თავის მოვლა
აფთიაქი ფანჯრის რაფაზე: ალოეს 15 სასარგებლო თვისება ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის
ბევრი ალოეს არა მხოლოდ ოთახის მცენარედ იყენებს. მასში შედის 200-ზე მეტი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელთაგან თითოეული გარკვეულ თვისებებს ფლობს და სარგებელს იძლევა. ალოე ვერა შეიცავს A, E, C, B ჯგუფის ვიტამინებს. დღეს გთავაზობთ ამ სასწაული საშუალების ყველაზე ხშირ გამოყენებულ მეთოდებს ჩვენი სილამაზის და ჯანმრთელობისთვის. მთავარია – მცენარის ქვედა, მსხვილი ფოთლები გამოიყენოთ, რომელიც მინიმუმ 3 წლისაა.
ალოეს გამოყენება
1. ქერტლის და თავის კანის ქავილის საწინააღმდეგოდ
2 ს/კ ალოეს წვენი, 2 ჩ/კ თაფლი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი აურიეთ. ნარევი ორთქლზე გააცხელეთ და კარგად აურიეთ. თმაზე და თავის კანში კარგად შეიზილეთ. 30-40 წუთში თბილი წყლით და შამპუნით ჩამოიბანეთ.
2. მზით დამწვრობის შემდეგ კანის აღსადგენად
ალოე ვერა მზით დამწვრობის შემდეგ დაზიანებულ კანს სწრაფად აღადგენს. ასევე გაგრილების ეფექტსაც იძლევა.
3. ფეხის ნაზი კანისთვის
კრემის და ალოე ვერას წვენის ნარევით ფეხის მასაჟი კანს ისეთივე ნაზს ხდის, როგორიც ბავშვს აქვს.
4. აკნეს საწინააღმდეგოდ
სახე ალოეს წვენით გაიწმინდეთ და გამონაყარის სიმპტომებს შეამცირებთ.
5. მცირე დამწვრობის დროს
მცირე დამწვრობის დროს ალოე ვერა ტკივილის სწრაფად გაქრობაში და დამწვრობის კვალის მოშორებაში დაგეხმარებათ.
6. სხეულის დაზიანების დროს
მცირე ჩალურჯების მოშორებას ალოე ვერათი შეძლებთ. დაზიანებულ ადგილას ამ მცენარის ფოთოლი დაიდეთ. სილურჯე და შეშუპება სწრაფად გაქრება.
7. ჰერპესის საწინააღმდეგოდ
თუ ტუჩზე ჰერპესი გაგიჩნდათ, ამ მცენარის რბილობზე უკეთეს საშუალებას ვერ იპოვით. ალოეს ფოთოლი მოწყვიტეთ. 1 საათით საყინულეში შეინახეთ. შემდეგ კანი გაჭერით და დაზიანებულ კანზე კომპრესის სახით 15 წუთით დაიდეთ.
8. ფსორიაზის დროს
ალოე ფსორიაზის დროს დამამშვიდებლად მოქმედებს. რბილობი დაზიანებულ კანზე დაიდეთ.
9. ჯანსაღი პირის ღრუსთვის
პირის ღრუს და ღრძილების გასაჯანსაღებლად პირში ალოეს წვენის და წყლის ხსნარი (1:1 პროპორცია) გამოივლეთ.
10. ნაოჭების საწინააღმდეგოდ
ნაოჭების შესამცირებლად ალოეს წვენი და ნებისმიერი მცენარეული ზეთი აურიეთ. საშუალება კანზე ტკაპუნა მოძრაობით წაისვით.
11. ჯანსაღი და ძლიერი თმისთვის
თმის მასაჟი ალოე ვერას გელით მის ზრდას სტიმულირებს და აძლიერებს.
12. მწერების ნაკბენის დროს
ისრის ფორმის მქონე ალოეს ფოთოლს წვერი მოაჭერით და ნაკბენზე წვენი წაისვით. ასე ქავილს გაიქრობთ და სწრაფ შეხორცებას ხელს შეუწყობთ.
13. მუცლის შებერილობის და ტკივილის დროს
ჩაი ნახევარ ჩაის კოვზ ალოეს წვენთან ერთად მუცლის ტკივილის დროს დაგამშვიდებთ და შებერილობას გააქრობს.
14. მხედველობის გასაუმჯობესებლად
მხედველობის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ აკადემიკოს ფილატოვის საშუალება, რომელიც ალოეზეა დაფუძნებული.
დაგჭირდებათ 100 მლ ალოეს წვენი, 500 გრ გახეხილი ნიგოზი, 300 გრ თაფლი და 3 ლიმონის წვენი. ალოე ვერას მსხვილი ფოთლები აიღეთ, თბილი, ანადუღარი წყალი გადაავლეთ, კბილები მოაჭერით და 8-11 დღე მაცივარში შეინახეთ. ამის შემდეგ ფოთლები გაწურეთ.
მიღებულ წვენს დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ და აურიეთ. 1 დესერტის კოვზი ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ნარევი მაქსიმუმ 1 კვირა გამოიყენეთ. საშუალებას აქვს რიგი უკუჩვენებები, გამოყენებამდე აუცილებლად ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.
15. კანის გასაღიავებლად
ნიღაბი, რომლის შემადგენლობაშიც ეს კომპონენტი შედის, დამატენიანებელ მოქმედებას ახდენს. კანი უფრო დასვენებული და ბზინვარე ხდება. ახლა ძვირადღირებული კრემები და ლოსიონები არ დაგჭირდებათ.
თუ სახლში გაქვთ ისეთი მცენარე, როგორიცაა ალოე, ჩათვალეთ, რომ მთელი აფთიაქი გაქვთ.
ალოე ვერას გამოყენების ამ მეთოდებზე მეგობრებს სოციალურ ქსელში უამბეთ.