები თქვენთან თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. შესაძლოა, ეს თქვენი სახის რაღაც განსაკუთრებულობაა ან თქვენს თბილ მზერას ვერავინ უძლებს. ირგვლივ ყველას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ დიდი ხანია გიცნობენ.

გოგო 2

გოგონა ეჭვით გიყურებთ და გპასუხობთ, რომ სამაჯური მისია. მის მადლიერებას ხედავთ, მაგრამ მაინც ეჭვით გათვალიერებთ.

შესაძლოა სხვებზე მეგობრულ პირველ შთაბეჭდილებას ვერ ახდენთ. ძველმა ნაცნობებმა იციან, რომ უბრალოდ ასეთი ადამიანი ხართ. შესაძლოა ოდნავ ჩაკეტილი და აგრესიული ჩანდეთ, მაგრამ ხალხის თქვენს სამყაროში შემოყვანის გეშინიათ. აქ წარსული ურთიერთობების გამოცდილება იმალება!

გოგო 3

რაიმეს თქმას ვერ ასწრებთ, რომ გოგონა თავად მოგმართავთ. დანახვისთანავე გთხოვთ, რომ სასურსათო პროდუქტებით სავსე მძიმე ჩანთა სახლში მიატანინოთ.

თქვენ ზედმეტად კეთილი ადამიანი ხართ. ცდილობთ, ყველას ასიამოვნოთ, ზედმეტად მეგობრული ხართ. ნაცნობები გთხოვენ, რომ სხვებზე ამხელა ენერგია არ დახარჯოთ და ცოტა საკუთარ თავზეც იზრუნოთ.

გოგო 4

გოგონა იდუმალად იღიმის, თვალს გიკრავთ და წამის უსწრაფესად ქრება. მისი სახის ნაკვთების კარგად გარჩევას ვერც ასწრებთ, მაგრამ ხვდებით, რომ სადღაც გინახავთ.

თქვენ წარმოუდგენლად გამჭრიახი ხართ. ყველა გიცნობთ, როგორც ადამიანის გულის და სულის საუკეთესო მცოდნეს. ადვილად შეგიძლიათ სხვის ადგილას თავი წარმოიდგინოთ და გაუგოთ. ასეთი სიბრძნე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით და ბევრი ფსიქოლოგიური წიგნის წაკითხვით არის გამოწვეული.

საკუთარი თავი იცანით? ტესტის შესახებ შთაბეჭდილებები კომენტარებში მოგვწერეთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.