Connect with us

თავის მოვლა

ანტიასაკობრივი დიეტა, რომელიც სტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. უბრალოდ პროდუქტები ახალგაზრდობას შეგინარჩუნებთ

სილამაზისა და ახალგაზრდობის დასაბრუნებლად, ხშირად მივმართავთ კოსმეტიკურ პროდუქტს: კრემებს, ლოსიონებს, ტონიკებს, სკრაბებსა და ა.შ… რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროა, თუმცა, ასაკთან ერთად, კოლაგენის წარმოება მცირდება და ჩვენი კანიც გაუწყლოებას იწყებს. მისი მარაგის აღდგენა შესაძლებელია, თუ სწორად კვებას შეძლებთ.

ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ ანტიასაკობრივი დიეტის შესახებ, რომელიც თქვენს ორგანიზმს კოლაგენის გამომუშავებაში დაეხმარება. თქვენი თმა, ძვლები და კანი მადლობას გეტყვიან.

კოლაგენი საკვებ პროდუქტში

ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ – ესაა ძირითადად ტუტოვანი პროდუქტების მიღება. ისინი ანეიტრალებს მჟავე არეს, რომელიც ანელებს კოლაგენის გამომუშავებას. ასეთი დიეტა – კვების წესია და არა მკაცრი აკრძალვა. მთავარია, ისწავლოთ ტუტოვანი და მჟავოვანი პროდუქტების გარჩევა, რაც არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ. მაგალითად, ლიმონი მჟავეა, თუმცა ტუტოვან არეს ქმნის.

თქვენთვის საჭირო პროდუქტს მიეკუთვნება ყველა ბოსტნეული(განსაკუთრებით – მწვანე), ხილი და კენკრა(ატამი, ბანანი, ფინიკი, მოცხარი, ალუბალი, ბალი), თხილეული. ისინი თქვენი დღიური რაციონის უდიდეს ნაწილს – დაახლოებით 70%-ს უნდა შეადგენდეს.

დანარჩენი 30%-ისთვის(მჟავოვანი არესთვის) უპირატესობა მიანიჭეთ ქათამს, საწონლის ხორცს ან თევზის ცხიმიან სახეობებს – ისინი კანის მდგომარეობას აუმჯობესებს. არავითარ შემთხვევაში არ გადახვიდეთ მხოლოდ ტუტოვან პროდუქტზე – ეს ორგანიზმს სარგებლის ნაცვლად, ავნებს.

პროდუქტი, რომელიც კოლაგენის სინთეზის დაჩქარებისთვისაა აუცილებელი: გოგრის თესლი, წიწიბურის ფაფა, შვრია, კათმის კანი, ღორის ჟელატინი, ამონაცენი ფეტვი, სოიოს პროდუქტი, კვერცხი.

სასუსნავებად მიირთვით პროდუქტი, რომელიც აუმჯობესებს კოლაგენის სინთეზს. კანის მდგომარეობის გაუმჯობესების გარდა, ასეთ კვებას რამდენიმე სასიამოვნო ბონუსიც აქვს: იზრდება ყურადღების კონცენტრაცია, რეგულირდება ძილი, თმები უფრო მბზინავი ხდება. ასეთ დიეტას უკვე რამდენიმე წელია იცავს ჟიზელ ბიუნდჰენი და მისი შედეგი, როგორც ამბობენ, სახეზეა.