ჯანმრთელობა
ასკილი: როგორ დავკრიფოთ, გავაშროთ და გამოვიყენოთ
ასკილის სარგებლიანობის შესახებ ბავშვობიდან გვესმის. ეს ნატურალური “მულტივიტამინის” სამედიცინო მიზნებით გამოყენება მეთხუთმეტე საუკუნიდან დაიწყეს. სწორედ ამიტომ, მისი სიროფი და ნაყოფი თითქმის ყველა აფთიაქში იყიდება. ასკილი შესანიშნავი საშუალებაა გაციების პროფილაქტიკისთვის. ამ სტატიაში გასწავლით, როგორ დავკრიფოთ, გავაშროთ და გამოვიყენოთ ასკილი.
როდის დავკრიფოთ ასკილი?
ასკილის დაკრეფის დრო გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე და ასკილის სახეობაზეა დამოკიდებული, მისი დაკრეფა აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით, პირველ ყინვებამდე ხდება.
რაც უფრო გვიან დაკრეფთ ასკილს, მასში უფრო მეტი С ვიტამინი იქნება.
სანამ ასკილის დაკრეფას დაიწყებთ, აუცილებლად ჩაიცვით ხელთათმანები და გრძელმკლავიანი ხელთათმანი, რადგან ასკილის ბუჩქი ეკლიანია. დაკრეფისას ასკილის ხელის მოკიდებისას მაგარი, ფერით კი სტაფილოსფერი ან წითელი უნდა იყოს.
როგორ გავახმოთ ასკილი
დაკრეფლი ნაყოფი კარგად გადაარჩიეთ. მოაშორეთ გაფუჭებული ან გამხმარი ნაყოფი. გარეცხვა საჭირო არ არის. რაც უფრო სწრაფად გამოაშორბთ ასკილს მით მეტი ვიტამინი შეინახება მასში. ამიტომ ასკილი შეიგიძლიათ აირღუმელში, 40 გრადუსზე გამოაშროთ – 1 საათის განმავლობაში, დროის გასვლის შემდეგ ტემპერატურას 60 გრადუსამდე აუწიეთ და ახალა უკვე 8 საათით აშრეთ. ჩართეთ კონვეკციის რეჟიმი. თუ ეს რეჟიმი არ გაქვთ, შრობის პერიოდში ღუმელის კარი დროდადრო გახსენით ხოლმე. ასკილის ნაყოფი ბოლომდე არავიტარ შემთხვევაში არ უნდა გამშრეს, თორემ ყველა დადებით თვისებას დაკარგავს, ნაყოფი კი დაიშლება.
გამოშრობის მეორე ვარიანტი: ღუმელი 100 გრადუსზე გააცხელეთ, 5-10 წუთი გააჩერეთ და შემდეგ ტემპერატურას 70-75 გრადუსამდე დაუწიეთ. ასკილის გამოშრობა აეროგრილში ან ელექტრო საშრობშიც შეიძლება.
შეიძლება თუ არა ასკილის გაყინვა?
დიახ, ასკილის გაყინვა შესაძლებელია. ეს პროცესი უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს, გაყინვის შემდეგ ასკილი სასარგებლო თვისებებს არ კარგავს. გარეცხეთ ასკილი, გააშრეთ, მოათავსეთ პლასტმასის კონტეინერში და შეინახეთ საყინულეში. კენკრა გაყინული სახით დაახლოებით 1 წელი ინახება.
როგორ შევინახოთ ასკილი სწორად?
მნიშვნელობა არ აქვს თქვენ მოკრიფეთ ასკილი თუ აფთიაქში შეიძინეთ, მისი შენავის წესების ცოდნა აუციელებელია. შეძენის შემდეგ ასკილი ქაღალდის პაკეტში ან მუყაოს ყუთში გადაიტანეთ და 2-3 დღე ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ რათა ზედმეტი სითხე ამოშრეს. შემდეგ შუშის ქილაში (სასურველია შავი) გადაიტანეთ, მაგრამ თავსახურ მჭიდროდ არ დაახუროთ.
ასკილის შენახვა ბნელ, გრილ ადგილას უნდა მოხდეს, მზის სხივებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ნუ მოათავსებთ მას გათბობის მილებთან, გათბობის ბატარეასთან ან სხვა თბილ ზედაპირებთან ახლოს. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ნაყოფის გამოყენებას 3 წლამდე შეძლებთ.
როგორ მოვხარშოთ ასკილი თერმოსში?
თერმოსი – ყველაზე უბრალო და ცნობილი საშუალებაა ასკილის მოსამზადებლად. ასკილის ნაყენის გაკეთება ახალი სახითაც შეიძლება და გამომშრალითაც.
გამომშრალი ასკილი პირველ რიგში კარგად უნდა გარეცხოთ, შემდეგ თერმოსში ჩაყაროთ და წყალი დაასხათ. ნაყენი 1:10 პროპორციით უნდა მოამზადოთ (1 წილ ასკილზე, 10 წილი წყალი). ასკილის ნაყენი მინიმუმ 4 საათის მანძილზე უნდა დააყენოთ, თუმცა აჯობებს თუ მთელი რამით დატოვებთ. იმისთვის, რომ ასკილისგან მაქსიმალური რაოდენობის მიტამინები მიიღოთ, ნაყენის მომზადებამდე ის დაჭყლიტეთ ან დახვრიტეთ. ნაწენის მომზადებამდე ასკილს ბოლოები მოაჭერით, რადგან მისი ბუსუსები ყელს საშინლად აღიზიანებს. ნაყენის დალევამდე აჯობებს ის ძალიან წვრილ საწურში ან მარლაში გაწუროთ.
ეცადეთ იმდენი ნაყენი მოამზადოთ რამდენიც ერთ დღე-ღამეში დაგჭირდებათ. მორჩენილი ნაყენი, ყინულის ფორმებში ჩაასხით და გაყინეთ, მისით კანის გაწმენდა შეგიძიათ, ასკილი კანის მატონიზირებელ საშუალებას წაროადგენს.
შეიძლება თუ არა ასკილის ორჯერ დაყენება?
თუ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტის მირება გსურთ, მას ორჯერ ნუ დააყენებთ. თუმცა გემოსა და სუნისთვის მისი ორჯერ დაყენება სრულიად შესაძლებელია.