Connect with us

საკითხავი

„არ გინდა – გაიძულებთ“: რა არის რეპროდუქციული ძალადობა

დღეს რეპროდუქციულ ძალადობაზე ვისაუბრებთ. როგორც კვლევამ აჩვენა, მამაკაცების დიდი ნაწილი ქალის სხეულზე ძალაუფლებით სიამოვნებას იღებს, რისთვისაც მზადაა ქალი დააშინოს, აიძულოს და მოატყუოს. ეს უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ვფიქრობთ. ექიმი ლინდსი კლარკი, რომელიც ქალთა და ბავშვთა ამერიკულ კლინიკაში მუშაობდა, მისი 641 პაციენტის შესახებ მონაცემები შეაგროვა. პაციენტებს ეკითხებოდა, ხომ არა ყოფილა პარტნიორის მხრიდან ორსულობისთვის მუქარა, იყო თუ არა კონტრაცეფციის საბოტაჟი (კონტრაცეპტული აბების გადაგდება ან პრეზერვატივების გახვრეტა). გამოკითხვის შედეგი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. გამოკითხული ქალების 16%–ს მსგავსი სახის ძალადობა განცდილი ჰქონდათ. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

რომელი ქმედებები შეიძლება მივაკუთვნოთ რეპროდუქციულ ძალადობას?

ფორმალური, მაგრამ ზოგადად მიღებული განმარტება: „რეპროდუქციული ძალადობა ხდება მაშინ, როცა ქალს საკუთარი რეპროდუქციული სისტემის შესახებ არჩევნის გაკეთება არ შეუძლია. ეს მოიცავს სხეულის ნაწილებს და ორგანიზმის ფუნქციებს, რომლებიც მენსტრუაციულ ციკლში, სექსში და სექსუალურ სიამოვნებაში, ორსულობასა და მშობიარობაში მონაწილეობენ“.

აი, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს რეპროდუქციული ძალადობა:

  • ქალზე ზეწოლა ან ძალადობა დასაფეხმძიმებლად.
  • ქალზე ზეწოლა ან ძალადობა, რომ ბავშვი გააჩინოს ან აბორტი გაიკეთოს.
  • ზეწოლა ან ძალადობა სტერილიზაციის გასაკეთებლად.
  • დაუცველ სექსზე იძულება.
  • ქმედებები, რომლებიც ქალის მიერ გამოყენებული კონტრაცეფტივების დაზიანებას მიზნად ისახავს.
  • კონტრაცეფტული საშუალებების დამალვა ან მათ გამოყენებაზე ხელის შეშლა.
  • გადაუდებელი კონტრაცეფტივის მიღებაზე ხელის შეშლა.
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გაზნრახ გადადება.
  • გინეკოლოგიური დახმარების მიღების შეზღუდვა.
  • ქალზე ზეწოლა ან იძულება, რომ ჰორმონალური ან ქირურგიული გზით მენსტრუაცია შეწყვიტოს.
  • ქალზე ზეწოლა ან იძულება, რომ სასქესო ორგანოების ნაწილი მოიშოროს.
  • სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის აღკვეთა ან შეზღუდვა.
  • ქალის სექსუალურ გამოხატვაზე ხელის შეშლა.
  • სექსუალურ თანხმობაზე მიღების უარი (უნებართვო სექსი/გაუპატიურება).

სხვა სიტყვებით, რეპროდუქციული ძალადობა „ქოლგისებრი ტერმინია“, რომელიც ძალადობის ბევრ ფორმას მოიცავს.

რეპროდუქციული ძალადობა მხოლოდ კაცის მიერ ქალის მიმართულებით ხდება?

არა მხოლოდ. რეპროდუქციული ძალადობა სისტემური მოვლენაა, ანუ ის ყველაზე სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ხალხის მიმართ შეიძლება გამოვლინდეს.

  • მთელ მსოფლიოში სამთავრობო ინსტიტუტები ცდილობენ აბორტი აკრძალონ ან შეზღუდონ. ზოგიერთ ქვეყანაში დაწესებულია 7 დღიანი „დუმილის დრო“ (2 დღიანი ორსულობის 11 კვირის განმავლობაში). სამედიცინო დაწესებულებამ შეიძლება ეს პერიოდი გადადოს, ანალიზები „დაკარგოს“, ფსიქოლოგთან/მღვდელთან გასაუბრების გარეშე ქალის მიღებაზე უარი თქვან.
  • მშობლებმა ან მეურვეებმა შეიძლება პატარა გოგოებს წინადაცვეთა აიძულონ, მოზარდობის პერიოდში მშობიარობა ან აბორტი აიძულონ, ტრადიციულ და რელიგიურ ოჯახებში ქალის ცხოვრება დაარეგულირონ, მათ შორის „არასწორი“ ქცევის გამო „პატივის გამო მოკლან“.
  • ექიმები და გინეკოლოგები ქალებზე ძალადობას ახდენენ და აუცილებლად სასწრაფოდ მშობიარობით აშინებენ ან ორსულობა ყველა დაავადების სამკურნალო საშუალებად სთავაზობენ.
  • რეპროდუქციულ ძალადობას შეიძლება მივაკუთვნოთ ბებიაქალობა, როცა ქალს თითქოსდა ორსულობისთვის „სჯიან“ („რას ყვირიხარ, რა გტკივა, კაცთან ხომ არ გტკიოდა!“).
  • რეპროდუქციულ ძალადობას, ძირითადად, ქალები ეჯახებიან (ფიზიოლოგიური მიზეზებით), მაგრამ, უდაოდ, ეს პრობლემა ინტერსექსის და ტრანსგენდერი ადამიანებისთვისაც აქტუალურია.
  • ქალის მხრიდან რეპროდუქციული ძალადობის მსხვერპლი შეიძლება კაციც გახდეს, მაგრამ სტატისტიკურად ეს საკმაოდ იშვიათია. გაცილებით უფრო იშვიათად, ვიდრე ეს საზოგადოებრივ რიტორიკაში ისმის: ქორწინებაში დაუცველი სექსის შემდეგ გაჩენილ ბავშვებზე, რომლებიც „კაცებს არ სურდათ“ (და, როგორც ჩანს, გონზე მოსვლის გარეშე აკეთებდა), ქალებზე, რომლებიც მუცლით რეესტრში შედიან და „ოლიგარქებზე“, რომლებიც უსასრულოდ „ეშმაკი საყვარლების მსხვერპლნი“ ხდებიან.
  • კაცების მიერ ქალებზე რეპროდუქციული ძალადობა პარტნიორულ ურთიერთობაში უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი, რადგან ადამიანები პირადად უფრო ინტენსიურად მოქმედებენ, ვიდრე სახელმწიფო ან სამედიცინო დაწესებულებები.

რატომ ეწინააღმდეგებიან კაცები კონტრაცეფტივებს

კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი ქცევის მოტივაცია (ორსულობაზე ან აბორტზე ძალადობა) რაციონალობას სცდება. საქმე ეხება ძალაუფლებას, რადგან ქალის სხეულის ფუნქციებზე კონტროლი ბევრი მამაკაცისთვის კონტროლის უმაღლესი ფორმაა.

რეპროდუქციული ძალადობა ოჯახურ ძალადობასთან მჭიდრო კავშირშია, რადგან ერთი ფესვები აქვთ. ზოგიერთი კაცისთვის კონტროლის მიმართ მოთხოვნილება იმდენად ძლიერია, რომ ფაქტიურად დაორსულებას აიძულებენ, რომ შემდეგ აბორტის გაკეთება აიძულონ.  2010 წელს ჟურნალ „The Nation”-ში გამოქვეყნდა სტატია ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც შეურაცხმყოფელ ურთიერთობაში იმყოფებოდა. მისი შეყვარებული ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს მალავდა, ხოლო როცა გოგონა იძულებით დაფეხმძიმდა, აბორტის გაკეთება აიძულა. უარის მიღებისას მუცელში ფეხი ჩაარტყა და კიბიდან დააგორა, რომ მუცლის მოშლა გამოეწვია. ძალადობის მიუხედავად გოგონამ ორსულობის ატანა და შვილთან ერთად გაქცევა მოახერხა.

ხშირად მოძალადე იძულებით მშობიარობას განიხილავს, როგორც საშუალებას, რომ მსხვერპლი მიაჯაჭვოს და მასზე კონტროლი არ დაკარგოს. რეპროდუქციულ ძალადობად შეიძლება მივიჩნიოთ „ზარები კანფეტ–თაიგულის ეტაპზე“:

  • კაცი საუბრობს ბავშვების გაჩენაზე, როგორც მეთოდზე, რომ ქალმა საკუთარი სიყვარული „დაამტკიცოს“.
  • ამტკიცებს, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს და პრეზერვატივებს „მხოლოდ ბოზები“ იყენებენ.
  • ბავშვის ჩასახვას საკუთარი ძალის და მამაკაცობის დემონსტრაციად მიიჩნევს.

„ვარდის ყნოსვა გაზსაწინააღმდეგო ნიღაბში „

რეპროდუქციული ძალადობის კიდევ ერთი გავრცელებული სახეობა არსებობს, რომელსაც ეწოდება „სტელსინგი“ (ინგლ. Stealthing) – კაცის მიერ პრეზერვატივის გამოყენებაზე უარის თქმა ან სექსის დროს მისი მოხსნა ქალის თანხმობის გარეშე ან მალულად.

ეს სექსუალური ძალადობის სახეობაა, როცა მამაკაცს შეუძლია დამატებითი სიამოვნება მიიღოს „უფრო ნათელი შეგრძნების“ ხარჯზე, პარტნიორზე დომინირების განცდით და დასჯის გარეშე. მსგავსი ქცევის პრაქტიკოსები ამას „მამაკაცის ბუნებით“ ამართლებს, რომელიც „რაც შეიძლება მეტი ქალის განაყოფიერებას“ მოითხოვს. სამწუხაროდ, სტელსინგის მიმართ კანონი არ არსებობს, ამის დამტკიცება ძნელია, ხოლო პირველი სასამართლო პროცესი მხოლოდ 2017 წელს შვეიცარიაში ჩატარდა, ამასთან მამაკაცმა მხოლოდ ერთი წელი პირობითი სასჯელი მიიღო.

რეპროდუქციული ძალადობა ქალის მიმართ ზოგადი ზეწოლის და დისკრიმინაციის დამოუკიდებლად არ უნდა განვიხილოთ

ეს ყველა ერთი და იმავე თავსატეხის ელემენტებია: ოჯახში მოძალადე, რომელიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს მალავს, „წესიერი ბიჭი“, რომელიც პაემანზე პრეზერვატივს იხსნის, მოსარჩელე, რომელიც აბორტის აკრძალვის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტოს, პოლიტიკოსებს წერს. მათ, ყველას სურს, რომ ქალებს საკუთარ სხეულზე უფლების ქონა წაართვან. და ისინი ამას აკეთებენ, რადგან ემორჩილებიან იდეოლოგიას, რომ კაცები ბუნებით მმართველები და ქალების მფლობელები არიან.

კონტრაცეფტივების გამოყენება ქალს საშუალებას აძლევს, რომ საკუთარი ცხოვრება და კარიერა დაგეგმოს, იმუშაოს, საკუთარ მიზნებს მიაღწიოს, გააჩინოს (ან არ გააჩინოს) იმდენი ბავშვი, რამდენიც სურს, მაშინაც კი, თუ ძალიან რომანტიკული არაა სექსისტების და მოძალადეების თვალსაზრისით.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.