Connect with us

ჯანმრთელობა

არასდროს გადაღვაროთ ამ მარინადის წვენი. მან შეიძლება თქვენი სახსრები იხსნას

სახსრების ტკივილი სხვა რამეში არ აგერევათ. მნიშვნელობა არ აქვს, ამის მიზეზი მჯდომარე ცხოვრების წესი, ტრავმა თუ ასაკია, ცივ პერიოდში ნებისმიერი მტკივნეული შეგრძნება უფრო ძლიერდება. სიცივე ანთების კატალიზატორია, ამიტომ მისგან თავდაცვა უნდა ისწავლოთ.

სამედიცინო კვლევები აჩვენებს, რომ სახსრების ტკივილი ზედმეტად გაცივებაზეა დამოკიდებული. თბილი ტანსაცმელი და გათბობა ტკივილის შეგრძნებას გააქრობს. ასეთ დროს სპეციალური მალამოები ყველაზე უკეთ დაგეხმარებათ. აფთიაქში რას არ იპოვით, მაგრამ ჩვენ დროში გამოცდილ რეცეპტს გთავაზობთ. მის შესახებ სამზარეულოს ყველა ექსპერტმა იცის: ღორის და ფრინველის ხორცისთვის მდოგვი და თაფლი საუკეთესოა. მარინადის გადაღვრა არ იჩქაროთ.

მდოგვი თაფლთან ერთად სახსრებისთვის

თაფლი სასარგებლო ნივთიერებების საწყობია, ხოლო სხვა ინგრედიენტებთან ზომიერად არევით ძლიერ მოქმედ სამკურნალო საშუალებას მიიღებთ. ამ შემთხვევაში თაფლი შეგიძლიათ მდოგვს აურიოთ. სასურველია ნატურალური მდოგვის ფხვნილი გამოიყენოთ.

მარილს და მდოგვს ძლიერი გამახურებელი თვისება აქვს მაშინ, როცა თაფლი კანზე მათ მოქმედებას არბილებს, მაგრამ ეფექტს აძლიერებს.

პრობლემურ ადგილას წასმული მალამო რევმატიზმის, ართრიტის, ტრავმების შემდგომი ტკივილისგან გიხსნით და დაღლილობას გააქრობს. ასეთი პრობლემური ადგილი შეიძლება იყოს იდაყვი, მაჯა, მხრები ან მუხლები.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ მდოგვი
  • 1 ს/კ თაფლი
  • 1 ს/კ მარილი
  • 1 ს/კ წყალი

ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ და კომფორტულ ჭურჭელში მოათავსეთ. ნარევი მაცივარში მაქსიმუმ 6 დღე შეინახეთ, მეორე კვირას სამკურნალო თვისებები უკვე დაკარგული ექნება.

სახსრების ტკივილგამაყუჩებელი საშუალებისგან მაქსიმალური ეფექტის მისაღებად თბილი კომპრესი გაიკეთეთ. მალამო სახსრებზე წაისვით, საკვები ცელოფანი ან ფოლგა დააფარეთ, შემდეგ პირსახოცით შეიფუთეთ. მალამო მინიმუმ 2 საათით გაიჩერეთ, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

უსიამოვნო შეგრძნების ან გაღიზიანების შემთხვევაში მალამო ჩამოიბანეთ და შემდეგში უფრო ნაკლები თაფლი ან მდოგვი გამოიყენეთ. ეს თქვენი კანის მგრძნობელობაზეა დამოკიდებული.

სრული კურსი 5 დღე გრძელდება, მაგრამ ეფექტს უკვე პირველი გამოყენების შემდეგ იგრძნობთ. თაფლის და მდოგვის სამკურნალო კომპრესი ღამით გაიკეთეთ, რომ სახსრებმა „გახურების“ შემდეგ დასვენება შეძლოს.

თაფლი მალამოს, კრემის ან ნიღბის შესანიშნავ საფუძველს წარმოადგენს. სახსრების ტკივილის დროს მოდგვი ერთადერთი დამხმარე საშუალება არაა. ასევე გამოდგება კატაბალახას ფესვები (2 ს/კ თაფლი 2 ს/კ კატაბალახა) და კამას თესლი (1 ს/კ). ზეთი მარილთან ერთად სახსრების ტკივილის დროს ასევე ეფექტურ საშუალებად ითვლება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.