Connect with us

საკითხავი

არაყი, ყინული და მწვანილის საშრობი: 15 საუკეთესო ხრიკი თეთრეულის გასარეცხად

ჩვენ ხშირად ვრეცხავთ, მაგრამ ჭუჭყიანი თეთრეული არასდროს მთავრდება. რეცხვა უსასრულო და შეუჩერებელი პროცესია, რომელიც წლები გრძელდება. გამოცდილება თითოეულ ოჯახს აქვს და წლების განმავლობაში მრავალრიცხოვანი რეცხვის შედეგად შეიძლება უამრავი კარგი რჩევა უკვე თავადაც დაგიგროვდათ. დღეს რამდენიმე კარგ იდეას გიზიარებთ.

1. ძმარი საწოლის თეთრეულის გასარეცხად გამოიყენეთ

თეთრეულს ლაქები და სუნი რომ მოაშოროთ და უფრო რბილი და ნათელი გახადოთ, სარეცხ მანქანას 1 ჭიქა სუფრის ძმარი დაუმატეთ და რეცხვის რეჟიმი ჩართეთ. პროცედურა 2 თვეში ერთხელ შეგიძლიათ ჩაატაროთ.

2. თეთრეული წონის მიხედვით გადაარჩიეთ

ფერი თეთრეულის გადასარჩევად ერთადერთი მეთოდი არაა. ის წონის მიხედვითაც უნდა დაახარისხოთ. წარმოიდგინეთ, რომ მსუბუქ ბამბის მაისურს ჯინსთან ერთად რეცხავთ. რა დაემართება მაისურს, თუ ჯინსის ქსოვილში გაეხვევა ან ელვაში გაიჭედება? პასუხი ცხადია, წვრილი ნახვრეტები გაჩნდება, ქსოვილი დაზიანდება და ნაადრევად გაიწელება. ნივთების გადარჩევისას მსუბუქი ქსოვილები მძიმესგან გამოყავით, ასე ტანსაცმელს ნაადრევი ცვეთისგან დაიცავთ.

3. ან ნებისმიერი სხვა უჩვეულო მეთოდით

არ არსებობს წესი, რომ თეთრეული მხოლოდ ფერის მიხედვით უნდა გადაირჩეს. თუ თქვენი ოჯახისთვის სხვა გადაწყვეტილება მისაღებია, სცადეთ. მაგალითად, დიდ ოჯახში ბავშვის თეთრეულის ცალკე გარეცხვა მოსახერხებელია. თუ მსხვილი ნივთები, ორსაწოლიანი თეთრეული გაქვთ, სჯობს წინდებთან ერთად არ გარეცხოთ. ეს სარეცხ მანქანაში დისბალანსს გამოიწვევს. ეცადეთ, რომ თანაბარი ზომის ნივთები ერთად გარეცხოთ.

4. თეთრეული აკვაჯოხებზე გააშრეთ

საცურაო აკვაჯოხებზე თეთრეულის გაშრობით ნაკეცების თავიდან აცილებას შეძლებთ, რომელიც თოკზე დაკიდების დროს წარმოიქმნება. აკვაჯოხი ჩაჭერით და საშრობი აღჭურვეთ. თეთრეულის გაუთოება აღარ მოგიწევთ.

5. სამზარეულოში ან სააბაზანო ოთახში ცარცის ნატეხი იქონიეთ

ცარცი კარგი მშთანთქმელი საშუალებაა, რომლის გამოყენებაც სამზარეულოს პირსახოცზე, მაგიდის გადასაფარებელსა და წინსაფარზე შეგიძლიათ. რაღაც ცხიმიანი დააწვეთეთ? ლაქა ცარცით გახეხეთ. ზეთის და ცხიმის ლაქა არ ჩამოიღვენთება, რადგან ცარცი ყველაფერ ზედმეტს შეიწოვს. ასე სარეცხ მანქანაში ჩვეული მეთოდით გარეცხვა გაგიადვილდებათ.

6. სარეცხ მანქანაში მშრალი პირსახოცი შედეთ

თეთრეული სწრაფად რომ გაშრეს, სარეცხ მანქანას სუფთა, ტერის პირსახოცი დაუმატეთ.

7. ტანსაცმელი ამ საშუალებით გაასწორეთ

თუ ტანსაცმელი ძლიერ დაჭმუჭნულია, ხოლო მისი გარეცხვის და გაუთოების დრო არ გაქვთ, სპრეი ბოთლი აიღეთ, 2 ჭიქა წყალი, 1 ჩ/კ თმის კონდიციონერი და 1 ს/კ ძმარი ჩაასხით. ამ ხსნარით ტანსაცმელი დანამეთ, სანამ ოდნავ სველი არ გახდება, შემდეგ ქსოვილი გახეხეთ და ეცადეთ ისე გაასწოროთ, რომ ნაოჭები გაქრეს.

8. ტანსაცმლის გასწორება ყინულით სცადეთ

თუ სარეცხ მანქანას შრობის ფუნქცია აქვს, დაჭმუჭნული ტანსაცმელი შეგიძლიათ გაასწოროთ შემდეგ მეთოდით: სარეცხ მანქანას ყინულის კუბები დაუმატეთ და შრობის ყველაზე მაღალი ტემპერატურა აირჩიეთ. ამ დროს ყინული ორთქლად გარდაიქმნება და ძველი, დაჭმუჭნული ნაკეცები აორთქლდება.

ყინულის კუბი ტანსაცმლის წებოვან ლაქებსაც გაუმკლავდება, მაგალითად, საღეჭი რეზინის ლაქას. ყინული ტანსაცმელზე რამდენიმე წუთით გააჩერეთ, როგორც კი იგრძნობთ, რომ საღეჭი გამაგრდა, მოაშორეთ.

9. ლაქის ამომყვანი საშუალების ნაცვლად საპარსი კრემი გამოიყენეთ

საპარსი კრემი შეიცავს აქტიურ კომპონენტებს, რომლებიც ჩვეულებრივ საპონს აქვს, მაგრამ ამასთან მას ქაფის სტრუქტურა აქვს, რის წყალობით ლაქებს შესანიშნავად უმკლავდება. თუ სპეციალური ლაქების ამომყვანი საშუალება ხელთ არ გაქვთ, ცოტა საპარსი კრემი ლაქას წაუსვით, გააჩერეთ და სველი ჩვრით გაწმინდეთ.

10. ტანსაცმელი არყით დანამეთ

არაყი უსიამოვნო სუნს შესანიშნავად გაუმკლავდება, ასე რომ სახლში იაფი არყის ქონა გამოგადგებათ. კარგი იქნება, თუ დიდხნიანი შენახვის შემდეგ ტანსაცმელს არყით დაამუშავებთ. ამისთვის სპრეი ბოთლით დანამეთ და ღამით აივანზე გაიტანეთ.

11. წინდები თეთრეულის სარეცხ ბადეში ჩადეთ

სარეცხი ბადე არა მხოლოდ დელიკატური ნივთების გასარეცხად არის განკუთვნილი. თუ წინდებისთვის ცალკე სარეცხ ბადეს შეიძენთ და მათ აქ შეაგროვებთ, წინდებს აღარ დაკარგავთ. განსაკუთრებით, ეს კაპრონის ან ბავშვის წინდებს ეხება, რომელიც ბარაბანის რეზინაში ხშირად ხვდება.

12. ბეწვის ბურთები ტანსაცმლის საშრობად

ალბათ, ბალიშის ან ქურთუკის გარეცხვა სპეციალური ბურთით ან ჩოგბურთის ბურთით არაერთხელ სცადეთ. ისინი რეცხვის დროს დაგეხმარებათ, გაშრობის დროს 25-50%-ით ამცირებენ. ბურთების შეძენა აუცილებელი არაა, შეგიძლიათ მატყლის ძაფიდან თავად გააკეთოთ. ამისთვის მატყლის ძაფი დაახვიეთ, წინდაში ჩადეთ და ერთხელ გარეცხეთ, რომ ბეწვი ოდნავ დაეცეს და დარბილდეს. ბურთებს შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დაუმატოთ. არომატი 10 რეცხვაზე გეყოფათ.

13. დელიკატური ნივთები სალათის საშრობში გარეცხეთ

ნივთები, რომელთა გარეცხვაც ხელით შეიძლება, უფრო სწრაფად და მოსახერხებლად ირეცხება მწვანილის საშრობში, რომელიც ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიაში იყიდება. წყალს ცოტა სარეცხი საშუალება დაუმატეთ, ნივთი 10 წუთით ჩაალბეთ, შემდეგ საშრობის ტრიალი დაწყეთ. რამდენჯერმე დაატრიალეთ – საპნიანი წყალი გადაღვარეთ.

14. სპორტული ტანსაცმელი ძმარში ჩაალბეთ

მძაფრი სუნის მქონე სპორტული ტანსაცმელი სჯობს ძმრით დაამუშაოთ, ცივი წყალი დაუმატოთ და გარეცხვამდე 1 საათით ამ ნარევში გააჩეროთ. ასე სუნს და ოფლის ლაქას გააქრობთ. ჩასალბობად ნახევარი ჭიქა ძმარი საკმარისი იქნება.

15. მეგა-გორგოლაჭი ტანსაცმლისთვის

თუ დიდი ფართიდან დაგროვებული მტვრის და ბეწვის სწრაფად შეგროვება გჭირდებათ, მაგალითად, გადასაფარებლიდან ან გრძელი პალტოდან, საღებავ გორგოლაჭს ჩვეულებრივ სკოჩი დაახვიეთ, წებოვანი მხრიდან გარეთ, და ბეწვის შეგროვება დაიწყეთ.