Connect with us

ჰოროსკოპი

ასტროლოგი: მზე ქალწულში დაგეხმარებათ წარმატებას მიაღწიოთ

22 აგვისტოს, ზუსტად ერთი თვე მზე ზოდიაქოს მე-6 ნიშანში გადადის. ქალწულის თვე უფრო საქმიანი, მობილური და ძალიან ნაყოფიერი იქნება, როგორც ჩანს, ეს 2020 წლის ყველაზე ცუდი თვე ნამდვილად არაა.

ქალწულში მზის გადასვლის დადებით რიტმად შეიძლება ჩაითვალოს იმ პლანეტების ჯგუფზე დაკვირვება, რომელიც მიწის სტიქიის ორ სხვადასხვა ნიშანში მდებარეობს – ურანი კუროში და ე.წ. წლის „დიდი სამეული“: იუპიტერი, სატურნი და პლუტონი თხის რქაში. მზის და მერკურის ჰარმონიული ასპექტების თანაბარი განაწილება ქალწულის თვეს ეხმარება და პლანეტარული ენერგიების ოპტიმალურ გრაფიკს ქმნის. პლანეტების ძლიერი წარმომადგენლების მიწის სტიქიაში ყოფნა დაეხმარება ყველა პრაქტიკოსს, პირველ რიგში, მომსახურების და სერვისის სფეროში მომუშავე ხალხს. ხან აქ, ხან იქ გამოვლენილი კრიტიკა, მეთოდოლოგია და ხაზოვანი ლოგიკა დაგეხმარებათ, მაგრამ ამ პერიოდში ტიპიური მინუსები გახდება.

აი, სიყვარულის და ჰარმონიის პლანეტა ვენერას პირველ ნახევარში დაბრკოლებები ელოდება (4 სექტემბრამდე). ვენერას დაპირისპირება „დიდ სამეულთან“ (26, 30 აგვისტო და 2 სექტემბერი) თხის რქაში და მარსის „კვადრატთან“ (4 სექტემბერი) გამოვლინდება გაზრდილი ემოციური ფონით, პარტნიორულ და ფინანსურ ურთიერთობებში რთული პირობებით. ამ დღეებში ხარჯები აუცილებლად უნდა აკონტროლოთ, მოსალოდნელია იძულებითი ხარჯების გაწევა.

ქალწულის თვის კიდევ 2 საინტერესო მოვლენა მეომარ მარსს უკავშირდება, პერიოდის დასაწყისი, 22–დან 27 აგვისტომდე, ერთ–ერთი მძიმე ციკლის დაწყების ფონზე მოხდება: 2 მავნე პლანეტის მტრობა: მარსი და სატურნი (ზუსტი ასპექტი – 24 აგვისტო). პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ამ დამღუპველ ასპექტზე მომავალშიც საუბარი გვექნება, ახლა კი მნიშვნელოვანია რისკები თავიდან აიცილოთ, განსაკუთრებით 23 აგვისტოდან 25 აგვისტომდე, როცა მთვარე მორიელში იქნება. მთავრობასთან, უფროსებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან კონფლიქტი – ამ მასშტაბური ასპექტის მთავარი თემაა.

მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა – 10 სექტემბრიდან მარსის გაბრუნება რეტროგრადული მოძრაობით. 2 წელიწადში ერთხელ მარსი სიჩქარეს ანელებს და უკან ბრუნდება, თან მოაქვს პროცესების ზოგადი ინერცია, შესამჩნევი დარღვევები და საქმიან ცხოვრებაში დეზორიენტაცია, პროდუქტიულობის შემცირება. სწორედ ამიტომ, პროფესიულ სფეროში კარდინალური გადაწყვეტილებების მიღება, მნიშვნელოვანი გარიგების დადება და 10-დან 13 სექტემბრამდე მნიშვნელოვანი შესყიდვების განხორციელება არ ღირს. ამ დროს მარსი უმოძრაოდ იქნება.

თვის ყველაზე დაძაბული დღეები, როცა შეცდომების დაშვების და არახელსაყრელი მოვლენების რისკი მაღალია: 22-24, 29-30 აგვისტო, 5-6, 10-13, 19-20 სექტემბერი.

თვის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ახალი საქმის წამოსაწყებად, საქმის წარმატებულად განსახორციელებლად: 28 აგვისტო, 1, 7-9, 16, 18 სექტემბერი.