Connect with us

სახლი და დიზაინი

ასეთი სახლის ღირებულება უჩვეულოდ დაბალია, გარანტია – 40 წელი, თუმცა მასში ყველაფერია, რაც გჭირდებათ

ვიქტორიანული ეპოქის უზარმაზარი სახლები, რომლებშიც კომფორტულად მოთავსდებოდა მთელი ფერმა, დიდი ხანია, მოდიდან გადავიდა. დღეს, დასახლებისა და გარემოს დაცვის ეპოქაში, ადამიანები უპირატესობას მომცრო, თუმცა კომფორტულ სახლებს ანიჭებენ.

ბევრი მოძრავ სახლზეც კი თანახმაა: მიამაგრებს მანქანაზე თავის მყუდრო სახლს და მიდის იქ, სადაც სურს. იდეალურია მოგზაურობის მოყვარულისთვის. სახლი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, მოძრავი არაა, თუმცა, უფრო ნაკლები სახსრები სჭირდება, ვიდრე “ოჯახის ბუდეს”. ეს საცხოვრებელი იაფი და პრაქტიკულია, მისი აწყობა თავადაც შეგიძლიათ და საკმაოდ დიდხანსაც გეყოფათ.

კომპანია  Arched Cabins ერთ-ერთი პირველი მოერგო კომპაქტური და მყუდრო სახლების მოთხოვნილებას. ახლა იგი ადამიანებს იმას სთავაზობს, რასაც ლამაზი ქოხი შეგვიძლია ვუწოდოთ.

ასეთი სახლის საბაზისო მოდელს 8×8 მ პარამეტრები აქვს და მყიდველს მხოლოდ $1000 უჯდება. თუმცა, ფირმის მიერ შემოთავაზებულ ასორტიმენტში შედის როგორც 7 კვადრატული მეტრის მქონე ჯიხური, ისე სრულყოფილი, ორსართულიანი სახლი 75 კვადრატული მეტრი სივრცით. ისინი, რა თქმა უნდა, ერთი და იმავე პრინციპით, მსგავსი მასალებით შენდება.

პლატფორმა ან ფუნდამენტი  სახლის ქვეშ ამ სახლის მომავალმა მფლობელმა უნდა ჩაასხას. თვითონ სახლი ნებისმიერ არსებულ საძირკველზე შეიძლება დაადგათ. ამის გაკეთება სახლის მეპატრონესაც შეუძლია: კომპანია თავისი საქონლის თითოეულ ეგზემპლარს ხომ ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილ ინსტრუქციას აყოლებს გასაგები ილუსტრაციებით.

კლიმატს, რომლის გავლენის ქვეშაც იქნება სახლი, მნიშვნელობა არ აქვს. კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან: მათი საქონელი იტანს როგორც გვალვებს, ისე არქტიკულ ყინვებსაც. საცხოვრებლის გარდა, მსგავსი შენობის გამოყენება შეიძლება ცხოველების თავშესაფრად, საერთო საცხოვრებლად, ინსტრუმენტების საწყობად, დასასვენებელ ბუნგალოდ ან მომცრო ოფისადაც კი.

თანამედროვე დიზაინის სახლი 3-15 დღეში შენდება, დრო დამოკიდებულია ზომასა და ხელოსნის მოხერხებულობაზე. შენობა საკმაოდ დიდხანს გვემსახურება: კომპანია ყოველ გაყიდულ სახლზე ორმოცწლიან გარანტიას იძლევა.

რთულია იმის თქმა, ვიცხოვრებდი თუ არა ასეთ სახლში, თუმცა, ადამიანები, რომლებმაც საცხოვრებლად ასეთი შენობა არჩიეს, კმაყოფილი არიან. გამორიცხული არაა, რომ სწორედ ასეთი უბრალო სახლებით იქნება სავსე მსოფლიო მომავალში.

Advertisement
6 Comments

6 Comments

  1. shorena

    March 24, 2019 at 11:18 pm

    სად არის შესაძლებელი შეკვეთა და შეძენა ამ სახლების

  2. ნარგიზ კახიძე

    March 24, 2019 at 11:40 pm

    აჭარის მაღალმტიანეთიდან მიიირებდიტ სეკვეტას? –კერძოდ მაჭახლის ხეობიდან?

  3. ako

    March 25, 2019 at 10:42 am

    sakontaqto nomeri rogor gavigo

  4. ნაირა კახიძე

    March 25, 2019 at 10:46 pm

    თუ შეიძლება გვითხარით რეალური მისამართი ან საკონტაქტო ტელეფონი, ან მაღალმთიან სოფელში თუ შეძლებთ გაკეთებას….

  5. aleko

    March 27, 2019 at 9:42 pm

    მინდა საკონტაქტო ტელეფონი ამ სამშენებლო კომპანიიის ან დაკავშირებისათვის რაიმე სხვა ინფორმაცია გთხოვტ მოგვაწოდოთ..

  6. მარინე

    April 20, 2019 at 4:20 pm

    რატომ არ წერთ მისამართს ან ტელეფონის ნომერს? მინდა დაგიკავშირდეთ პირობების გასაცნობად. თუ რეალურად არსებობთ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და მისამართი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.